გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებები
arkip
პოსტი Sep 17 2013, 20:03
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 35
რეგისტრ.: 7-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებებია
20:18 17-09-2013
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებებია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, მოსახლეობის წინადადებების გათვალისწინებით და ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებები შეიტანა.
კერძოდ, ცვლილებებია ტერიტორიების, ვადების, მოსაპოვებელი ინდივიდების სახეობების რიცხვის გაზრდის და თითოეული სახეობისთვის მოპოვების დღიური ლიმიტების განსაზღვრის კუთხით.
კერძოდ, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე მრავალი მცირე თუ დიდი წყალსატევის უმეტესობა ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა მდებარეობს და ზამთრისთვის იყინება, რის გამოც ფრინველები ამ ადგილებს ტოვებენ, ხოლო შემოდგომის დასაწყისში ამ ტერიტორიებზე ადგილობრივი მობუდარი და მიმომფრენი ფრინველების კონცენტრაცია ხდება, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ამ ტერიტორიებზე გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობის დაწყებისა და დასრულების ვადის ცვლილება და ამ ვადის დადგენილთან შედარებით ადრე გადმოწევა.
შესაბამისად, ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე სანადირო სეზონი 10 სექტემბერიდან 10 ნოემბრამდე განისაზღვრა, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ნადირობის დადგენილი ვადა არ იცვლება და განსაზღვრულია 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ მარტამდე.
ცვლილების თანახმად, სანადირო ობიექტებად დამატებით განისაზღვრა შემდეგი სახეობის გადამფრენი წყალმცურავი ფრინველები: კუდსადგისა იხვი, თეთრშუბლა იხვი, დიდი თეთრშუბლა ბატი, წითელთავა ყვინთია, ქოჩორა ყვინთია.
ასევე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გადამფრენ წყალმცურავ ფრინველთა დღიური მოპოვების განსხვავებული ოდენობების დადგენა, სახეობებისა და ნადირობის ტერიტორიების მიხედვით, ნაცვლად ფიქსირებული დღიური მოპოვების ოდენობისა (ყველა სახეობის წყალმცურავი ფრინველის საერთო რაოდენობა 8 ცალი).
სხვა (არა წყალმცურავ) ფრინველებთან დაკავშირებით, ნადირობის წესები არ შეცვლილა.
აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს საიტზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ჭაღარა
პოსტი Sep 18 2013, 16:07
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 23-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



მშვენიერი ცვლილებებია... მეც იმედს ვიქონიებ, რომ უფრო მეტად დაიხვეწება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- arkip   გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებები   Sep 17 2013, 20:03
- - rezident   სხვა პრობლემა ვერა...   Sep 17 2013, 20:07
- - HUNTER FREDY   მდააააა ესეც კაარ...   Sep 17 2013, 20:36
- - general   გადასარევია. თანდა...   Sep 18 2013, 10:13
- - kupra   მტაცებელზე არ დაუშ...   Sep 18 2013, 12:26
- - ilariona   kupra ჯერ არაფერი არ ი...   Sep 18 2013, 13:50
- - ჭაღარა   მშვენიერი ცვლილებ...   Sep 18 2013, 16:07
- - თაზო   ვააა, მაგარი ინფოა, ...   Sep 18 2013, 23:44
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(arkip @ 17th September 201...   Sep 19 2013, 03:54
- - Bone   ციტატა(levani @ 19th September 20...   Sep 19 2013, 06:21
- - PINKY   მაინტერესებს თუა ს...   Dec 20 2015, 20:48
|- - Abeli   ციტატა(PINKY @ Dec 20 2015, 21...   Dec 24 2015, 17:16
- - ნოსო   ფოთში შესაძლებელი...   Dec 20 2015, 23:29
- - megreli   ციტატა(PINKY @ 20th December 2015...   Dec 21 2015, 00:06
|- - ჯოლა   ციტატა(megreli @ Dec 21 2015, 01...   Dec 21 2015, 02:02
- - უიარაღო   ეს თემა რომ "ამოტ...   Dec 24 2015, 18:13
- - Davitus   უიარაღო ახლა მაგი...   Dec 25 2015, 11:08
- - gocha311   კითხვა მაქვს გარემ...   Nov 9 2016, 14:58
- - ზახარა   gocha311 ლინკი დადე სად ...   Nov 9 2016, 18:15
- - gocha311   ზახარ პრინციპში მე...   Nov 11 2016, 12:39
- - berua   ბარეთი წალკის რიონ...   Nov 11 2016, 13:54
- - ზახარა   gocha311 ბარეთი ვიცი წა...   Nov 11 2016, 16:48
- - gocha311   მადლობათ..ცოტა თEმა...   Nov 11 2016, 22:55


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2025 - 01:42