იხვი, იხვის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
იხვი, იხვის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
დადგა ზამთარი და მოვიდა ყველასათვის საყვარელი სანადირო ობიექტის დროც. ამ თემაში მინდა ვილაპარაკოთ
საქართველოში პოპულარულ იხვზე ნადირობის მეთოდებზე, საგაზაფხულო ნადირობაზე რა თქმა უნდა არ შევჩერდებით... დახასიათება (თემა ასაკინძია, ვინ ითავებთ?) მის საბუდარ ადგილებში (რუსეთში) სიცივეების დადგომასთან ერთად იხვი იწყებს მიგრირებას თბილი ქვეყნებისკენ და ერთ ერთი საჰაერო ზოლი გადის საქართველოზე, მთავარი არტერია არის შავიზღვისპირეთი, კერძოდ კი კოლხეთის დაბლობი და ჯავახეთის ზეგანი, სადაც იგი ჩერდება ძალების მოსაკრებლად და დასასვენებლად. ფიტულებით ნადირობა - მთელ მსოფლიოში არის ყველაზე პოპულარული მეთოდიკა, იძლევა საშუალებას, რომ მოპოვებული იქნას მაქსიმალური რაოდენობის ნადავლი..... რატომღაც საქართველოში ჯერ არ არის მყარად ფეხმოკიდებული, იმედია ჩვენ ვიქნებით ფლაგმანები. ბოლო ხანებში საკმაო ინტენსიურობით ვცდილობდი გავცნობოდი ამ მეთოდს და დავადგინე შემდეგი სიბრძნეები............. ![]() ერთ ერთი მთავარი პირობა არის ადგილის კარგად ცოდნა, ანუ მონადირემ უნდა იცოდეს, რომ იხვი არის კონკრეტულ ტერიტორიაზე, მოძრაობს და აკეთებს გადაფრენებს, ცივი და ქარიანი ამინდების პირობებში ირჩევა თბილი წყლები ან მყუდრე ადგილები დინების ნაკლები ინტენსივობით. ფიტულების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მათი სიმცირის შემთხვევაში დიდი გუნდების მოზიდვის ილუზია არ უნდა შეიქმნათ, ხშირ შემთხვევაში 2-3 იხვისგან შემდგარი ჯგუფები აქცევენ ყურადღებას. ძალიან ბევრის განლაგების შემთხვევაში იზრდება სასროლი მანძილის სიგრძე, რაც ცუდად მოქმედებს შედეგიან გასროლაზე და თავისთავად აღებული იხვების რაოდენობაზე. სასურველი რაოდენობა ე.წ. ოქროს შუალედი არის 15-30 ერთეული. შეიძლება ბევრის განლაგებაც, მაგრამ ამის პირობა თითონ წყალსაცავზე უნდა იყოს სადაც მონადირეები თავისუფლად განლაგდებიან და ჩასაფრდებიან.... ![]() ![]() ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ აურიოთ ერთმანეთში სხვადასხვა სახეობის ფიტულები, თუ არსებობს ამის საშუალება ისინი უნდა განთავსდნენ დამოუკიდებელ ჯგუფებად. გაგრძელება მეზარება, მერე იყოს ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
შადი შამოდი
მე პროპაგანდას არ ვეწევი ბატონო შადიმან,არც მომწონს ეს საქმე საერთოდ უბრალოდ საუბარს მოყვა და ვთქვი ის რაც ხდება ნამდვილად,მე არასოდეს წავსულვარ ქათამზე ფარით და არც წავალ იმიტომ რომ არანაერი აზარტი ამაში არარის.თუმცა იხვზე ნადირობა არის აზარტული ნამდვილად და ძალიან მძიმე შესასრულებელია ამ ტიპის ნადირობა.აქამდე იმას მიყავხარ რომ იხვზე მეტი ქუთაისელი(კონკრეტულად ნუ მიწყენს ვინმე)შეგხვდება ხოლმე პულიმიოტით და 150 კუბატურიანი მატორით და ჩვეულებრივი წესით იხვის მონადირება ძალიან რთული ხდება დრო და რდო. მოკლედ რომ ვთქვათ პალიასტომე თუ იგონკავა ვინმემ ჩათვალე რომ იხვი გადარნეაზე აღარ მოვა.ამიტომ რჩება სხვა გზა ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2025 - 14:32 |