ქართული თოფი, ქართულ თოფს მაინც შევქმნი როცა იქნება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ქართული თოფი, ქართულ თოფს მაინც შევქმნი როცა იქნება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
როდის არ ვიცი მაგრამ აუცილებლად დავიწყებ საქართველოში გლუვლულიანის წარმოებას
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
აგერ მოგახსენებთ ჩემ აზრს. რიგით და საშუალო კლასის თოფის დამზადებამდე ძალიან შორია. მაგას ძალიან ბევრი ფული ჭირდება. (ქარხანა იქნება ასაშენებელი..პატარა მაინც) ასე რომ შეგვიძლია დავივიწყოთ ეგ საკითხი..ყოველშემთხვევაში კარგა ხნით. რაც შეეხება ერთეულს და ძვირფასს.. არაფერი განსაკუთრებული მასალები არ ჭირდება. ეგ ყველაზე მიზერია რაც იმ თოფისთვის იქნება საჭირო. საქმე სხვა რამეშია. რომ დამზადდეს ქართული თოფი.. სისტემაში უნდა იყოს უცხო და რაღაც ახალი მაინც.(მთელ სისტემაზე აღარ არის საუბარი) არსებობს წიგნი..სადაც 3000 სისტემა და გამოგონებაა შესული. აი არცერთს არ უნდა იმეორებდეს. გასაგებია ახალ ველოსიპედს რომ ვერ მოვიგონებთ..მაგრამ რამე კარგი და განსხვავებულის მოფიქრება კი არის აუცილებელი. ეგ ნიშნავს..რომ ის 3000 სისტემაა სანახავი და მაგათი გვერდის ავლა.
![]() მაგის მერე მოდის სისტემის პრაქტიკულად აწყობა.(რასაც რათქმაუნდა ნებართვა ჭირდება..რომლის მიღება ურთულესია)არც ეგ არის ადვილი საქმე. მერე გამოცდა და ბევრი ტესტირება. მერე დიზაინი იმ სისტემის მიხედვით და პრაქტიკულად შესრულება. ხოდა აქ ნუ იფიქრებთ..რომ იცნობთ მეკონდახეს რომელიც კონდახს მიხედავ და ა..შ.. ძვირფასი თოფის კონდახის დამზადება... იმდენად რთულია..რომ მეეჭვება ჯერ ვინმეს დაემზადებინოს საქრთველოში. მანდ იგულისხმება შიგნიდან დამუშავება იმ დონეზე..რომ ხის კონტური ზუსტად იმეორებდეს ლითონის დეტალების კონფიგურაციას. დამუშავებული იყოს ყველა სიბრტყე(შიგნიდან) უნაკლოდ და ისეთ სიმაღლეზე იყოს ამოჭრილი..რომ მექანიზმის დაფის ჩასმისას..მხოლოდ ბოლტების კვალი დაემჩნეს ხის სიბრტყეზე. მოკლედ...ხე და ლითონი..ერთნანეთზე შეზრდილებივით უნდა იყოს. მოკლედ..არ არის ადვილი. ამას წლებია ვსწავლობ..ვმუშაობ გრავირებაზეც... ვარ მხატვარიც(უმაღლესი განათლებით) ხელიდანაც ყველაფერი გამომდი რომ იტყვიან... მაგრამ რაც მეტად ვეცნობი ამ ყველაფერს.. უფრო კარგად ვხვდები..რომ ჯერ კიდე შორს ვარ მაგ საქმის წამოწყებამდე. უბრალოდ 1 ცალი თოფის დამზადება მინდა ჩემთვის და მეტი არაფერი. არც მსოფლო აღიარებაზე ვოცნებობ და არც გამდიდრებაზე. ამითი არ და გამოვა ეგეც კარგად მესმის. პირადად მე..უბრალოდ მინდა..რომ არსებობდეს თუნდაც 1 ცალი..მაგრამ ძალიან მაღალი დონის ქართული თოფი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd May 2025 - 23:11 |