ჯოსეფ მენტონი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჯოსეფ მენტონი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ჯოსეფ მენტონი (Joseph Manton) დღეს საქართველოში შეიძლება ამ მეიარაღის არც ერთი თოფი არ ინახებოდეს, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ სანადირო თოფების ინგლისური სკოლაზე, მისი საფუძვლების ჩამყრელის იგნორირება უსამართლობა იქნებოდა. ჯოზეფ მენტონი დაიბადა 1766 წელს. იგი ჯერ თავის უფროსი ძმის, ჯონის, ასევე მეიარაღის კომპანიაში მუშაობდა, ხოლო შემდეგ, 1789 წელს თავისი სახელოსნო გახსნა. ჯოზეფ მენტონმა მთელი თავისი ნიჭი და ენერგია სანადირო თოფის გაუმჯობესების საქმეს შეალია. დაიწყო კაფსულიანი თოფების ერა და მენტონმა შექმნა ამ მოდელის თოფის სრულიად ახალი სისტემა და 1818 წელს დააპატენტა იგი. მას ჰყავდა მეგობარი, მოუღლელი და გატაცებული მონადირე, პოლკოვნიკი პიტერ ჰოკერი, რომლის გონებაც უამრავ ახალ იდეებს აფრქვევდა. მისი რჩევით ჯოზეფ მენტონი აუმჯობესებდა თოფის კონსტრუქციას და გადასცემა მას გამოსაცდელად. მენტონის კონსტრუქციის თოფები მთელს ინგლისში გახდა პოპულარული. არც ერთი ის ტექნიკური სიახლე, რაც ჯოზეფ მენტონმა თავისი თოფის კონსტრუქციაში ჩადო, მომავალ სანადირო თოფებს არ შემორჩა, მაგრამ მუშაობის იმ ახალმა სტილმა, საქმისადმი კეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ, ტექნიკის უკანასკნელი მიღწევების ესთეტიკურ ღირებულებებთან შერწყმამ, რაც მან თავის მოწაფეებს, ჯეიმს პერდეს და თომას ბოსს ჩაუნერგა, საფუძველი ჩაუყარა ინგლისურ საიარაღო ხელოვნებას. აქ სიტყვა ხელოვნების ხმარება, გაზვიადებული არ არის. გამოჩენილი რუსი ნატურალისტი და იარაღთმცოდნე ბუტურლინი ლონდონელ მეიარაღეებს „ლონდონელ არტისტებს“ უწოდებდა (Art - ხელოვნება). ამ ლონდონელი არტისტების ორი ბრწყინვალე წარმომადგენელი, ჯეიმს პერდე და თომას ბოსი ახალგაზრდობაში საიარაღო ხელოვნებას ჯოზეფ მენტონის სახელოსნოში ეზიარნენ. შემდეგში სახელმოხვეჭილი ლანკასტერი მისი შეკვეთით თოფის ლულებს ამზადებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნაწარმი ჯოზეფ მენტონის მოთხოვნილებების შესაფერი უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთი, შემდეგში სახელგანთქმული მეიარაღე ვ. გრინერი (ვ.ვ. გრინერის მამა) მუშაობდა მენტონთან, ოღონდ ჯონთან, ჯოზეფის ძმასთან. სწორედ მასწავლებლისა და მოსწავლეების ამ თანავარსკვლავედმა ჩაუყარა საფუძველი ინგლისურ საიარაღო ხელოვნებას. ინგლისური თოფების მწარმოებელი კორიფეების თოფების უამრავ ღირსებათა შორის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად მათი საოცარი გამძლეობა ითვლება. თვისება, რომ დადებითი მონაცემები წლების განმავლობაში შეინარჩუნონ. როგორც ჩანს, ეს ღირსებაც მათ მენტონისაგან შეითვისეს. „თოფით მონადირეთა ჯიბის წიგნში“ ვაკსელი წერს: „მე მინახვს სახელგანთქმულ ძველი ლონდონელი ოსტატის, მენტონის თოფი. იგი 40 წელიწადს ემსახურებოდა გატაცებულ მონადირეს, იყო განუწყვეტლივ ხმარებაში, არც ერთხელ არ ყოფილა გადაჩარხული, არ მოუთხოვია უმცირესი შეკეთებაც კი და დღემდე განაცვიფრებს ყველას ძლიერი მიტანით.“ ჯოზეფ მენტონი 1835 წელს გარდაიცვალა. მის საფლავს ამშვენებს მისი მეგობრის, პიტერ ჰოკერის სიტყვები: „სახსოვრად მისტერ ჯოსეფ მენტონს, რომელიც ყველასათვის სამწუხაროდ 1835 წლის 29 ივნისს, 69 წლისა გარდაიცვალა. ეს მოკრძალებული დაფა მისმა დამწუხრებულმა ოჯახმა განათავსა ერთი მიზნით - აღნიშნოს ადგილი, სადაც განისვენებს მისი ნეშტი. მაგრამ ამ უდიდეს გენიოსს სამუდამო ძეგლი დედამიწის ყველა კუთხეში უკვე დაუდგა მისმა ისეთ უდიდეს მეიარაღედ აღიარებამ, როგორიც კი ოდესმე განგებას ქვეყნიერებისათვის უბოძებია. დამფუძნებელისა და თანამედროვე საიარაღო წარმოების მამისა და გამოჩენილი გამომგონებლისა, არა მარტო თავისი მეგობრის, მსოფლიო სპორტის სასახელოდ, არამედ მეფისა და მისი ქვეყნის საკეთილდღეოდაც.“ ინგლისში, ჯოზეფ მენტონის გარდაცვალებიდან 170 წლის შემდეგაც კი მას ყველა დროისა და ყველა ხალხების პირველ მეიარაღედ მოიხსენიებენ. ავტორი ოთარ ლომთაძე, სტატია წიგნიდან "სანადირო თოფი". ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 429 რეგისტრ.: 16-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() ![]() ![]() ![]() პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Hubert: Dec 5 2013, 17:13 |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2025 - 12:30 |