კაკლის მასალის გაყიდვა, ვინ, რამდენად, სად? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კაკლის მასალის გაყიდვა, ვინ, რამდენად, სად? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 717 რეგისტრ.: 4-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბატონო მონადირეებო, ადრე ამავე ფორუმზე სადღაც მახსოვდა, ვიღაც წერდა, რომ იყო კაცი, რომელიც საქართველოში ეძებდა ძველ კაკლის ხეებს, ყიდულობდა მოსახლეობისგან ოფიციალურად, ჭრიდა, საკონდახე მასალა თვითონ მიჰქონდა, დანარჩენი ხე პატრონს რჩებოდა.
თუ იცით ვინმემ იმ ადამიანის საკონტაქტო ინფო? მოკლედ, სიტუაცია არის ასეთი: პაპაჩემის ძველ სოფელში გვაქვს დიდი კაკლის ხეები, რომლებიც ამოსულია 100+ წლის სხვა კაკლის ხის გადანაჭრებზე. ანუ ფესვები და მიწის ზემოთ ესე 3-5 მეტრი არის 100+ წლის კაკლის. ნიადაგი არც ისე რბილია. როგორც ვიცი ცუდ და კლდოვან ნიადაგზე გაზრდილ კაკალს უკეთესი საკონდახე მასალა აქვსო. ჰოდა გვინდა ამ კაკლების მოჭრა და საკონდახე მასალის გაყიდვა (დაბერდნენ უკვე და ვეღარ ისხამენ კარგად + ძალიან დიდებია უკვე და რომ მოტყდეს რომელიმე, სახლსაც თან გაიყოლებს). როგორც ვიცი საკონდახედ კაკალს საკმაოდ რთული გამოსაყვანი პროცედურების გავლა უნდა (თუ ვცდები, მასწავლეთ მეთოდი, გამოვიყვან და ჩემით გავყიდი მერე), რაც არც ისე იოლია ჯამში. რადგან მახსოვდა, რომ ვიღაც ადამიანი არსებობდა, ვინც ასე დაეძებდა კაკლებს, თუ კარგ ფასს იხდის, ვიფიქრეთ, იმას მოვაჭრევინოთ და მივყიდოთო. გამარკვიოთ იქნებ ბატონებო ამ საკითხში ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
საკონდახედ რა სიმაღლე ვარგა მიწიდან? 50 სმ მიწის წემოთ და დანარჩენი ქვემოთ(ბოლქვი) ძირითადად მანდ ამოდის ნახატი. შტამბი ნაკლებად საინტერესოა. ძირითადად სწორხაზოვანია და ფასიც არ აქვს. ისე შეიძლება მანდაც გამოჩნდეს რამე. გააცნია რა გადაიტანა ცხოვრებაში. + ფესვებიც ხომ? არა. ფესვი(რასაც ქვია) კაპიკად არ ვარგა. ჩვეულებრივი ფუტუროა და არ გამოიყენება. ასე რომ თხრით თავს ნუ შეიწუხებ. როცა იჭრება, საკონდახე მასალად, სიგანეზე იჭრება კაკალი თუ სიგრძეზე? სიგრძეზე. სიგანეზე არ გაჭრა..თორემ საკონდახედ აღარ გამოდგება. საკონდახედ ხის გამოყვანის პროცედურა რეალურად რამდენად რთულია? ძალიან რთული პროცედურაა და ხარჯებს მოითხოვს. 1. ბოლქვიანად უნდა წააქციო ხე..თორემ სახერხში ცალკე ძირს არავინ დაგიჭრის. შტამბთან ერთად მაგრდება მარტო ხერხზე. ეგ ნიშნავს..რომ მიწა უნდა შეოუთხარო..ფესვები გადაჭრა და ისე წააქციო. ბევრი შრომა უწევს. მაგის მერე უნდა გარეცხო..რომ ქვა არ შეყვეს..თორემ ხერხის ლენტი შეიზლება გააფუჭოს. თუ გარეცხილს არ მიიტან არ დაგიჭრიან. 2. ეგ მორი უნდა წაიღო სახერხში. მაგას ამწევი კრანი და სატვირთო მანქანა ჭირდება. ფასი შეთანხმებით. 3. განივად დაჭრის ხარჯი. ის მორი მაგრდება სპესიალურ საგორავებზე და განივად ჭრის ფართო ფიცრებად. მაგ დროს უკვე ჩანს გაგიმართლა თუ არა. 4. თუ გაგიმართლა და ნახატი გამოჩნდა იმ ფიცრებში...უკვე ჩვეულებრივ..ცირკულარულ ხერხე აჭრევინებ ნახატის მიხედვით..ოღონდ სიგრძეზე. სიგანეზე გაჭრა გადასაგდებს ნიშნავს. მანდაც ფასი შეთანხმებით. ეხლა მთავარი პრობლემები. არცერთი სახერხი არ მუშაობს თბილისში ამ ეტაპზე. რატომღაც ყველას დაუარეს და დაკეტეს. და მეორეც..შეიძლება უბრალოდ არ გაგიმართლოს და არავითარი ნახატი არ იყოს შიგნით. მაგ ყველაფრის ფასად..ხელში შეგრჩება ფაქტიურად შეშა. მე 2 დიდი ხე საერთოდ მაჩუქეს ამ 1 თვის წინ და ვერაფერს ვერ ვუხერხებ. აქვე დასკვნაც. აი ამიტომ ღირს ნარჩევი მასალა ძვირი. მაგისი მოპოვება არ არის ადვილი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2025 - 03:16 |