იჯ 43 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
იჯ 43 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 291 რეგისტრ.: 19-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გამარჯობათ.
ახალი წევრი ვარ და კეთილი იყოს ჩემი პირველი პოსტი. მოკლედ 3 დღეა შევიძინე იჟ 43.ეხლა ვიწყებ ნადირობას. მაინტერესებს გამოცდილებისგან,როგორი თოფია.რა აქვს მინუსები და პლიუსები?. დიდი მადლობა წინასწარ. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 588 რეგისტრ.: 20-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
იჟ 43 რუსული სერიული იაფფასიანი კატეგორიის იარაღია. მის შექმნას საკმაოდ საინტერესო და ასე ვთქვათ რუსული ისტორია აქვს.
მას შემდეგ რაც იჟ54 -მა სერიული თოფისათვის ყველა მოლოდისნ გადააჭარბა, რატომღაც მისი გამარტივება გადაწყდა. კონსტრუქტორთა საბჭოში, პირველ რიგში საჭიროდ ჩათვალეს მუშა ხელის ჩართვა თოფის აწყობაში მინიმალუი ყოფილიყო, ეს უკანასკნელი გულისხმობს დეტალების მასიურ და მანქანურ დამზადებას, შესაბამისად ყველა დეტალის იდენტურობას და აქედან გამომგდინარე აწყობისათვის საჭირო დროისადა გამოცდილების გამოთიშვას. აქედან გამომდინარე, წამოვიდა სერიული იჟ 26 რომელშიც შეიმჩნეოდა დეგრადაციები, მას მოყვა სერიული იჟ 58-ი სადაც უკვე აშკარა იყო მუშა ხელის ეკონომია, როგორც დეტალებზე ასევე აწყობა გამართვაზე ,ბოლოს იჟ58 -ი კიდევ უფრო გაამარტივეს და მიიღეს იჯ 41 რომელიც ამოცანას ვერ გადაჭრიდა რიგი ფაქტების გამო, ბოლოს კი მაქიმალური გამარტივების შედეგად შექმნეს იჟ 43. მისი კონსტრუქციიის დახვეწაზე 1984 წლიდან 1986 წლამდე მიმდინარეობდა1986 -ში სერიაში ჩაუშვეს. ავტორად ითვლება კალინინი. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 468 რეგისტრ.: 13-September 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მას შემდეგ რაც იჟ54 -მა სერიული თოფისათვის ყველა მოლოდისნ გადააჭარბა, რატომღაც მისი გამარტივება გადაწყდა. კონსტრუქტორთა საბჭოში, პირველ რიგში საჭიროდ ჩათვალეს მუშა ხელის ჩართვა თოფის აწყობაში მინიმალუი ყოფილიყო, ეს უკანასკნელი გულისხმობს დეტალების მასიურ და მანქანურ დამზადებას, შესაბამისად ყველა დეტალის იდენტურობას და აქედან გამომგდინარე აწყობისათვის საჭირო დროისადა გამოცდილების გამოთიშვას. აქედან გამომდინარე, წამოვიდა სერიული იჟ 26 რომელშიც შეიმჩნეოდა დეგრადაციები ასეთი აზრი ბევრი წამიკითხავს რუსულ სტატიებში მარა ეგ მაინც მცდარი აზრია. 26-ს არანაერად არ ეტყობა დეგრადაციები 54-თან შედარებით. მექანიზმი იდენტური. 54-ის ბოლო მოდელების და 26 ის ლულები იდენტური. სხვაობა ლულის ჩამკეტშია და რომელი ჯობია მაგაზე კიდე დავა შეიძლება. + ამას 26-ის ნაწილზე დამატებული ეჟექტორი რომელიც ექსპორტის მოთხოვნებს პასუხობდა (მე არ მომწონს მარა ჩემი აზრი აქ ნაკლებმნიშვნელოვანია) და ზამბარიანი წინა სასხლეტი რომელიც მხოლოდ ძვირფას თოფებზე დგება. 26 და 54 ერთი დონის თოფებია და იმის თქმა რომ 26 ზე რაიმე ეკონომია გაკეთდა შეცდომაა. ეკონომიის მიზნით 58 გამოუშვეს რომელიც 43-ს მხოლოდ იმით ჯობია რომ საბჭოთა დროს უშვებნენ უკეთესი ხარისხით. სხვა განსხვავებას მე მათ შორის ვერ ვხედავ. 58 ის ლულის ვითომ საკეტი გინდ ყოფილა და გინდ არა. აკი მოხსნეს კიდეც 43 ზე. თემის ავტორი კი გულს ნუ გაიტეხს. ბოლო ბოლო ღილაკებიანი მობილურის ფასი ექნება გადახდილი )), თავისუფლად ათრევს ყველგან და გამოცდილების მიღებასთან ერთად უკეთეს თოფსაც შეიძენს )). |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 05:14 |