ბიგლი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ბიგლი |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
![]() მხიარული და ენერგიული , პატრონის ერთგული მომცრო ზომის ძაღლი, ერთნაირად მოალერსეა როგორც ადამიანების მიმართ ასევე მეზობლად მცხოვრები სხვა ცხოველების მიმართებაში. ბიგლის მელოდიური ყეფა ყველაზე ხშირად ნადირობისას შეიძლება გაიგონოთ. ბიგლი ერთ ერთი ყველაზე მომცრო ტანის მქონე მდევარია, მაგრამ ყველა ღირსებით დაჯილდოვებულია რაც , მის დიდ მონათესავე ჯიშებს ახასიათებს. უძველესი ჯიშია, საუკუნეების განმავლობაში მონადირის შრომისმოყვარე დამხმარეა. ბიგლის თაობაზე ცნობებს პირველად ვხდებით 1475 წელს. ბიგლების ხროვა, მხედარ ან ქვეით მონადირეებთან ერთად მიერეკებოდნენ კურდღლებს უხსოვარი დროიდან. ამ მიზნით იქნა კიდევაც შეყვანილი აშშ-ი ბიგლის ჯიშის ძაღლები. ![]() ბიგლი ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში, როგორც მონადირე, უამრავი სახეობის გარეულ ცხოველზე: პოპულარულია ტურაზე სანადიროდ სუდანში და პალესტინაში, ტახზე შრილანკაში, აშშ-ი და კანადაში ხშირად იყენებენ კვალზე სამუშაოდ. იშვიათად მონადირებული ფრინველის აპორტირებისთვისაც კი გამოიყენება წარმატებით. ბიგლები ხშირად მონაწილეობენ მდევრების საველე სეჯიბრებში. ![]() ბიგლის ეს საოცარი და ერთი შეხედვით ალერსის ეტალონი ლეკვები, ერთ მშვენიერ დღეს თავიანთი წკრიალა ხმით და მთელი ენერგიით გამოედევნებიან გარეულ კურდღელს...... ჯოან პალმერი. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 433 რეგისტრ.: 12-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჩემი რჩევაა მეგობარო თუ სანადიროდ გინდა ჩვენ კლუბს უნდა მიაკითხო და გეტყვიან თუ ჰყავთ აღრიცხვაზე რაიმე ხვადი.დანახვით მეც მინახავს მრგვალ ბაღში ვიღაც მანდილოსანს ჰყავდა ორი ხვადი.რამდენად მართალია არ ვიცი იტალიაში ვიყიდე და თითოში აღარ მახსოვს რამოდენიმე ათასი ევრო გადავიხადეო.მე მგონი ბიგლების უმეტესობა დეკორატიულ ძაღლებად ჰყავთ და არა მგონია მათ საუკეთესო სანადირო თვისებები შენარჩუნებული ჰქონდეთ.წინა პოსტში რო დავწერე ჩეხოსლოვაკიიდან ჩამოყვანილი ბიგლების შესახებ ისინი ნადირობით კარგად ნადირობდნენ ოღონდ ხმები ჰქონდათ უხეში და ორიენტაციის უნარი საერთოდ არ ჰქონდათ.რა თქმა უნდა ერთეული ძაღლების მაგალითზე ზოგადად ჯიშზე საუბარი არასწორია მაგრამ მე რაც ვნახე იმას მოგახსენებთ.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2025 - 12:32 |