გილოცავთ ახალ 2014 წელს !!!, ვულოცავთ ყველას :) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გილოცავთ ახალ 2014 წელს !!!, ვულოცავთ ყველას :) |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გილოცავთ ახალი წლის დადგომას,გისურვებთ რომ ეს ახალი წელი,ბედნიერების,ულევი სიხარულის,ყველაფერი კარგის და საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს,თითოეული თქვენთაგანის და თქვენი ოჯახებისთვის ! ყველაფერი ცუდი კი ძველ წელს დაუტოვეთ ახლავე
![]() პირადად ჩემი დიდი სურვილია რომ 2014 წელს მოგვარებულიყოს ის ყველა პრობლემა რაც ნადირობას და თევზაობას თავს ახვევია,შეგვმატებოდეს ბევრი კულტურული და პატოისანი მონადირე და მეთევზე... კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს !!! იხარეთ და იბედნიერეთ !!! ![]() ![]() ![]() მეგრელი... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
ხოდა პატარა ჩეპე მომივიდა ამ ახალ წელს
![]() ტრადიციულად ოჯახში დავსხედით ახალი წლის დადგომამდე 1 საათით ადრე. მე და მამაჩემმა დავლიეთ რამდენდნიმე ჭიქა და ცოტა ნასვაამმა დავქოქე ჩემი თოფები. ბახაბუხის შემდეგ კიდევ დავლიეთ და წავედი მეკვლეთ ჩემი კლასელის ოჯახში უკვე საღამოს ტრადიციული ნაწილის გასატარებლად. როგორც ხდება ხოლმე ჭიქა ჭიქას მისდევდა განსხვავებული განსხვავებულს და თქვენი მონა მორჩილი დილით გვარიანად ნასვამი ავბანცალდი სახლში და კმაყოფილი დავწექი დასაძიებლად მეორე რაუნდისთვის რომ მომეკრიფა ძალები. არგასულა 2 საათი და მაღვიძებს მამაჩემის გინება (ძილშიც ვცნობ ისე გულიანად იგინება ხოლმე ![]() - რაარი ესაო - მეთქი რა მამა (გავიკვირვე გულწრფელად) ამახედა მაღლა და გავშრი, დავინახე ჩემი წინაღამის შემოქმედება. სოხუმიდან ჩამოტანილი ეზოს მშვენება ფერებით გაზრდილი პალმა იდგა საფანტისგან გაპუტული და შემომცქეოდა სავედურით :( ახალი წლის პირველი დილა კახური გინების გაკვეთილებს დავუთმეთ ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2025 - 04:19 |