როგორი მეძებარი გვჭირდება!? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
როგორი მეძებარი გვჭირდება!? |
![]()
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
უმორჩილესად ვთხოვ მოდერებს აქ გადმოიტანონ "კურცჰაარის"თწემიდან ყველა ის პოსტი,რომელიც უშუალოდ ამ ჯიშს არ ეხება(სეტერებზე) და აქ გავაგრძელოთ საუბარი თუ რა მოთხოვნებს ვუყენებთ ჩვენს მეძებრაბს და როგორ ვხედავთ ამა თუ იმ ჯიშის დღევანდელ მდგომარეობას საქართველოში.
ასევე გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები იმის შესახებ,თუ რა გზებია გამოსაძებნი არსებული ,არც თუ ისე სახარბიელო,მდგომარეობის გამოსასწორებლად! |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 60 რეგისტრ.: 11-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ზუგდიდი ![]() |
მე როგორც მოყვარული მეძაღლე და მონადირე, ჩემს აზრს მოგახსენებთ ამ ორ კონკრეტულ ვიდეოზე. როგორც აქ აღინიშნა სტილი და სისწრაფე განხილვას არ ექვემდებარება, ვინაიდან რიბოტის ღირსებები ცნობილია, და ეს ძაღლი ისტორიაშია შესული. როგორც გავიგე აქ უნდა განვიხილოთ კონკრეტული მუშაობა ნაბულის შემდეგ, უშუალოდ ფრინველზე, წარმოვიდგინოთ რომ ძაღლი უცნობია და არა აქვს ისეთი მქუხარე სახელი. ე.ი. ძაღლი დადგა ნაბულზე. რამდენადაც ვიცი, როგორც კი ძაღლი ნაბულს დააფიქსირებს ის პატრონის მისვლამდე არ უნდა გაინძრეს, მან კი რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა ფრინველის მიმართულებით, ან ფრინველი გარბის, ან ძაღლი ასწორებს ნაბულს ფრინველთან მიმართებაში, ორივე შემთხვევაში ძაღლის წინ წაწევა ითვლება ნაკლად, და პატრონის მისვლამდე არ უნდა გაინძრეს, თუ ვცდები შემისწორეთ. მეორე მომენტი- ის რომ თავი ძალიან დაბლა უჭირავს, მიწას უყურებს და არა ცას ან თუნდაც ჰორიზონტს. ჩვენი წესებით 3 ქულას მიიღებდა. ფრინველის ნებისმიერ მანძილზე ყოფნისას პოინტერმა და ინგლისურმა თავი ასე არ უნდა ჩახაროს. სიზუსტეც... ეტყობა პატრონმა ეს იცის და თვითონ ეძებს ფრინველს 180 გრადუსის ფარგლებში და არა ცხვირის მიმართულებით. და ბოლოს ჩემთვის მთავარი და ყოველთვის მიუღებელი მიტანების არქონა, რაც ყოველთვის ბადებს ამა თუ იმ ეჭვს, ვარაუდს. ვთქვათ ფრინველი არ ამოვიდა პატრონის მიახლოებისას, რომელიც როგორც ამბობენ იდეალური ვარიანტიაო და პატრონმაც ვერ ამოიყვანა ფრინველი, რა ვქნათ მაშინ, როგორ შევაფასოთ ძაღლის ბრწყინვალე მუშაობა რომელიც უშედეგოდ დასრულდა? როგორც არკრაიტი ამბობს ადამიანი არ უნდა ასრულებდეს ძაღლის სამუშაოს. ამ ფრაზას ხომ არ დაუკარგავს თავისი აქტუალურობა. მიტანება წარმატებული ნადირობის ერთერთი მთავარი პირობაა დღესაც. გასროლისას ძაღლი დაიბნა ღმერთმა იცის რატომ. სხვა ძაღლი რას აკეთებს ეს მისი საქმე არაა, როცა თვითონ ნაბულზეა. როგორც ვიდეოში ჩანს პატრონი ცოტა უხეშად მოექცა ძაღლს რაც მე მისი უკმაყოფილების ნიშნად მივიღე, თუმცა ბოლოს მაინც მიულოცეს.
რაც შეეხება მეორე ვიდეოს ეს ძაღლი ლამაზად თავაღერილი ეძებს, ნაბული მტკიცე ეფექტური, მანძილიც, პატრონის მისვლამდე არ განძრეულა, თუმცა მიტანება ამანაც ვერ აჩვენა ბოლომდე და პატრონმა „ივაჟკაცა“. ნაბულების სილამაზის შედარება ხომ საერთოდ უაზრობაა, იმდენად ჯობნის რიბოტს. ადრე ვნახე კიდევ რიბოტის ნაბული, ვერც ის დაიკვეხნიდა პოინტერის ნაბულით. მე პირადად ეს მეორე ძაღლი ბევრად უფრო მომწონს, ამას უფრო აქვს პოინტერის მანერები. არჩევანის შესაძლებლობა მქონდეს, მეორე ძაღლის ლეკვს ვარჩევდი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 17:33 |