კაკლის მასალის გაყიდვა, ვინ, რამდენად, სად? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კაკლის მასალის გაყიდვა, ვინ, რამდენად, სად? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 717 რეგისტრ.: 4-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბატონო მონადირეებო, ადრე ამავე ფორუმზე სადღაც მახსოვდა, ვიღაც წერდა, რომ იყო კაცი, რომელიც საქართველოში ეძებდა ძველ კაკლის ხეებს, ყიდულობდა მოსახლეობისგან ოფიციალურად, ჭრიდა, საკონდახე მასალა თვითონ მიჰქონდა, დანარჩენი ხე პატრონს რჩებოდა.
თუ იცით ვინმემ იმ ადამიანის საკონტაქტო ინფო? მოკლედ, სიტუაცია არის ასეთი: პაპაჩემის ძველ სოფელში გვაქვს დიდი კაკლის ხეები, რომლებიც ამოსულია 100+ წლის სხვა კაკლის ხის გადანაჭრებზე. ანუ ფესვები და მიწის ზემოთ ესე 3-5 მეტრი არის 100+ წლის კაკლის. ნიადაგი არც ისე რბილია. როგორც ვიცი ცუდ და კლდოვან ნიადაგზე გაზრდილ კაკალს უკეთესი საკონდახე მასალა აქვსო. ჰოდა გვინდა ამ კაკლების მოჭრა და საკონდახე მასალის გაყიდვა (დაბერდნენ უკვე და ვეღარ ისხამენ კარგად + ძალიან დიდებია უკვე და რომ მოტყდეს რომელიმე, სახლსაც თან გაიყოლებს). როგორც ვიცი საკონდახედ კაკალს საკმაოდ რთული გამოსაყვანი პროცედურების გავლა უნდა (თუ ვცდები, მასწავლეთ მეთოდი, გამოვიყვან და ჩემით გავყიდი მერე), რაც არც ისე იოლია ჯამში. რადგან მახსოვდა, რომ ვიღაც ადამიანი არსებობდა, ვინც ასე დაეძებდა კაკლებს, თუ კარგ ფასს იხდის, ვიფიქრეთ, იმას მოვაჭრევინოთ და მივყიდოთო. გამარკვიოთ იქნებ ბატონებო ამ საკითხში ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
სქემა ჩემებური:
უთხრი ხეებს ფესვებს,ჩაუჭრი და წააქცევ! გადაჭრი დრუჯბით მთავარ ტანთან და გული გამოჩნდება(ნახევარი დასკვნა გამოტანილია თუ რამხელა შავი გული აქვს!) იღებ ისევ იმ დრუჯბას (სასურველია დიდი სტრელით)და ჭრი ბალვანკებად! ამ დროს უკვე ნათლად ჩანს რა გიჭირავს ხელში! თუ კარგი მასალაა მიგაქვს ავჭალაში და საშრობში აშრობინებ. დანახარჯები: მედრუჯბე ფესვების მოთხრა (ფიზიკური შრომა) გამშრობის მომსახურება ტრანსპორტირება! გაბარიგება: დებ ფორუმებზე და ჰყიდი საქმის კურსში აყენებ მეკონდახეებს ეძებ ექსპორტიორებს და კაი ფასში აბარინგებ მინუსები: დროში გაწელილი პროცესი პლუსები: გაქვს ბევრი და კარგი მასალა და როცა დაგჭირდება შენთვის იხმარ აჩუქებ ძმაკაცს და ახლობელს! გაჰყიდი და დოლორესები გექნება ნელნელა მაგრამ მაინც დანახარჯებს რამდენიმე საკონდახე ნაჭრით ამოიღებ მუღამს გაისწორებ პრაქტიკას მიიღებ რეპორტს გააკეთებ და სხვასაც გაუზიარებ მოკლედ თუ კაცს მუღამი აქვს გააკეთებს მაგ ამბავს!თუ ფორუმებს სდია და ყველას აზრს უსმინა არაფერიც არ გამოუვა!დაულპება ეს ხეები და გაუფუჭდება |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2025 - 01:40 |