განახლებული შეჯიბრი საახალწლოდ, კვირას, 15 დეკემბერს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
განახლებული შეჯიბრი საახალწლოდ, კვირას, 15 დეკემბერს |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 834 რეგისტრ.: 18-October 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გაუმარჯოს ლომებს
მოკლედ ეხლახანს ვიყავით მე(ძამა) და ბონე სტენდზე ასულები. სიტუაცია დაგვხვდა შემდეგნაირად 50 ლარი რომელიც ნახსენები იყო წინა თემაში არ ეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას რადგანაც შეჯიბრის ორგანიზატორები არიან კლუბ ,,ოჩოპინტრეს'' წევრები. 1 საათი - 50 ლარის ამბავი მოკლედ რომ ვთქვათ იყო გაუგებრობა შეჯიბრი ჩატარდება კვირას 15 დეკემბერს წესები რჩება იგივე რასაც მოგვიანებით ბონე გადმოაკოპირებს წინა თემიდან იცვლება მხოლოდ საწევროს ღირებულება 25 გელას ნაცვლად 30 გელა 5 ლარი იქნება საპრიზო ფონდი.(ეს იმისთვის რომ უფრო საინტერესო და დაძაბული იყოს შეჯიბრი) რაც შეეხება სტენდის მიდგომას ძალიან მოხარულები არიან რომ შეჯიბრი განახლდა და უფრო მეტიც გამოხატეს თანადგომა მომავალი ამგვარი ღონისძიებისთვის საათში 50 ლარი ნამდვილად ახალი წესია მაგრამ არა ოჩოპინტრეს წევრებისთვის დღეიდან ასე რომ დიდი მადლობა ბონეს და სტენდის ადმინისტრაციას. მოემზადეთ წინ დიდი ჯახი გველოდება ![]() 1. კუთხა 2. სიმონი + 3. ჯეკო 4. Feroni 5. ლავრისხეველი 6. ჭალიმგელა 7. goga0880 8. baroni 9. ჰერცოგი 70/30 10. თელია პაატა 11. კობახიძე ალექსანდრე 12. ბოლქვაძე გიგა 13. ჭონქაძე დანილი 14. გოჩა კურტანიძე 15. ოლეგი ივანოვი 16. ნუკრა 17. ზაზა13 18. ძამა + 19. პავლიკა + 20. დავით ურუშაძე 21. ლევან მემარნიშვილი 22. გუგა შაფაქიძე (gugash) 23.კაჯუბერი 24.ქარჩავა დათო 25. გიორგი ფოლადიშვილი 26.სერგო ბარათაშვილი 27. Kondoli 80/20 28. ალეკო ქოჩიაშვილი(Jager_Man)80/20 29. აბულაძე ვახტანგი 30.გურამი წიგნაძე 31.გიორგი ლაზი 32.გიორგი კოკაია გთხოვთ მიუთითოთ ამ სიიდან ვინ გამოაკლდა და ვინ იღებს მონაწილეობას გთხოვთ მონაწილეობის მსურველებმა საწევროს თანხა მოიტანოთ პარასკევს 13 დეკემბერს 19:00-ზე იპოდრომის ტერიტორიაზე |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
შეჯიბრი სახელწოდებით "პირველი თოვლი" გაიმართება ამა წლის 15 დეკემბერს თბილისის სასროლეთზე.
მოყვარულ მონადირეთა შორის კომპაკ სპორტინგში. მითითებულ რიცხვში , თბილისის ახლად გარემონტებულ სასროლეთზე გაიმართება შეჯიბრი კომპაკ სპორტინგში , ოფიციალური წესებით, ოფიციალურ საერთაშორისო სტანდარტის მოედანზე ! შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომლის ასაკი 18 წელზე მეტია, ასევე სუსტი სქესის წარმომადგენლებს. მაშ ასე იმედია არავითარი ექსცესები არ იქნება - პირველ ყოვლისა უსაფრთხოების ნორმები უნდა იქნას დაცული ! წ ე ს ე ბ ი 1. თოფებს ვკეტავთ, სასროლად, მხოლოდ ნომერზე გასვლისას. 2. მრავალვაზნიანი - ნახევრად ავტომატური თოფის მფლობელები გახსნიან რესივერს და ასე ივლიან თბილისის სასროლეთის ტერიტორიაზე ვიდრე პოზიციაზე არ გავლენ. 3. ადამიანზე მიშვერა ცარიელი თოფის და რათქმაუნდა დატენილისაც, კატეგორიულად არ შეიძლება !!! 4. ვისაც ერთხელ მაინც არ აქვს ნასროლი თიხის თეფშებზე, ასეთი ადამიანის მონაწილეობა შეჯიბრზე არ არის სასურველი 5. სროლის დროს უნდა იყოს დაცული იდეალური სიჩუმე. მონაწილეებისგან და მაყურებლისგანაც ! 6. აკრძალულია ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მონაწილეობა და დასწრებაც ! 7. სასურველია სმენის დამცავებისა და აუცილებელია მხედველობის დამცავების ქონა მსროლელთათვის. 8. არ არის სასურველი მოქმედი სამხედრო ან სხვა ძალოვანი სტრუქტურებისათვის გათვლილი კამუფლირებული ტანისამოსით სპეც ტანისამოსით შემოსვა. 9. დამსწრე საზოგადობას შეადგენს მონაწილეთა მოწვეული სტუმრები, სპორტის გულშემატკივრები, ნებისმიერი დაინტერესებული პიროვნება - მაყურებლის ქცევის წესების დაცვით. 10. თოფი სიცოცხლისათვის საშიში იარაღია. ყურადღებით ! ! ! 11.შეჯიბრის დროს, მონაწილის მიერ თოფის დამიზნება რაიმე საგნისადმი, ვიდრე ნომერზე არ გავა. კატეგორიულად აკრძალულია. ჯარიმა: ავტომატური დისკვალიფიკაცია. 12.ვაზნა თოფში ჩაიდება ნომერზე დადგომისას, უშუალოდ სროლის წინ 13. ყველა მონაწილე ისვრის ორ ლულიანი ან ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი გლუვლუალიანი თოფიდან, რომელიც არ იქნება 66 სმ ზე მოკლე და 12 კალიბრზე დიდი კალიბრის. 14. ყველა , ვინც აპირებს მონაწილეობის მიღებას, ჩასახრახნ ჩოკებიანი თოფებით, უნდა ჩაახრახნოს მათთვის სასურველი ნებისმიერი შევიწროვება , გაგანიერების ჩათვლით. ცალობით თეფშზე შესაძლებელია 2 ვაზნის სროლა. ქულა ითვლება: თუ თეფში დაიმტვრევა, ან თუ თეფშს მოცილდება ხილული ნაწილაკი. ამას წყვიტავს მთავარი მსაჯი და ორი გვერდითი მსაჯი საჭიროების შემთხვევაში. სადაო მომენტი გადაწყდება სამივე მსაჯის ერთობლივი თათბირის საფუძველზე. თუ ვაზნა რიგი მიზეზთა გამო არ გავარდა: შემოწმდება ფისტონი, თუ ნემსას კვალი აღინიშნება, მოხდება ამ ვაზნის გადასროლა, თუ ისევ არ გავარდა, მოხდება გადასროლა სხვა ვაზნით. თუ სროლა არ დაფიქსირდა: ძირითადად არ გავრდნა ხდება თოფებზე, მცველის დაბლოკილ მდგომარეობაში დარჩენის გამო. ამ მიზეზით ითვლება დ ა ც ი ლ ე ბ ა ნახევრად ავტომატებში, ნებისმიერი მიზეზით ვერ გადატენვა და შესაბამისად მეორე ვაზნის ვერ გასროლა ითვლება დ ა ც ი ლ ე ბ ა დ თითო მონაწილე შეჯიბრზე მიიღებს 1სერიას - 25 თეფშს. ფინალი შედგება 10 თეფშისგან. ფინალისთვის ან გადასროლისთვის ვაზნებს შეიძენთ ადგილზე. ვაზნის მარაგის შესავსებად არაუმეტესე 5 წუთი. შეჯიბრისთვის ვაზნა გადმოგეცემათ ადგილზე, 24 გრამიანი ვაზნები - 9 ან 7,5 ნომერი საფანტით, სურვილის მიხედვით. 5 მონაწილის შემთხვევაში დაჯილდოვდება მხოლოდ პირველ ადგილოსანი (თუ საჭიროა გადასროლით) 10 მდე მონაწილის შემთხვევაში, პირდაპირ მოხდება პირველი სამეულის გამოვლინება (თუ საჭიროა გადასროლით) 15 მდე და მეტი მონაწილის შემთხვევაში 6 კაცა ფინალი, ქულების საერთო ჯამით. (თუ საჭიროა გადასროლით) შეჯიბრის დასაწყისი 15 დეკემბერს 10:00 საათზე. მონაწილეობის საფასური 25 ლარი. ამ ფასში შედის 25 ვაზნა და 25 თეფში |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 15:25 |