YAVUZ - 16 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
YAVUZ - 16 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,664 რეგისტრ.: 8-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
"YAVUZ -16" არის BERETA -92 ის თურქული კლონი. მისი მწარმოებელი კომპანია -GIRSAN GUNS- შეიქმნა 1994 წელს. YAVUZ 16 გაყიდვაში ჩაუშვეს 1995 წელს. -GIRSAN GUNS- ცნობილია როგორც ხარისხიანი მწარმოებელი. მოპოვებული აქვს - ISO 9001-2000 - ასევე ATF Form 4590 . YAVUZ 16 ით შეიარაღებულია თურქეთის თავდაცვის და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროები. ასევე ნატოს შემადგენლობაში მყოფი რამდენიმე სახემწიფო.
![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
Shooter
ნამდვილად არ ვარ იარაღმცოდნე და მხოლოდ დილეტანტის პოზიციიდან ვსაუბრობ ხოლმე ამ საკითხზე, მაგრამ ჩემი რწმენით, თურქულ პისტოლეტებზე ზუსტად იგივე დამოკიდებულებაა, რაც თუნდაც 5 წლის წინ იყო თურქულ გლუვლულიანებზე. თურქულ თოფებს აგინებდა ძალიან ბევრი ის ფორუმელიც, რომელიც დღეს ასეთი თოფის (ების) მფლობელია. ეს განაპირობა ორმა ფაქტორმა: 1. ყოველივე საბჭოურის ნოსტალგიამ 2. 90-იან წლების თურქული ნაწარმის უხარისხობამ. 1-ლი მიზეზი დღესაც ძლიერია, თუმცა 2000-იანი წლების თაობის თურქულმა თოფებმა გარდატეხა შეიტანეს ქართველი მონადირეების არჩევანზე. დღეს გაცილებით მეტი ქართველი მონადირე არჩევს თურქულს თოფებს რუსულსაც და საბჭოურს, ვიდრე გუშინ. ეს გამოიწვია, თურქების მიერ ხარისხის მნიშვნელოვნად დახვეწამ. ჩემი აზრით, ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს პისტოლეტების შემთხვევაშიც. ეს სფერო, როგორც უფრო საპასუხისმგებლო და ხარისხის კონტროლის მეტი მექანიზმებით დატვირთული, რათქმაუნდა, უფრო ნელი ნაბიჯებით მიდის წინ თურქების შემთხვევაში, ვიდრე ეს გლუვლულიანებზე მოხდა. ავიღოთ გირსანი: ინტერნეტში სხვადასხვა წყაროებიდან (ამერიკული ფორუმები, სხვადასხვა სოციალური ქსელები) მოძიებული ინფორმაციით გირსანი დღეს თურქეთში ყველაზე ხარისხიან პისტოლეტებს ამზადებს და ყველაზე მეტ ძალოვანი სტრუქტურა ამ ქვეყანაში, სწორედ გირსანის პისტოლეტებითაა აღჭურვილი (თავდაცვა, შსს, სხვადასხვა სპეცდანაყოფები). ყველა სხვა თურქი მწარმოებელი ჩამოუვარდება გირსანს ამ მიმართულებით ანუ სხვების პისტოლეტების გამოყენება საშტატო იარაღად პრაქტიკულად მინიმალურია, მაგ, რომელიღაც მწარმოებლის (ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ყველამ ვიცით თბილისში) პისტოლეტებს მხოლოდ საფოსტო დაცვაში იყენებენ )) ასე რომ, მე მიმაჩნია, თუ ტაურუსის და იერიხოს ყიდვის შესაძლებლობა არ გაქვთ და ფიქრობთ რომ "ბოლო-ბოლო" მაკაროვი მაინც იყიდოთ, არ გადადგათ ეს ნაბიჯი და იყიდეთ გირსანის პისტოლეტები 680 ლარიდან. ეს ჩემი პირადი აზრია და არა რეკლამა და ირიბი ფსიქოლოგიური იძულება ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 15:57 |