სოციალური აქცია, ბრაკონიერების წინააღმდეგ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სოციალური აქცია, ბრაკონიერების წინააღმდეგ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით მეთევზეებო, მონადირეებო და უბრალოდ ბუნების მოყვარულებო!
როგორც მოგეხსენებათ სავალალო მდომარეობაა ჩვენს მდინარეებში, წყალსატევებში და სანადირო სავარგულებში ამიტომაც გთავაზობთ გადავიდეთ აქტიურ მოქმედებაზე და წამოვიწყოთ სოციალური კამპანია ბრაკონიერობის წინააღმდეგ. პირველი ეტაპისთვის დავბეჭდოთ სტიკერები და გავაკრათ ქალაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და თავშეყრის ადგილებში, ასევე შეგვიძლია ვიქირაოთ რამოდენიმე ბილბორდი სადაც ბრაკონიერობის საწინააღმდეგო მოწოდებები იქნება გამოსახული. ასევე აუცილებელია მომავალ თაობასთან მუშაობა, სასურველი იქნება სტუდენტებთან შეხვედრა, მცირე სემინარის მოწყობა და ჯანსაღი პოლემიკის გამართვა. ასეთი აქტივობით ავამაღლებთ საზოგადოების ჩართულობას ამ საკითხში და შესაბამისად დავაინტერესებთ სახელმწიფო სტრუქტურებს გამოიჩინონ მეტი ყურადღება აღნიშნული თემის მიმართ. თითო მეთევზემ/მონადირემ სიმბოლური თანხაც რომ გაიმეტოს დარწმუნებული ვარ ეს სოციალური კამპანია უკვალოდ არ ჩაივლის. ამ დროისთვის მხარდაჭერას გვიცხადებს საქართველოს მეთევზეთა კლუბი, საქართველოს ბაზიერთა კლუბი, ასევე აქტიური განხილვა მიდის ფიდერით სპორტული თევზჭერის ფედერაციაში, ამ დღეებში შევხვდები მათ პრეზიდენტს და პირადად დაველაპარაკები ამ საკითხე. მაშ ასე დროა გადავიდეთ აქრიურ ქმედებებზე და დავიწყოთ საზოგადოების ჩართვა ამ საკითხში, მით უმეტეს, რომ ეხლა ყველაზე ხელსაყრელი მომენტია ამისთვის როგორც საზოგადოებაში ისე მთავრობაშიც. დარწმუნებული ვარ ზემოთ ჩამოთვლილი იდეების გარდა კიდევ ბევრი საინტერესო მოსაზრება დაიბადება პირადი შეხვედრისას. წინასწარ გიხდით მადლობას მხარდაჭერისთვის სალარო ანგარიში ს.ს "თიბისი ბანკი" საბანკო კოდი TBCBGE22 მიმღების დასახელება-ავთანდილ ხორავა ანგარიშსწორების ანგარიში-GE34 TB70 0208 8365 1000 07 For Gel Transfers JSC "TBC Bank" Bank Code-TBCBGE22 Name OF Beneficiary-Avtandil Khorava Ben's Account-GE34 TB70 0208 8365 1000 07 |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მეგობრებო მე კაგად მესმის თქვენი გულისტკივილი, მაგრამ როგორც ზევით ავღნიშნე მოდით დაველოდოთ სამინისტროსთან შეხვედრის შედეგებს, სიმართლე გითხრათ დიდი იმედი არც მე მაქვს, რომ ამ კუთხით რამე შეიცვლება, რადგან ელემენტარულად რესურსი არ ყოფნის სამინისტროს, ისიც კარგად მესმის, რომ თანამშრობლობის სურვილი აქვთ და ამას აუცილებლად პატივისცემა ჭირდება და ჩვენი მხრიდან სავალდებულოც კი არის დიალოგი, არ არის გამორიცხული ხელიც კი შეგვიწყონ ჩვენს PR-კამპანიაში, ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ ამით ჩვენ ნაწილობრივ სამინისტროს საქმესაც ვაკეთებთ. კარგად მინდა ყველამ გავიგოთ და გავიაზროთ, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვმოქმედებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენ ვებრძვით ბრაკონიერებს! და ამ მიზნის მისაღწევად თუ სახელმწიფო სტრუქტურებთან დიალოგია საჭირო, ძალიანაც კარგი!!!
ბოლოს მინდა ვთქვა, ამ შეხვედრებს უსასრულოდ კი არ უნდა ველოდოთ, გავა ცოტაოდენი დრო და თუ არაფერი შეიცვლება, მერე დავიწყოთ მოქმედება, მანამდე კი თავი შევიკავოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ თემის ირგვლივ იდეების გენერირება შევწყვიტოთ. გთავაზობთ მოვაწყოთ ეგრეთ წოდებული "ტვინის შტურმი" ანუ ყველამ დავწეროთ ვის რა იდეა გვაქვს, როგორი უაზროც არ უნდა მოგეჩვენოთ ნუ მოერიდებით დაწერეთ, მთავარია კანონის ფარგლებს არ სცილდებოდეს, ეს იდეები შემდეგ გაიფილტრება ზოგიც გაერთიანდება და საბოლოო ჯამში მივიღებთ სამოქმედო გეგმას. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th August 2025 - 09:03 |