YAVUZ - 16 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
YAVUZ - 16 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,664 რეგისტრ.: 8-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
"YAVUZ -16" არის BERETA -92 ის თურქული კლონი. მისი მწარმოებელი კომპანია -GIRSAN GUNS- შეიქმნა 1994 წელს. YAVUZ 16 გაყიდვაში ჩაუშვეს 1995 წელს. -GIRSAN GUNS- ცნობილია როგორც ხარისხიანი მწარმოებელი. მოპოვებული აქვს - ISO 9001-2000 - ასევე ATF Form 4590 . YAVUZ 16 ით შეიარაღებულია თურქეთის თავდაცვის და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროები. ასევე ნატოს შემადგენლობაში მყოფი რამდენიმე სახემწიფო.
![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
Shooter
ნამდვილად არ ვარ იარაღმცოდნე და მხოლოდ დილეტანტის პოზიციიდან ვსაუბრობ ხოლმე ამ საკითხზე, მაგრამ ჩემი რწმენით, თურქულ პისტოლეტებზე ზუსტად იგივე დამოკიდებულებაა, რაც თუნდაც 5 წლის წინ იყო თურქულ გლუვლულიანებზე. თურქულ თოფებს აგინებდა ძალიან ბევრი ის ფორუმელიც, რომელიც დღეს ასეთი თოფის (ების) მფლობელია. ეს განაპირობა ორმა ფაქტორმა: 1. ყოველივე საბჭოურის ნოსტალგიამ 2. 90-იან წლების თურქული ნაწარმის უხარისხობამ. 1-ლი მიზეზი დღესაც ძლიერია, თუმცა 2000-იანი წლების თაობის თურქულმა თოფებმა გარდატეხა შეიტანეს ქართველი მონადირეების არჩევანზე. დღეს გაცილებით მეტი ქართველი მონადირე არჩევს თურქულს თოფებს რუსულსაც და საბჭოურს, ვიდრე გუშინ. ეს გამოიწვია, თურქების მიერ ხარისხის მნიშვნელოვნად დახვეწამ. ჩემი აზრით, ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს პისტოლეტების შემთხვევაშიც. ეს სფერო, როგორც უფრო საპასუხისმგებლო და ხარისხის კონტროლის მეტი მექანიზმებით დატვირთული, რათქმაუნდა, უფრო ნელი ნაბიჯებით მიდის წინ თურქების შემთხვევაში, ვიდრე ეს გლუვლულიანებზე მოხდა. ავიღოთ გირსანი: ინტერნეტში სხვადასხვა წყაროებიდან (ამერიკული ფორუმები, სხვადასხვა სოციალური ქსელები) მოძიებული ინფორმაციით გირსანი დღეს თურქეთში ყველაზე ხარისხიან პისტოლეტებს ამზადებს და ყველაზე მეტ ძალოვანი სტრუქტურა ამ ქვეყანაში, სწორედ გირსანის პისტოლეტებითაა აღჭურვილი (თავდაცვა, შსს, სხვადასხვა სპეცდანაყოფები). ყველა სხვა თურქი მწარმოებელი ჩამოუვარდება გირსანს ამ მიმართულებით ანუ სხვების პისტოლეტების გამოყენება საშტატო იარაღად პრაქტიკულად მინიმალურია, მაგ, რომელიღაც მწარმოებლის (ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ყველამ ვიცით თბილისში) პისტოლეტებს მხოლოდ საფოსტო დაცვაში იყენებენ )) ასე რომ, მე მიმაჩნია, თუ ტაურუსის და იერიხოს ყიდვის შესაძლებლობა არ გაქვთ და ფიქრობთ რომ "ბოლო-ბოლო" მაკაროვი მაინც იყიდოთ, არ გადადგათ ეს ნაბიჯი და იყიდეთ გირსანის პისტოლეტები 680 ლარიდან. ეს ჩემი პირადი აზრია და არა რეკლამა და ირიბი ფსიქოლოგიური იძულება ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა ![]() |
Shooter ნამდვილად არ ვარ იარაღმცოდნე და მხოლოდ დილეტანტის პოზიციიდან ვსაუბრობ ხოლმე ამ საკითხზე, მაგრამ ჩემი რწმენით, თურქულ პისტოლეტებზე ზუსტად იგივე დამოკიდებულებაა, რაც თუნდაც 5 წლის წინ იყო თურქულ გლუვლულიანებზე. თურქულ თოფებს აგინებდა ძალიან ბევრი ის ფორუმელიც, რომელიც დღეს ასეთი თოფის (ების) მფლობელია. ეს განაპირობა ორმა ფაქტორმა: 1. ყოველივე საბჭოურის ნოსტალგიამ 2. 90-იან წლების თურქული ნაწარმის უხარისხობამ. 1-ლი მიზეზი დღესაც ძლიერია, თუმცა 2000-იანი წლების თაობის თურქულმა თოფებმა გარდატეხა შეიტანეს ქართველი მონადირეების არჩევანზე. დღეს გაცილებით მეტი ქართველი მონადირე არჩევს თურქულს თოფებს რუსულსაც და საბჭოურს, ვიდრე გუშინ. ეს გამოიწვია, თურქების მიერ ხარისხის მნიშვნელოვნად დახვეწამ. ჩემი აზრით, ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს პისტოლეტების შემთხვევაშიც. ეს სფერო, როგორც უფრო საპასუხისმგებლო და ხარისხის კონტროლის მეტი მექანიზმებით დატვირთული, რათქმაუნდა, უფრო ნელი ნაბიჯებით მიდის წინ თურქების შემთხვევაში, ვიდრე ეს გლუვლულიანებზე მოხდა. ავიღოთ გირსანი: ინტერნეტში სხვადასხვა წყაროებიდან (ამერიკული ფორუმები, სხვადასხვა სოციალური ქსელები) მოძიებული ინფორმაციით გირსანი დღეს თურქეთში ყველაზე ხარისხიან პისტოლეტებს ამზადებს და ყველაზე მეტ ძალოვანი სტრუქტურა ამ ქვეყანაში, სწორედ გირსანის პისტოლეტებითაა აღჭურვილი (თავდაცვა, შსს, სხვადასხვა სპეცდანაყოფები). ყველა სხვა თურქი მწარმოებელი ჩამოუვარდება გირსანს ამ მიმართულებით ანუ სხვების პისტოლეტების გამოყენება საშტატო იარაღად პრაქტიკულად მინიმალურია, მაგ, რომელიღაც მწარმოებლის (ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ყველამ ვიცით თბილისში) პისტოლეტებს მხოლოდ საფოსტო დაცვაში იყენებენ )) ასე რომ, მე მიმაჩნია, თუ ტაურუსის და იერიხოს ყიდვის შესაძლებლობა არ გაქვთ და ფიქრობთ რომ "ბოლო-ბოლო" მაკაროვი მაინც იყიდოთ, არ გადადგათ ეს ნაბიჯი და იყიდეთ გირსანის პისტოლეტები 680 ლარიდან. ეს ჩემი პირადი აზრია და არა რეკლამა და ირიბი ფსიქოლოგიური იძულება ![]() ძველ თოფებზე არ ვსაუბრობ. ახალლი აკკარ ტაქტიკა, არ მუშაობდა ყუთიდან დაჭირდა სერიოზული ჩარევა. რაოდენობა 2 ცალი. ახალი ჰატსან ესკორტი, არ აწვდიდა ვაზნებს, დაჭირდა რამპის დაქლიბვა. სამი ცალი შტოეგერ 312, ერთზე ერთხელ, ორზე ორჯერ გატყდა ნემსები. ორი არმტაკი, რ იქს 6, არ აწვდის ვაზნებს, ვაზნა იბრიცება და ეჯახება გვერდიდან სავაზნეს. ეს რაც მოხდა ჩემ თვალ წინ, სხვის მაგალითებზე რომლებზეც უბრალოდ მსმენია არაფერს არ ვიძახი. მხოლოდ იიმაზე რაც ვნახე ჩემი თვალით. ჩემთვის ეს საკმარისია რომ თურქული თოფების და საერთოდ თურქული იარაღების თემა დავხურო. ალბათ არის მუშა მოდელები, არ გამოვრიცხავ მაგრამ ეს ირკვევა მხოლოდ ყიდვის შემდე, ისე გარკვევა შეუძლებელია ვინაიდან თურქები ცვლიან კომპანიის და იარაღების სახელებს ისე ხშირად რომ რამეე ისტორიის ტრეკნგი შეუძლებელია. აკეთებენ ამას იმიტომ რომ აქვთ სასტიკად შელახული რეპუტაცია. ნადირობა არის ტრადიციული სპორტი, რომელიც ითხოვს ასეთივე ტრადიციულ იარაღს. ვისაც საშუალება არ აქვს იყიდოს რაც უნდა მაგრამ ვიღაცა ბულენტ ერდოღანის სარდაფის ქმნილება მე არ მაინტერესებს. თურქულ იარაღს არ აქვს არც ტრადიცია და არც რეპუტაცია. ჩემთვის ის ინტერესს არ წარმოადგენს. პისტოლეტებსს რაც ეხება იმისთვის რომ დარწმუნდეთ რომ ის მუშაობ საჭიროა დაახლოებით 200 ვაზნის მაინც სროლა. საქართველოში ასეთი შემოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია იმიტომ რომ 200 ვაზნა თურქული პისტოლეტის ფასის ნახევრაზე მეტია. გამოსავალია ენდო გამოციდლ კონსტრუქციას და არა რაღაც გაურკვეველ ქმნილებას რომელიც ჯერ კიდევ ბიოლომდე არ ვიცით ვინ უშვებს, რა ხარისხის არის და ევოლუცციის რა ეეტაპზეა ანუ ჯერ კიდე ნაგავია, არც ისე ნაგავია თუ კიდე რამე სხვა, ამ მხრივ მაკაროვი რომელიც ისვრის ყოველთვის გაცილებით ჩემი აზრით უკეთესი არჩევანია. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Shooter: Oct 15 2013, 19:15 |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 16:57 |