პირველი შეჯიბრი ოფიციალური წესებით, compak sporting |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პირველი შეჯიბრი ოფიციალური წესებით, compak sporting |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით !
ბევრისათვის უკვე კარგად ნაცნობი სიახლე , სასტენდო სროლასთან დაკავშირებით უკვე ფართო მაშტაბურ სახეს იღებს. გენერალურად აღდგენილი თბილისის სასროლეთი აქტიურ მოღვაწეობას იწყებს. ამა წლის 12 ოქტომბერს თბილისის სასროლეთმა, სროლის ეროვნულმა ცენტრმა, ახალაშენებულ კომპაკ სპორტინგის მოედანზე უმასპინძლა, საქრთველოს სპორტის ისტორიაში პირველ ოფიციალურ კომპაკ სპორტინგის შეჯიბრს . შეჯიბრი იყო აბსოლუტურად ყველა ნორმის დაცვით, ყველა წესის გათვალისწინებით კომპაკ სპორტინგში ( FITASC - ის წესების მიხედვით.) მონაწილეობა მიიღო არა სპორტსმენმა მსროლელებმა. კერძოდ მონადირეებმა და ქლეი შუთინგის მოყვარულმა საზოგადოებამ. შეჯიბრი გაიმართა 50 ქულიანი ფორმატით. შეჯბრი დაიწყო 11:00 -ზე კენჭისყრის შედეგად პირველი პოზიციაზე გავიდა თქვენი მონა მორჩილი (სხვათაშორის არც თუ სასიამოვნოა პირველი გასროლები სპორტის ამ სახეობაში) ![]() ![]() სროლა დიდი ემოციიით უდიდესი სიხარულის ფონზე დავიწყე, მაგრამ გასაოცარი შედეგი ნადმვილად არ მიჩვენებია. მეორე ნომრად ისროდა ზაზა კაკუბავა, ადამიანი ვინც მეორე სუნთქვა ჩაურთო ქართულ ქლეი შუთინგს დღეს დავფიქრდი იმაზე რომ ბედმა ნომერი 1 მარგუნა სპორცმენებს შორის.... ![]() ![]() ზაზა საკმაოდ შედეგიანად იდგა ნომერზე. მესამე სასროლ პოზიციაზე , სასროლ ჩარჩოში შევიდა ჩვენიკლუბის წევრი და შესანიშნავი ადამიანი ზურა ეზიეშვილი იგივე "ძამა" ![]() "ტანმორჩილ" ძამას გაუჭირდა ჩარჩოებში კოფორტულად დგომა, მაგრამ ამას მისთვის დიდად ხელი არ შეუშლია სროლაში ![]() პარალელურად , მეოთხე სასროლ ნომერზე შევიდა გია ჭიჭინაძე იგივე ჭიჭი" ![]() გია არ იმყოფებოდა საუკეთესო ფორმაში მას შემდეგ, პარალელურად, მეხუდე სასროლ პოზიციაზე იდგა ვეტერანი მსროლელი, მონადირე და სასიამოვნო პიროვნება გივი ქვათაძე ![]() საკმაოდ შედეგიანად ისროლა... პირველი სერიის შემდგომ ცხადია ნომრებზე შევიდნენ მეორე გუნდის წევრები პირველი პოზიციაზე დადგა გოგა ლომიძე. ![]() მშვენივრად ისროდა მაგრამ შიგა და შიგ ცხარობდა .... მეორენომერზე დადგა ჩვენთვისკარგად ნაცნობი გიორდი ვარდოსანიძე. არაოფიციალურ შეჯიბრებში გამარჯვებული მაგრამ ამ შეჯიბრზე არადამჯერებლად გამოიყურებოდა ![]() ![]() შემდეგ გახლდათ კახა სიხარულიძე. ერთი ვირტუოზული სროლისმომენტი გვაჩუქა შეჯიბრზე ![]() მორიგი სპორცმენი წარდგა ჩვენს წინაშე დავით იმედაშვილი, ქლეი შუთინგის დიდი მოტრფიალე ![]() ![]() ბოლო ნომრად მეორე გუნდში , ასპარეზობდა გირგი ალავიძე, რომელმაც გასაოცარი შედეგი აჩვენა, ადამიანმა რომელაც პირველად თიხის სამიზნეს ესროლა რამდენიმე დღის წინ ![]() ![]() პირველი სერიის შემდეგ დაფიქსირებული შედეგები: ელერჯია - 16 კაკუბავა - 15 ეზიეშვილი - 16 ჭიჭინაძე - 14 ქვათაძე - 13 ლომიძე - 15 ვარდოსანიძე - 9 სიხარულიძე - 15 იმედაშვილი - 15 ალავიძე - 14 მეორე სერია ჩვეული რიგითობით დაიწყო, პირველი პოზიციაზე გავიდა თქვენი მონა მორჩილი ![]() კაკუბავა ![]() ეზიეშვილი ![]() ჭიჭინაძე ![]() ქვათაძე ![]() მეორე გუნდიდან პირველი ისევ ლომიძე ![]() ვარდოსანიძე ![]() სიხარულიძე ![]() იმედაშვილი ![]() ალავიძე ![]() ორი სერიის შემდეგ შედეგები ელერჯია - 30 კაკუბავა - 34 ეზიეშვილი - 34 ჭიჭინაძე - 30 ქვათაძე - 26 ლომიძე - 33 ვარდოსანიძე - 18 სიხარულიძე - 33 იმედაშვილი - 28 ალავიძე - 28 გაირკვა 6 ფინალისტის ვინაობა: კაკუბავა. ეზიეშვილი. სიხარულიძე. ლომიძე ჭიჭინაძე. ელერჯია. გადასროლა გაიმართა 10 სამიზნით. მესამე ნომრის პროგრამით. გადასროლის დროს მსროლელები თითქოს ერთბასად დაიბნენ და აღელვდნენ, რაც აისაცა მათ შედეგებზეც.... საფინალო სროლის შედეგები : ელერჯია 9 + 8 ეზიეშვილი 8 + 5 ლომიძე 5 + 6 კაკუბავა 6 +4 სიხარულიძე 5 + 4 ჭიჭინაძე 3 + 6 მესამე დაგილი მალევე გაირკვა, გოგა ლომიძემ ფინალში დაგროვილი ქულებით ჩამოიტოვა მეტოქე და დაეუფლა მესამე საპატიო ადგილს. ჩემი და ძამას დუელმა არც თუ ცოტა ხანი გასტანა. ოთხი პროგრამა ერთ ნომერზე ! ზურას საუკეთესო შედეგის მიუხედავად ფინალში გარკველი სეცდომები დაუშვა,დაღლილობამაც თავისი ქნა, დამუხტულ ფინალურ ატმოსფერო საუბარიც არ მინდა. მეორე საღამოა ვერ აღვიდგინე ენერგია.... მოკლედპირველ სერიაში დავაგროვეთ : მე 9 ქულა ძამამ 8 ქუა მეორე სერიში ძამამ 5 ქულა მე კი 8 ქულა ელერჯია 9+8 ეზიეშვილი 8+5 ეს იყო უდიდესი დღე, სიხარული უსახღვრო,ემოციები ზღვა, მოგონებები დაუვიწყარი მე გავხდი პირველი კომპაკსპორტინგის შეჯიბრის გამარჯვებული კომპაკ სპორტინგში , ეს მხოლოდ სიზმარში თუ შეიძლებოდა მენახა. მადლობა ბატონ ზაზა კაკუბავას........ ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 809 რეგისტრ.: 23-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: გორი ![]() |
ყოჩაღ ბონე. ძალიან გამიხარდა ასეთი შეჯიბრი რომ მოეწყო და წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th May 2025 - 01:55 |