ბრაკონიერებს დაცხეს? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ბრაკონიერებს დაცხეს? |
![]()
პოსტი
#1
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3 რეგისტრ.: 16-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გავიგე ბრაკონიერებს დაცხესო ფოთში გდი-მ მართალია? ძალიან ბევრი ბადე ამოუღესო. აბა რა ეგონათ? ეგრე უნდათ მაგათ ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 103 რეგისტრ.: 8-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქ.თბილისი ![]() |
ნოსო
ამაზეც არის საუბარი. ვნახოთ როგორ ჩამოყალიბდება საბოლოოდ ახალი წესები. პირადად მე, საერთოდ წინააღმდეგი ვარ როგორც ეკრანის, ისე სახლართი ბადეების. თუმცა გადაწყვეტილების მიღება ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ხდება. საერთოდ ძნელია ყველა სწორი გადაწყვეტილების ერთდროულად მიღება, მითუმეტეს სახელმწიფო დაწესებულებებში. მთავარია, რომ ეს ახალი წესები ძველს ჯობდეს. ჩემი აზრით, ასეც იქნება. მაგალითისთვის მკაცრდება ადმინისტრაციული კოდექსის მუხლები ელექტრონშიკების წინააღმდეგ. თუ ადრე ჯარიმა I შემთხვევაზე 300 ლარამდე იყო და სამართალდამცავები ნებისმიერ შემთხვევაში კონსფისკაციას არ მიმართავდნენ, ახლა ჯარიმა თითქმის სამმაგდება და კონსფისკაცია ყველა ვარიანტში შეეხებათ. ასევე ეკრანით და სხვა საშუალებებით მოსარგებლეებსაც. საქმე იმაშია, რომ ეკრანის შემთხვევაში კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მეორე შემთხვევის შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. სახელმწიფო ადამიანს უბრალოდ ვერ გაუშვებს ციხეში იმის გამო, რომ ის ეკრანს იყენებს. სხვანაირად კი ეკრანის გამოყენების ალაგმვა შეუძლებელია. დენის აპარატებთან დაკავშირებით, სიტუაცია სხვაგვარია. იქ მეორე შემთხვევის შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება და ამის ბევრს ეშინია. ყოველ შემთხვევაში, კარგად დაფიქრდება მაინც, სანამ მესამედ გაბედავს დენით გასვლას. ეკრანის შემთხვევაში ასეთი ტორმუზი არ არსებობს სამწუხაროდ. ამიტომაც გადაწყდა ნაწილობრივ "გაპრავება". გარდა ამისა, ბოლო მოვუღეთ იმ აბსურდულ მდგომარეობას, რომელიც ფსკერული ტრალებით თევზაობის გარშემო არსებობდა. კანონით დრაგების და ფსკერული ტრალის გამოყენება აკრძალული იყო, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო ჩვენი რეკომენდაციით ყოველწლიურ კვოტებს აწესებდა კამბალაზე და ისეთ თევზებზე, რომელიც მხოლოდ ფსკერული ტრალებით და მსგავსი მექანიზმებით იჭირება. მომავალი წლიდან ასეთ თევზებზე კვოტები აღარ იქნება, რაც კამბალის, ხონთქარას და სხვა ძვირფასი თევზების პოპულაციის ზრდას ხელს შეუწყობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2-3 წელიწადში ჩვენი აკვატორიის ფსკერიც ისე იქნებოდა გამოფხეკილი, როგორც თურქეთშია დღესდღეობით. თუმცა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილება არ იქნება აქ საკმარისი, რათქმაუნდა, კანონდარღვევებს უნდა ვებრძოლოთ. კიდევ რაღაცეები გავამარტივეთ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 20:09 |