კაკლის მასალის გაყიდვა, ვინ, რამდენად, სად? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
კაკლის მასალის გაყიდვა, ვინ, რამდენად, სად? |
Sep 12 2013, 14:23
პოსტი
#1
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 717 რეგისტრ.: 4-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ბატონო მონადირეებო, ადრე ამავე ფორუმზე სადღაც მახსოვდა, ვიღაც წერდა, რომ იყო კაცი, რომელიც საქართველოში ეძებდა ძველ კაკლის ხეებს, ყიდულობდა მოსახლეობისგან ოფიციალურად, ჭრიდა, საკონდახე მასალა თვითონ მიჰქონდა, დანარჩენი ხე პატრონს რჩებოდა.
თუ იცით ვინმემ იმ ადამიანის საკონტაქტო ინფო? მოკლედ, სიტუაცია არის ასეთი: პაპაჩემის ძველ სოფელში გვაქვს დიდი კაკლის ხეები, რომლებიც ამოსულია 100+ წლის სხვა კაკლის ხის გადანაჭრებზე. ანუ ფესვები და მიწის ზემოთ ესე 3-5 მეტრი არის 100+ წლის კაკლის. ნიადაგი არც ისე რბილია. როგორც ვიცი ცუდ და კლდოვან ნიადაგზე გაზრდილ კაკალს უკეთესი საკონდახე მასალა აქვსო. ჰოდა გვინდა ამ კაკლების მოჭრა და საკონდახე მასალის გაყიდვა (დაბერდნენ უკვე და ვეღარ ისხამენ კარგად + ძალიან დიდებია უკვე და რომ მოტყდეს რომელიმე, სახლსაც თან გაიყოლებს). როგორც ვიცი საკონდახედ კაკალს საკმაოდ რთული გამოსაყვანი პროცედურების გავლა უნდა (თუ ვცდები, მასწავლეთ მეთოდი, გამოვიყვან და ჩემით გავყიდი მერე), რაც არც ისე იოლია ჯამში. რადგან მახსოვდა, რომ ვიღაც ადამიანი არსებობდა, ვინც ასე დაეძებდა კაკლებს, თუ კარგ ფასს იხდის, ვიფიქრეთ, იმას მოვაჭრევინოთ და მივყიდოთო. გამარკვიოთ იქნებ ბატონებო ამ საკითხში |
|
|
|
![]() |
Sep 14 2013, 04:00
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
T A M P L I E R
ბევრი შეცდომები გაქვს..აშკარად თეორიას ეყრდნობი.(თანაც საკუთარ ნაფიქრალს) უთხრი ხეებს ფესვებს,ჩაუჭრი და წააქცევ! ამაზე თავი შევიკავე ზემოთ..ვიფიქრე მთლად გული არ გაუსკდესთქო. სინამდვილეში კი ეგრეა. ხე რომ წააქციო...ჯერ ზემოთა ტოტები უნდა ჩამოჭრა. იმასაც მნიშვნელობა აქვს..სად დგას ხე და ხომ არაფერს დააზიანებს ის ჩამოჭრილი ტოტები. ვთქვათ და არაფერს აზიანებს. მაგის ჩამოპჭრას.. დრუჟბიანი კაცი ჭირდება ხეზე.. რასაც ბევრი ვერ რისკავს. არ არის სახუმარო ხეზე აფხოკებულს ხელში დაქოქილი დრუჟბა გეჭიროს. მაგის მერე რომ შემოთხრი... ნუ გგონია ხე თვითონ წაიქცევა. ფესვებ შემოჭრილი ხე..ძლივს დავაწვინეთ ლებიოტკით. ქვემოდან ისეთი ფესვები რჩება..რასაც ვერ მიუდგები შემოთხრისას. ეგ მოჭრა. გადაჭრი დრუჯბით მთავარ ტანთან და გული გამოჩნდება გადაჭრი და დაგრჩება კაკლის ბოლქვი სამახსოვროდ. მარტო ბოლქვს..ვერ ამაგრებენ სახერხზე(ყოველშემთხვევაში რაც თბილისში მოვიძიე ვერსად) ის შტამბი ჭირდება სკობებით დასაჭერად. სხვა შემთხვევაში ჩვენთან ვერ ჭრიან. იღებ ისევ იმ დრუჯბას (სასურველია დიდი სტრელით)და ჭრი ბალვანკებად! სინჯა კახამ ეგ. 1 ხერხის პირი მთლიანად გაანადგურა და 2 ცეპი მიაყოლა მეორე ხერხზე. შედეგი 0. ვერ დაჭრა. რაც მოახერხა..იმაში კიდე არ ჩანდა რა ფაქტურა იყო. ისე იყო დაჯიჯგნილი ზედაპირი..სანამ არ გაასალაშინა ის ჩამონათლები.. ვერ გაიგო რომ არაფერი არ იყო შიგნით. კაკალში ძალიან ხშირად ქვებია ჩახორცებული. მაგარი ხერხის მტერია. კი არსებობს ეგეთი ხერხი..ადგილზე რომ ჭრის..მაგრამ იმას თავისი სადგარები ჭირდება და მთელი ატრიბუტები. მაგ საქმის მთავარსარდალმა 4 000 $ გადაიხადა მაგ ხერხში. ასე რომ ისევ მაგას თუ დააჭრევინებს. სხვაგან ვერ ნახავს. ჩვეულებრივი ხერხით კიდე ვერ დაჭრის. თუ კარგი მასალაა მიგაქვს ავჭალაში და საშრობში აშრობინებ. საშრობში გამშრალი მასალა არ ვარგა. კი წავა..მაგრამ მხოლოდ წავა და არა კარია. ბუნებრივად უნდა გაშრეს. ბნელ და ჰაერგამდინარე ადგილას. მზეც არ მოსულა.ყველაზე უფასო კაკრას ეგ არის. დებ ფორუმებზე და ჰყიდი რიგს ვინც მოაწესრიგებს..მაგისი ანაზღაურება მიათვალე?.. საქმის კურსში აყენებ მეკონდახეებს ყველას კიდია. თავისას აბარიგებენ და იმიტომ. მაგათმა დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს..რომ ეგ უფრო მომგებიანია. ეძებ ექსპორტიორებს და კაი ფასში აბარინგებ ვაგლახ... ეგ მთავარსარდალსაც კი დაეკეტა.. მგონი 400 ხე დარჩა მოუჭრელლი და ვანომ მაგ ერთი ხით რა ექსპორტიორი უნდა ნახოს ნუ გადამრიე კაცო. მსხვილი ფირმები აზიან მაგას და კონტრაქტები მარტო იმათ აქვთ. ვანოს შეუძლია მაქსიმუმ მაგათ ჩააბაროს. თანაც იმ ფასად..რაც თვითონ იმათ უჯდებათ. დაჭრა და ხის პოვნა არც იმათ ეშლებათ. ეგ კი არადა პირდაპირ მორებს იბარებენ..მოჭრაც ეზარებათ უკვე. მინუსები: დროში გაწელილი პროცესი აქ უნდა დაგეწერა ბევრ დროში გაწელილი. გაქვს ბევრი და კარგი მასალა და როცა დაგჭირდება შენთვის იხმარ ეს მართალია. მრავალი თაობა გეყოფათ ვანო. მაგდენ უკონდახო თოფს რა შეიძენს ეგ მასალა რომ გახარჯო. აჩუქებ ძმაკაცს და ახლობელს! ესეც მართალია.. 7-8 ცალს მე ვიჩუქებ თუ რამეა. გაჰყიდი და დოლორესები გექნება ნელნელა მაგრამ მაინც მაგას ჯობია ეგ დანახარჯი ბანკში დადო ანაბარზე. მეტს მოიგებ მაგ დროში და უშრომელად. დანახარჯებს რამდენიმე საკონდახე ნაჭრით ამოიღებ ეგ ლატარიის პონტია. მაგარი გამართლების შემთხვევაში მართლა შეიძლება ამოიღო 4-5 მასალით. მაგრამ 4-5 მეხუთე კატეგორია..ერთ ხეში ძალიან სუპერხე უნდა იყოს რომ ამოვიდეს. მაგ ფესვებში ძირითადად მესამე კატეგორიაა ადგილ-ადგილ აქვს მეხუთე. პატარა მონაკვეთები. თუ საერთოდ იქნა. პრაქტიკას მიიღებ მაგაში ეჭვიც არ მეპარება. სხვასაც გაუზიარებ მე რომ ვუზიარებ ხო მიჯერებ რაა... |
|
|
|
Power_VANO კაკლის მასალის გაყიდვა Sep 12 2013, 14:23
ჭალიმგელა გადავრეკავ აბა, რა... Sep 12 2013, 14:25
T A M P L I E R ტერიტორიულად სად ა... Sep 12 2013, 15:09
Power_VANO მადლობა ბიჭებო!
ტ... Sep 12 2013, 15:27
T A M P L I E R რაჭიდან მეეჭვება რ... Sep 12 2013, 15:31
Power_VANO ახლო მომავალში რომ... Sep 12 2013, 15:48
T A M P L I E R Power_VANO
საკონდახეთ ყვ... Sep 12 2013, 16:23
Power_VANO T A M P L I E R
ციტატა(nika @ 12... Sep 12 2013, 17:21
T A M P L I E R ციტატა(Power_VANO @ 12th Septembe... Sep 12 2013, 18:32
ლეონ-ბლექი ციტატა(Power_VANO @ 12th Septembe... Sep 12 2013, 23:35
T A M P L I E R მოტივატორი
http://forum.guns.r... Sep 13 2013, 00:43
Davitus სწორად დაწერა ლევა... Sep 13 2013, 00:49
T A M P L I E R პროფის რა გითხრა მ... Sep 13 2013, 00:54
ლეონ-ბლექი ეგ კი არის მოტივატ... Sep 13 2013, 01:04
T A M P L I E R ლევან ზოგადად დიდი... Sep 13 2013, 08:44
ლეონ-ბლექი ციტატა(nika @ 13th September 2013... Sep 13 2013, 13:31
T A M P L I E R სქემა ჩემებური:
უთ... Sep 13 2013, 13:45
T A M P L I E R ისე ბევრი რაღაც შე... Sep 14 2013, 07:49
ლეონ-ბლექი ციტატა(nika @ 14th September 2013... Sep 14 2013, 11:53
Bone რამდენი გიწერიათ თ... Sep 14 2013, 12:15
Davitus დაუჯერეთ ლეონ ბლექ... Sep 14 2013, 14:03
გრიზლი უნდა დაიჭრას ვერტი... Sep 30 2014, 18:25
ლეონ-ბლექი ციტატა(grizli @ 30th September 20... Oct 1 2014, 00:25
ძირულა სალამით. მე ვიცი ერ... Oct 1 2014, 19:27![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th November 2025 - 02:17 |