სოციალური აქცია, ბრაკონიერების წინააღმდეგ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სოციალური აქცია, ბრაკონიერების წინააღმდეგ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით მეთევზეებო, მონადირეებო და უბრალოდ ბუნების მოყვარულებო!
როგორც მოგეხსენებათ სავალალო მდომარეობაა ჩვენს მდინარეებში, წყალსატევებში და სანადირო სავარგულებში ამიტომაც გთავაზობთ გადავიდეთ აქტიურ მოქმედებაზე და წამოვიწყოთ სოციალური კამპანია ბრაკონიერობის წინააღმდეგ. პირველი ეტაპისთვის დავბეჭდოთ სტიკერები და გავაკრათ ქალაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და თავშეყრის ადგილებში, ასევე შეგვიძლია ვიქირაოთ რამოდენიმე ბილბორდი სადაც ბრაკონიერობის საწინააღმდეგო მოწოდებები იქნება გამოსახული. ასევე აუცილებელია მომავალ თაობასთან მუშაობა, სასურველი იქნება სტუდენტებთან შეხვედრა, მცირე სემინარის მოწყობა და ჯანსაღი პოლემიკის გამართვა. ასეთი აქტივობით ავამაღლებთ საზოგადოების ჩართულობას ამ საკითხში და შესაბამისად დავაინტერესებთ სახელმწიფო სტრუქტურებს გამოიჩინონ მეტი ყურადღება აღნიშნული თემის მიმართ. თითო მეთევზემ/მონადირემ სიმბოლური თანხაც რომ გაიმეტოს დარწმუნებული ვარ ეს სოციალური კამპანია უკვალოდ არ ჩაივლის. ამ დროისთვის მხარდაჭერას გვიცხადებს საქართველოს მეთევზეთა კლუბი, საქართველოს ბაზიერთა კლუბი, ასევე აქტიური განხილვა მიდის ფიდერით სპორტული თევზჭერის ფედერაციაში, ამ დღეებში შევხვდები მათ პრეზიდენტს და პირადად დაველაპარაკები ამ საკითხე. მაშ ასე დროა გადავიდეთ აქრიურ ქმედებებზე და დავიწყოთ საზოგადოების ჩართვა ამ საკითხში, მით უმეტეს, რომ ეხლა ყველაზე ხელსაყრელი მომენტია ამისთვის როგორც საზოგადოებაში ისე მთავრობაშიც. დარწმუნებული ვარ ზემოთ ჩამოთვლილი იდეების გარდა კიდევ ბევრი საინტერესო მოსაზრება დაიბადება პირადი შეხვედრისას. წინასწარ გიხდით მადლობას მხარდაჭერისთვის სალარო ანგარიში ს.ს "თიბისი ბანკი" საბანკო კოდი TBCBGE22 მიმღების დასახელება-ავთანდილ ხორავა ანგარიშსწორების ანგარიში-GE34 TB70 0208 8365 1000 07 For Gel Transfers JSC "TBC Bank" Bank Code-TBCBGE22 Name OF Beneficiary-Avtandil Khorava Ben's Account-GE34 TB70 0208 8365 1000 07 |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ამ ყველაფერს იმდენი ფული ჭირდება , რომ სახელმწიფო თუ არ დაინტერესდა და სწორად არ ჩაერია ფლაერებით გაგვიჭირდება. სახელმწიფო ბევრი ფულით ნამდვილად ვერ ჩაერევა ამ ეტაპზე. გაცილებით რთული ამოცანები აქვს გადასაწყვეტი და იქაც არ ყოფნით ფინანსები. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში..სახელმწიფო ფინანსების გარეშეც მოგვარდება ეგ საკითხები და მგონი მართლა მიდის მაგ კუთხით სწორი მუშაობა. ცოტაც დაველოდოთ და გამოჩნდება ყველაფერი. მივესალმები თქვენ მონდომებას..მაგრამ ფლაერებით ნამდვილად ვერ წავალთ შორს. ბანერებითც კი(რომელიც ძალიან ძვირი სიამოვნებაა) გაცილებით ფართო მასშტაბის საქმეა გასაკეთებელი. მაგას სამინისტროდან სწორი კურსი ჭირდება და თავისთავად დალაგდება დანარჩენი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 11:11 |