LEE LOAD-ALL II RELOADER PRESS, ვაზნების მექანიკური სატენი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
LEE LOAD-ALL II RELOADER PRESS, ვაზნების მექანიკური სატენი |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ვაზნების მექანიკური სატენი .
აშშ. კომპანია ლი. სხვადასხვა ცნობის მიხედვით 40 წელიწადია იწარმოება. ![]() კომპაქტური, მსუბუქი და იაფიანი უპრეტენზიო მექანიკური სატენია. გამოდის 12 -16 - 20-28 კალიბრის მასრებისთვის. განვიხილოთ გადატენვის მიმდინარეობა. 1. ნასროლი ვაზნიდან ფისტონის ამოღება. ![]() 2. ცარიელ ბუდეში ახალი ფისტონის ჩასმა ![]() ![]() 3. დენთის ჩაყრა. წინასწარ დაფიქსირებული დენთის მოცულობა, საკეტის მსუბუქი გადაწევის შემდეგ მოთავსდება ვაზნაში. ![]() 4. საცობის ჩასმა. უპირატესობა ენიჭება პიჟ-კონტეინერებს. ![]() 5. საფანტის ჩაყრა. წინასწარ დაფიქსირებული საფანტის მოცულობა, საკეტის მსუბუქი გადმოწევის შემდეგ მოთავსდება ვაზნაში. 6. ვაზნის "ვარსკვლავის" აღდგენა. აღდგენისთვის სატენს გააჩნია ორი პროფილი: ყველაზე გავრცელებული 6 ქიმიანი ვარსკვლავისათვის და მეორე, მრავალქიმიანი ვასრკვლავისათვის. 7. ვაზნის საბოლოო მოხუფვა. ჩემს მიერ დღეს გადატენილი ვაზნები. ![]() კომენტარი: კონტეინერების შერჩევას აქვს დიდი მნიშვნელობა, ქარხნულად მოხუფვისათვის. 1-2 ვაზნა ყოველთვის საექსპერიმენტოა ხოლმე. სატენს აქვს ასევე ვაზნის ქუდის (მეტალის ნაწილის) გასაწური საშუალება. სატენის საშუალებით შეიძლება ნებისმიერი , თქვენთვის სასურველი წონის ვაზნის დატენვა. (აქვს უამრავი საფანტის და დენთის საზომი.) შედარებით ძველ გამოშვებებს მთლიანად მეტალის კორპუსი აქვთ. დღეს დღეისობით პლასტმასის კორპუსითაა ჩანაცვლებული . მე გაზაფხულზე ჩამომივიდა, მას შედმეგ დავტენე 1500 მდე ვაზნა, საერთოდ არ ეტყობა ნახმარობის არაფერი. ჩემმა მეგობარმა LEE LOAD-ALL II RELOADER PRESS-ის საშუალებით დატენა 12-13 000 ვაზნა ! ! ! ! ! ! მუშა მდგომარეობას ინარჩუნებს დღესაც. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 32 რეგისტრ.: 11-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
http://www.amazon.com/Lee-Precision-Shotsh...ywords=load+all
ეს არის ლინკი საიდანაც გამოვიწერე. http://camex.ge/ ეს კიდე ის კომპანიაა რომლითაც ჩამოვიტანე! https://www.usa2georgia.com/ ამ კომპანიით არგამოიწეროთ თორემ არჩამოგიტანენ, მე თავიდან ამ კომპანიით გამოვიწერე და არვიცოდი თურმე მსგავსი პროდუქცია არჩამოაქვს https://www.usa2georgia.com/ კომპანიას და მერე უკან მიბრუნებაზე ვიწვალე თანხა კი დამიბრუნა ამაზონმა მაგრამ კარგად ვიწვალე, ასე რომ პირდაპირ http://camex.ge/ ამ კომპანიით გამოიწერეთ და 2 კვირაში თქვენია! რაც შეეხება ზვირი ჯდება თუ არა პატრონების დატენა: (ქარხნულს რომ ვყიდულობ რც-ს 34 გრამიანებს ერთი შეკვრა ანუ 25 ცალი გირს 18 ლარი) 200 გრამი წამალი "დრაგო" გირს 15 ლარი და მე როგორც ვტენი 1.7 გრამობაზე გამოდის რომ 117 გილზი იტენება თუ ერთ გილზზე ვიანგარიშებთ 1.7 გრამი წამალი გამოდის 13 თეთრი. საფანტი ვიყიდე ანდრო ზვერევისგან ალბათ გეცოდინებათ ეს პიროვნება და 1კილოში გადავიხადე 5.5 ლარი, 34 გრამზე გამოდის რო 1 კილოდან იტენება 29 პატრონა ანუ 1ზე თუ ვიანგარიშებთ გამოვა თითქმის 19 თეტრი (ზუსტად გამოდის 18.7 თეტრი), ჟეველო 1 ცალი გირს 10 თეთრი, რაც შეეხება კონტეინერებს მაგნუმის მაგაზიაში 1 ცალი ღირს 10 თეთრი და არის სტანდარტულთან შედარებით მაღალი კონტეინერები და საფანტის თავზე დაპრესისას მისხალი სიცარიელე რჩება (თუ მაგ კონტეინერებზე უფრო მაგალ კონტეინერებს იშოვით ზალიან მაგრად დაჯდება), ისე მაგაზიებში 5 თეთრი ღირს კონტეინერები მაგრამ დაბლებია და არჯდება კარგად ზალიან დიდ სიცარიელეს იტოვებს თავის მოხვევისას. ცარიელი გილზი არვიცი რაგირს არმიყიდია მე გასროლილი რც-ს გილზები მქონდა 100 ცალი და მაგით დავტენე (ამ გილზებით კიდე დაიტენება მინიმუმ 3 ჯერ მაინც ძალიან კარგი ხარისხის პლასმასებია, ჩემ მეგობარს ქონდა თურქული ქარხნული პატრონები და რამდენიც გაისროლა 90%-ის თავები დასკდა და იმით აგარ დაიტენება). გამოდის რომ მე 1 ვაზნა დამიჯდა 13თ+19თ+10თ+10თ=52თეთრი. ნაყიდი გამოდის 72 თეტრი. 72თ-52თ=20თ მე მიყვარს ჩალიჩი და ჩემ გემოზე ვტენი ![]() ![]() ![]() მემგონი სწორად გამოვითვალე ![]() ![]() ![]() პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია levanimers: Jan 9 2014, 19:16 |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 08:00 |