სოციალური აქცია, ბრაკონიერების წინააღმდეგ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სოციალური აქცია, ბრაკონიერების წინააღმდეგ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით მეთევზეებო, მონადირეებო და უბრალოდ ბუნების მოყვარულებო!
როგორც მოგეხსენებათ სავალალო მდომარეობაა ჩვენს მდინარეებში, წყალსატევებში და სანადირო სავარგულებში ამიტომაც გთავაზობთ გადავიდეთ აქტიურ მოქმედებაზე და წამოვიწყოთ სოციალური კამპანია ბრაკონიერობის წინააღმდეგ. პირველი ეტაპისთვის დავბეჭდოთ სტიკერები და გავაკრათ ქალაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და თავშეყრის ადგილებში, ასევე შეგვიძლია ვიქირაოთ რამოდენიმე ბილბორდი სადაც ბრაკონიერობის საწინააღმდეგო მოწოდებები იქნება გამოსახული. ასევე აუცილებელია მომავალ თაობასთან მუშაობა, სასურველი იქნება სტუდენტებთან შეხვედრა, მცირე სემინარის მოწყობა და ჯანსაღი პოლემიკის გამართვა. ასეთი აქტივობით ავამაღლებთ საზოგადოების ჩართულობას ამ საკითხში და შესაბამისად დავაინტერესებთ სახელმწიფო სტრუქტურებს გამოიჩინონ მეტი ყურადღება აღნიშნული თემის მიმართ. თითო მეთევზემ/მონადირემ სიმბოლური თანხაც რომ გაიმეტოს დარწმუნებული ვარ ეს სოციალური კამპანია უკვალოდ არ ჩაივლის. ამ დროისთვის მხარდაჭერას გვიცხადებს საქართველოს მეთევზეთა კლუბი, საქართველოს ბაზიერთა კლუბი, ასევე აქტიური განხილვა მიდის ფიდერით სპორტული თევზჭერის ფედერაციაში, ამ დღეებში შევხვდები მათ პრეზიდენტს და პირადად დაველაპარაკები ამ საკითხე. მაშ ასე დროა გადავიდეთ აქრიურ ქმედებებზე და დავიწყოთ საზოგადოების ჩართვა ამ საკითხში, მით უმეტეს, რომ ეხლა ყველაზე ხელსაყრელი მომენტია ამისთვის როგორც საზოგადოებაში ისე მთავრობაშიც. დარწმუნებული ვარ ზემოთ ჩამოთვლილი იდეების გარდა კიდევ ბევრი საინტერესო მოსაზრება დაიბადება პირადი შეხვედრისას. წინასწარ გიხდით მადლობას მხარდაჭერისთვის სალარო ანგარიში ს.ს "თიბისი ბანკი" საბანკო კოდი TBCBGE22 მიმღების დასახელება-ავთანდილ ხორავა ანგარიშსწორების ანგარიში-GE34 TB70 0208 8365 1000 07 For Gel Transfers JSC "TBC Bank" Bank Code-TBCBGE22 Name OF Beneficiary-Avtandil Khorava Ben's Account-GE34 TB70 0208 8365 1000 07 |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 305 რეგისტრ.: 16-September 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
სტუდენტებს რაც შეეხება, უნივერსიტეტებში არის უამრავი სპორტული ღონისძიებები, არცთუ მცირე ბიუჯეტიანი, თუ გადავწყვეტთ ამაში სტუდენტთა ჩართვას, შემიძლია თსუ-ს ადმინისტრაციაში გავარკვიო ეს საკითხი.
ეს იქნება შეჯიბრი სასტენდო სროლაში, როგორც ვიცი თეფშების აპარატი გაქვთ თუარა და მოვიძიებთ, თოფები კიდევ ნმადვილად არ გვიჭირს. თეფშებს და ვაზნებს უნივერსიტეტი დააფინანსებს. აპარატზე თუ მიდგა საქმე, ვარკეთილის სტენდის ადმინისტრაციასთანაც შეიძლება საკითხის გარკვევა, პარალელურად სატელევიზიო ტელეარხებიც დაინტერესდებიან. მაგის საშუალებაც არის თუარ ვცდები ამ ფორუმზე. აღნიშნული შესაძლებელია გორის სამხედრო აკადემიაშიც მოვაწყოთ. ჩვენ თუ მასშტაბურობა გვაინტერესებს უნდა ავდგეთ და პროგრამა შევიმუშაოთ, (მაგალითად, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის, ან არა ბრაკონიერობას და ა.შ.) რომელიც სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით უნდა მიმდინარეობდეს. დალშე ამ, პროგრამის ფარგლებში ბევრი ღონისძიების მოწყობა შეიძლება. პ.ს. რაც ზევით დავწერე უბრალოდ ჩემი აზრია და უცბაშად ასე წარმოვიდგინე ყველაფერი |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 00:45 |