კაკლის მასალის გაყიდვა, ვინ, რამდენად, სად? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კაკლის მასალის გაყიდვა, ვინ, რამდენად, სად? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 717 რეგისტრ.: 4-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბატონო მონადირეებო, ადრე ამავე ფორუმზე სადღაც მახსოვდა, ვიღაც წერდა, რომ იყო კაცი, რომელიც საქართველოში ეძებდა ძველ კაკლის ხეებს, ყიდულობდა მოსახლეობისგან ოფიციალურად, ჭრიდა, საკონდახე მასალა თვითონ მიჰქონდა, დანარჩენი ხე პატრონს რჩებოდა.
თუ იცით ვინმემ იმ ადამიანის საკონტაქტო ინფო? მოკლედ, სიტუაცია არის ასეთი: პაპაჩემის ძველ სოფელში გვაქვს დიდი კაკლის ხეები, რომლებიც ამოსულია 100+ წლის სხვა კაკლის ხის გადანაჭრებზე. ანუ ფესვები და მიწის ზემოთ ესე 3-5 მეტრი არის 100+ წლის კაკლის. ნიადაგი არც ისე რბილია. როგორც ვიცი ცუდ და კლდოვან ნიადაგზე გაზრდილ კაკალს უკეთესი საკონდახე მასალა აქვსო. ჰოდა გვინდა ამ კაკლების მოჭრა და საკონდახე მასალის გაყიდვა (დაბერდნენ უკვე და ვეღარ ისხამენ კარგად + ძალიან დიდებია უკვე და რომ მოტყდეს რომელიმე, სახლსაც თან გაიყოლებს). როგორც ვიცი საკონდახედ კაკალს საკმაოდ რთული გამოსაყვანი პროცედურების გავლა უნდა (თუ ვცდები, მასწავლეთ მეთოდი, გამოვიყვან და ჩემით გავყიდი მერე), რაც არც ისე იოლია ჯამში. რადგან მახსოვდა, რომ ვიღაც ადამიანი არსებობდა, ვინც ასე დაეძებდა კაკლებს, თუ კარგ ფასს იხდის, ვიფიქრეთ, იმას მოვაჭრევინოთ და მივყიდოთო. გამარკვიოთ იქნებ ბატონებო ამ საკითხში ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მაგრაამ თუ კაცს მუღამი აქვს რა მუღამი ვეჟოო.. ხე აქვს და იცის..რომ მაგაში შეიძლება კაი პონტი გაიჩითოს. ისე სხვა საქმიანობით არის დაკავებული. თუ მუღამი აქვს კიდე..აჯობებს ეგ ჩემი მწარე გამოცდილება გაითვალისწინოს. წინა კაცი ხომ უკანა კაცის ხიდია. შენი ლაპარაკი კი ცივ წყალს ასხავ და მუღამს უკარგავ კაცს! ცივ წყალს კი არ ვასხხავ.. ვცდილობ ავუხსნა..რომ ქართულად არ მიუდგეს საკითხას(მარტო დადებით მხარეს ხომ ანგარიშობენ ბიზნესში) და გაითვალისწინოს მთელი ის დოზანა..რაც გზაზე დახვდება. ყველა საქმე რისკია და აქაც თუ გარისკავ და გაგიმართლებს შენც ხო იცი რო კაი თანხაზე გახვალ! კაი თანხებზე რომ გადიოდეს ეგ ამბავი..მაგ საქმის მთავარსარდალი დანგრეული 07-ით არ ივლიდა. ეგ ფურცელზე და კალკულატორზე გამოდის ეგრე..თორემ პრაქტიკაში გაცილებით რთულად არის საქმე. ცალიბით რომ გაყიდო.. 8 წელი მოუნდები. რამდენ კაცს ჭირდება როგორ გგონია ძვირიანი საკონდახე მასალა საქართველოში?.. ოპტამ რომ ჩააბარო კიდე... კახეთში უნდა წაიღო და რა ფასში დაგითვლიან მერე ნახავ. შეიძლება დანახარჯი ამოიღო(შეიძლკება ვერც კი)..მაგრამ მოგება იმდენი დაგრჩება..იფიქრებ ნეტა სხვაგან დამეხარჯე ეგ ენერგიაო. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2025 - 01:34 |