......ვოიაჟი ელადაში....., თბილისი-ათენი-თბილისი გადის მესამე ლიანდაგიდან..... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
......ვოიაჟი ელადაში....., თბილისი-ათენი-თბილისი გადის მესამე ლიანდაგიდან..... |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
თბილისი-ათენი-თბილისი
1.მანძილი: დაახლოვებით 2500 კილომეტრი 2.გასავლელი საზღვრები: საქართველო-თურქეთი, თურქეთი-საბერძნეთი 3.სამგზავრო დრო: დაახლოვებით 55 საათი (ავტობუსით) 4.ენა: ბერძნული, ცოტა ინგლისური, ცოტა ოღონდ........ ზოგმა საერთოდ არ იცის ინგლისური, ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი, გიკვირთ ხოო შუა ევროპაში და ინგლისური არ იცოდე........... მეც მიკვირს.......... 5.დროის ცდომილება: -1 საათი 6.ხალხი: ოდნავ გამოყლიავებული, მაგრამ გართობა იციან, ვერაფერს იტყვი, სამაგიეროდ 1 ჭიქა ღვინოზე შეუძლიათ დილამდე იქეიფონ და თქვან: აუ გუშინ რამდენი დავლიეეეეე......... რამდენი- რომ კითხავ, გიპასუხებს: 1 ბოთლი ღვინო, 7-მა კაცმაო, შენ კიდევ ეტყვი, ხოოოო ჩამხრჩვალხართ ძმაო რა გინდა-ო??..... ![]() ![]() ![]() 7.სამუშაო საათები: დილის 9-დან შუადღის 2-მდე და საღამოს 5-დან 9-მდე, არის დღეები, მაგალითად (თუ არ ვცდები)ორშაბათი, ოთხშბათი და პარასკევი როცა არ მუშაობენ 5-დან, 9-მდე 8.ათენი: ძალიან დიდი, აი ძალიან დიდი, გუგლში რომ ვნახულობდი ვიცოდი რომ დიდი იყო, მაგრამ ასეთი დიდიც თუ იქნებოდა, ვერ წარმომედგინა, ცენტრიდან 40 კილომეტრი მივდიოდი სახლში და ისევ ათენში ვიყავი........... ,,ჩიორტ ევო ზნაეტ??,,....... ![]() ![]() ![]() ![]() 9.სამზარეულო: გადასარევი, უბრალოდ უმარილო უყვართ სალათები - ნაირ-ნაირი, მაგარ ხოდშია სუვლაკები- ჩვენებურად მწვადი, მაგრამ პატარა ხის ჩხირებზეა აგებული გირო- შაურმის პონტშია, მაგრამ იმაში კარტოფილი აქვთ დამატებული და სხვანაირად შეხვეული 10.სპირტიანი სასმელი: სამეგრელოში უკეთეს ღვინოს აკეთებენ დამერწმუნეთ, დასპირტული, რაღაც საშინელება, მეორე დღეს 2 თავი გაქვს წინა ღამით დალეულ ერთ ბოთლზე......... არ ვუწევ რეკომენდაციას....... ხიხია........ 11.გართობა: ძირითადად შაბათ დღეს იციან, მთელი კვირა ვირებივით მუშაობენ და შაბათს გრიალობენ, კვირას პახმელიაზე გამოდიან, აბა 1 ჭიქა ღვინოს ეხუმრებით? დალევა ხომ უნდა? ათენში არის უბანი გაზი (რატომ გაზი დღემდე ვერ ვხვდები, მაგრამ შეგიძლიათ გადაიკითხოთ მეექვსე პუნქტი დ დაახლოვებით მიხვდებით ![]() ![]() ![]() ![]() 12.პატრიოტები: არიან თავის ამბავში, იშვიათად შეხვდები ინგლისურენოვან წარწერებს, ძირითადად გზის მანიშნებელ ტრაფარეტებზე 13.მოძრაობა: ქალაქში მაგრად გაზაობენ განიერ ქუჩებზე, დაახლოვებით 80კმ/სიჩქრით დადიან, საშინელი საცობებია, მაგრამ მხოლოდ ტრანსპორტის სიმრავლის ხარჯზე, არ გეგონოთ რომ დაარღვიონ მოძრაობის წესები, წითელი წითლობს, უამრავი მოტოციკლი დადის საშინელი გრუხუნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი: ავტობუსი, მეტრო, ტროლეიბუსი და ,,ნავაროჩენი,, ტრამვაი, მაგრამ ყველა უბანში არ დადის, ბილეთები იყიდება სპეციალურ ჯიხურებში, მაგრამ მხოლოდ იმ მარშრუტის სადაც გაივლის ესა თუ ის მარშრუტი, მინიმალური ფასი-- 1 ევრო, ახვალ ავტობუსში, შეყოფ რაღაც ყვითელ ყუთში, დაგიბეჭდავს და გამაიღებ, აი ,,ნუ პაგაძიში,, რომ არის, მგელს რომ ჩააბეჭდინებს ბეჰემოტი ისე რაა, არის საათნახევრიანი ბილეთებიც, ანუ რომ დაბეჭდავ ამ ბილეთს, იმგზავრებ საათნახევრის განმავლობაში ავტობუსით, მეტროთი, ტროლეიბუსით და მგონი ტრამვაითაც, ისეც შეიძლება რომ არ დაბეჭდო, არავინ შენი პატრონი არ არის, მაგრამ ვაი და ამოვიდა ქალბატონი კონდუქტორი, მაგარი დარხეული გაქვს, 60 ევრო ზურგზე აკიდებული და თუ საბუთი არ გაქვს, ეგრევე- დეპოორტ...... მეტროს ვაგონებში კონდიცირება და ძალიან მინიმალური ხმაური, ჩვენ ვაგონებს კი არ გვანან, ბრახაბრუხით რომ დადიან და გარეთ რომ გამოხვალ, რომ არაფერი გესმის, უი ქალბატონო დაბრძანდით-- არ მოსულა, იჯექი მანამ, სანამ ერთი ადგილი არ გეტკინება, შენ ხომ ამ ადგილისთვის 1 ევრო გადაიხადე? ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოკლედ წავედით, თუ რამე გამახსენდება, დროდადრო დავწერ კიდევ.............
სარფი....... ![]() ![]() უპრობლემოდ გადავედით თურქეთში, რასაც ვერ ვიტყვი შემოსვლაზე......... ![]() ![]() ეს ავტობუსში, აქედან სულ ცუმპა-ცუმპათი ვიარეთ, კონიაკი და მერე მტავალჟამიერი, მერე ჯოკერი, მერე ისევ კონიაკი და მრავალჟამიერი, კარგი სასტავი შევიკრიბეთ........... ![]() ვუახლოვდებით სტამბულს......... ![]() ![]() ![]() და აი ისიც, თვით სრუტე დამაკავშირებელი ევროპის და აზიისა......... ![]() ![]() ![]() ესეც თურქი ვირი ჭაპანგაწყვეტილი ოჯახით.......... ![]() მიყვარს ჩაი............. ![]() ![]() ![]() ესეც საბერძნეთი-თურქეთის საზღვარი........... ![]() კარგი რამე კი იყო.......... ![]() ![]() საწყალი, არა და სულ რაღაც 2 წუთის წინ ცოცხალი იყო, სამსახურიდან ბრუნდებოდა და ავტობუსი დაეჯახა........... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ესეც უკვე საბერძნეთი.............. ![]() ![]() ![]() მიყვარს აბსტრაქცია.......... ![]() ომონია, ქართველების შეკრების ადგილი, რა ტიპაჟსაც გინდა, იმ ტიპაჟს იპოვნი, ცალხელას, ელამს, ბრმას, კოჭლს, ქლიავს, ჭკვიანს, დეგენერატს, პიანისტს, მძღოლს, მეწაღეს და პროგრამისტსაც კი............... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ნაბეღლავი იქაც უყვართ აბააა??......... ![]() ![]() მოდით ეხლა პატარა გავირონიოთ ათენის ქუჩებში............. მონასტირიაკი, აქაც ბლომად ტიპაჟები დასეირნობენ, თან მაგრები............ ![]() მაგალითად ასეთი................. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ესეც მეტრო, თავისი კონდიცირებული ვაგონებით, ქე რომ უი ქალბატონო დაბრძანდით--არ მოსულა და შეგიძლია იჯდე სკამზე, სანამ ერთი ადგილი არ გეტკინება........ ![]() ![]() ![]() ![]() ესეც ღამის ათენი........... ამ ქუჩიდან 40 კილომეტრს ვმგზავრობდი სახლამდე ანუ ბოლო გაჩერება იყო და მაინც ათენში ვიყავი, გადავირიე კაცი რააა........... ![]() ![]() ![]() ![]() აქ თუ რამეს გაარჩევთ ნაწერს, ცუდი არაფერი იფიქროთ, სადაზღვევო კომპანიაა და მასე ჰქვია......... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ეს იმ 40 კილომეტრს რომ გავივლიდი და სახლში რომ მივიდოდი, ასეთ პლიაჟზე გავდიოდი, ასეთ სუფთა წყალში.......... ![]() თევზიც კი ჩანდა.............. ![]() ![]() ![]() ![]() მოდით ეხლა წავიდეთ ნავპაქტოში, სადაც ძირითადად ვიყავი და მერე ისევ ათენს დავუბრუნდეთ........... ეს გზად.......... ![]() ეს ხიდი დაახლოვებით, 4 კილომეტრია, ამ ხიდის შემდეგ არის ქალაქი პატრა საიდანაც შეგიძლიათ იტალიაში გასცუროთ გემით, ქალაქ ბარისკენ........... ![]() ![]() ქალაქი ანტირიო, ხიდისძირია რაა............ აქაც პატარა პორტია საიდანაც შეგიძლიათ გასცუროთ......... გასცუროთ......... გასცუროთ ჯანდაბისკენ რა ვიცი მეე??............ მაგრამ ჯანდაბაში გასაშვები ხალხი არ ხართ თქვენ............ მოკლედ ქალაქი ანტირიოს პორტი........... ![]() ![]() ![]() ქალაქ ანტირიოს ეკლესია........... ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th September 2025 - 16:32 |