ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ზეცამ ძველებურად იმგლისფერა
რიჟრაჟს ვეგებები თვირთვილიანს ისევ ვემზადები სანადიროდ ღმერთიმც დამაბრუნებს სახელიანს. ფრთხილად ვიპარები სოფლის ბოლოს ლანდი შეერია უკვე ტყიანს მთებში ღამით ჭინკა დააბოტებს დღისით ხარ- ირემის ყვირილია უკვე მერამდენედ მივაბიჯებ ბილიკს სიპებიც კი გაელია ხევში სადღაც ჭოტი ისე კივის მგონი ხვალ ცოცხალს ვერ მიპოვნიან აი ავახწიე ჭიუხებს და ცოტას მივეფიცხე პირით მზიანს აგერ ცის კიდეზე ჯიხვთა ხოროც მგელ-კაცს დავემსგავსე პირ-სისხლიანს ისევ ვინადირებ უხიფათოთ დედის ლოცვებმაც თუ მომაწია თავზე გადავევლე ზვავიანებს მერე დავუყევი ქარაფიანს ზედვე წავადექი მთის ნადირებს ჩემში ვაღვიძებდი სულ-ფეთიანს თოფმა იგრიალა კვლავ უღმერთოდ ნადირს უკან მივდევ ტყავ-სისხლიანს. აგერ სულთნ-მბრძოლსაც მივადექი სევდაც შემეპარა გულით-ქვიანს ვისთვის გმირობაა ჯიხვის მოკვლა ვისთვის ცოდვააა და სირცხვილია. გული გავიგრილე ნაკადულით მაგრამ სულს რას ვშველი ცოდვილიანს? დაბლა დავუყევი მოწყენილი ფიქრით მოვყვებოდი ბალახს ცვრიანს. გულში ცეცხლი მენთო სინანულის სხვები მილოცავდნენ სახელიანს. ეს ჩემი ნაჯღაბნი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
დილით ფანჯრებია დაჭირხლული
წუხელ მთებში ისევ უთოვია გარეთ ამინდია შლეგიანი ღამით მთვარეს მზესთან უომია ისევ ყურშა ყმუის უმადური ტყეებს წამიყვანე ნადირიანს ავდექ ავითრიე ტანსაცმელი ხირიმს ავიტაცებ სპილოს ძვლიანს კარში გამოვედი ჩავისუნთქე მადლი შევუთვალე დალის მზიანს ყურშას წკმუტუნმა და სიხარულმა უკვე ცხრა მთასაც კი მიაღწია. ქშენით მივუყვები ნაბილიკარს ყურშამ ტყიანსაც კი მიაწია ნისლით დაფარული ძირს ხევები უკვე მივამგვანე ფარდაგიანს ტყეებს ზამთრისაგან შეწუხებულს უკვე სუდარაც კი ჩაუცვიათ. თოვლმა აირეკლა მზის სხივები უკვე მზერას მჭრიან თვალ სევდიანს აი ყურშამ სადღაც ხევს ჩაჰყეფა ყორნები მოსმენასაც არ მაცდიან აი ამომიჩნდა მურა დათვი ავსულნი თოფის ხმაზე კვლავ კრთებიან ასე ნადირობდა ალბათ ჯარჯი მთები მის ნაკვალევს მისტირიან უკან დავბრუნდები უკუნეთში სახლში ჯალაბობა კვლავ მიცდიან. ბუხარს გაახურებს პაპა გოლა მერე არყის სმასაც მოჰყვებიან ზღაპრებს მოგვიყვება უხუცესი სასმლით ლეგენდები ცოცხლდებიან ისევ კოპალა და იახსარი დევებს ხევ-ხუვებში თავქვე ყრიან ღამე გაილევა ჩვენს ქუხილში ლექსებში ერთმანეთს არ აცდიან, მოდი გაბედე და სადმე წადი სულში დაბნელებას მოგისჯიან. სხვისთვის ნადირობა ხიფათია ჩემთვის რისკია და სხვა ხიბლია. ესეც თუ მოგეწონებათ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2025 - 01:38 |