გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებები |
Sep 17 2013, 20:03
პოსტი
#1
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 35 რეგისტრ.: 7-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებებია
20:18 17-09-2013 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებებია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, მოსახლეობის წინადადებების გათვალისწინებით და ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, ცვლილებებია ტერიტორიების, ვადების, მოსაპოვებელი ინდივიდების სახეობების რიცხვის გაზრდის და თითოეული სახეობისთვის მოპოვების დღიური ლიმიტების განსაზღვრის კუთხით. კერძოდ, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე მრავალი მცირე თუ დიდი წყალსატევის უმეტესობა ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა მდებარეობს და ზამთრისთვის იყინება, რის გამოც ფრინველები ამ ადგილებს ტოვებენ, ხოლო შემოდგომის დასაწყისში ამ ტერიტორიებზე ადგილობრივი მობუდარი და მიმომფრენი ფრინველების კონცენტრაცია ხდება, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ამ ტერიტორიებზე გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობის დაწყებისა და დასრულების ვადის ცვლილება და ამ ვადის დადგენილთან შედარებით ადრე გადმოწევა. შესაბამისად, ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე სანადირო სეზონი 10 სექტემბერიდან 10 ნოემბრამდე განისაზღვრა, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ნადირობის დადგენილი ვადა არ იცვლება და განსაზღვრულია 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ მარტამდე. ცვლილების თანახმად, სანადირო ობიექტებად დამატებით განისაზღვრა შემდეგი სახეობის გადამფრენი წყალმცურავი ფრინველები: კუდსადგისა იხვი, თეთრშუბლა იხვი, დიდი თეთრშუბლა ბატი, წითელთავა ყვინთია, ქოჩორა ყვინთია. ასევე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გადამფრენ წყალმცურავ ფრინველთა დღიური მოპოვების განსხვავებული ოდენობების დადგენა, სახეობებისა და ნადირობის ტერიტორიების მიხედვით, ნაცვლად ფიქსირებული დღიური მოპოვების ოდენობისა (ყველა სახეობის წყალმცურავი ფრინველის საერთო რაოდენობა 8 ცალი). სხვა (არა წყალმცურავ) ფრინველებთან დაკავშირებით, ნადირობის წესები არ შეცვლილა. აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს საიტზე. |
|
|
|
![]() |
Sep 18 2013, 13:50
პოსტი
#2
|
|
|
ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
kupra
ჯერ არაფერი არ ისმის მტაცებლებთან დაკავშირებით. იმედია მალე მაქეთა მხარესაც მიხედავენ. |
|
|
|
arkip გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებები Sep 17 2013, 20:03
rezident სხვა პრობლემა ვერა... Sep 17 2013, 20:07
HUNTER FREDY მდააააა ესეც კაარ... Sep 17 2013, 20:36
general გადასარევია. თანდა... Sep 18 2013, 10:13
kupra მტაცებელზე არ დაუშ... Sep 18 2013, 12:26
ჭაღარა მშვენიერი ცვლილებ... Sep 18 2013, 16:07
თაზო ვააა, მაგარი ინფოა, ... Sep 18 2013, 23:44
ლეონ-ბლექი ციტატა(arkip @ 17th September 201... Sep 19 2013, 03:54
Bone ციტატა(levani @ 19th September 20... Sep 19 2013, 06:21
PINKY მაინტერესებს თუა ს... Dec 20 2015, 20:48
Abeli ციტატა(PINKY @ Dec 20 2015, 21... Dec 24 2015, 17:16
ნოსო ფოთში შესაძლებელი... Dec 20 2015, 23:29
megreli ციტატა(PINKY @ 20th December 2015... Dec 21 2015, 00:06
ჯოლა ციტატა(megreli @ Dec 21 2015, 01... Dec 21 2015, 02:02
უიარაღო ეს თემა რომ "ამოტ... Dec 24 2015, 18:13
Davitus უიარაღო
ახლა მაგი... Dec 25 2015, 11:08
gocha311 კითხვა მაქვს გარემ... Nov 9 2016, 14:58
ზახარა gocha311
ლინკი დადე სად ... Nov 9 2016, 18:15
gocha311 ზახარ პრინციპში მე... Nov 11 2016, 12:39
berua ბარეთი წალკის რიონ... Nov 11 2016, 13:54
ზახარა gocha311
ბარეთი ვიცი წა... Nov 11 2016, 16:48
gocha311 მადლობათ..ცოტა თEმა... Nov 11 2016, 22:55![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th December 2025 - 14:52 |