ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ზეცამ ძველებურად იმგლისფერა
რიჟრაჟს ვეგებები თვირთვილიანს ისევ ვემზადები სანადიროდ ღმერთიმც დამაბრუნებს სახელიანს. ფრთხილად ვიპარები სოფლის ბოლოს ლანდი შეერია უკვე ტყიანს მთებში ღამით ჭინკა დააბოტებს დღისით ხარ- ირემის ყვირილია უკვე მერამდენედ მივაბიჯებ ბილიკს სიპებიც კი გაელია ხევში სადღაც ჭოტი ისე კივის მგონი ხვალ ცოცხალს ვერ მიპოვნიან აი ავახწიე ჭიუხებს და ცოტას მივეფიცხე პირით მზიანს აგერ ცის კიდეზე ჯიხვთა ხოროც მგელ-კაცს დავემსგავსე პირ-სისხლიანს ისევ ვინადირებ უხიფათოთ დედის ლოცვებმაც თუ მომაწია თავზე გადავევლე ზვავიანებს მერე დავუყევი ქარაფიანს ზედვე წავადექი მთის ნადირებს ჩემში ვაღვიძებდი სულ-ფეთიანს თოფმა იგრიალა კვლავ უღმერთოდ ნადირს უკან მივდევ ტყავ-სისხლიანს. აგერ სულთნ-მბრძოლსაც მივადექი სევდაც შემეპარა გულით-ქვიანს ვისთვის გმირობაა ჯიხვის მოკვლა ვისთვის ცოდვააა და სირცხვილია. გული გავიგრილე ნაკადულით მაგრამ სულს რას ვშველი ცოდვილიანს? დაბლა დავუყევი მოწყენილი ფიქრით მოვყვებოდი ბალახს ცვრიანს. გულში ცეცხლი მენთო სინანულის სხვები მილოცავდნენ სახელიანს. ეს ჩემი ნაჯღაბნი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
მინდა გავეხიზნო უგულოებს
აღმა შევუყევი გზა-წვრილიანს ქალაქს ულოკია ჩემი სული მარილს მიმატებდა ჭრილობიანს. უკან მომკიოდა მიკიოტი წინ სულ მთებია და ველებია უკან მიმათრევდნენ უფსკრულებში სადაც სისხლის მსმელი ქაჯებია უნდა გავეცალო უღმერთოებს სადაც მთებია და ხატებია თქვენთან უკვე დადის ცოცხლად მძორი იქ კი უფლის წმინდა გულებია ქუჩებს ბევრი ახსოვს ცოფიანი სახლი თქვენი- "ქავის კარებია" გზაზე ბევრი შემხვდა უმადური ბევრჯერ სიყალბესთან მიომია უნდა გავეხიზნო პარაზიტებს ვნანობ აქამდე რაც მიცხოვრია. თქვენთან ომია და დუღილია იქ კი მხოლოდ ზვავის ქუხილია თქვენთვის უცხო არის ილია და ჩემთვის საუკუნო საგზალია. ჩემთვის მთებში არის სიცოცხლე და თქვენთვის აქეთ მხოლოდ ტრამალია. გზები მახსოვს მხოლოდ სისხლიანი იქ კი ყვავილების ბილიკია. ზოგჯერ თქვენც გიყვარდათ გაგიჟებით გრძნობა ისევ ვერცხლმა გადაძლია. მთაში ქოხებია გულით სავსე თქვენთან ბაბილონის გოდოლია მთები სპეტაკია თოვლისფერი თქვენთან სოდომი და გომორია. ჩემთვის მთავარია ერთგულება თქვენთვის მითია და ზღაპარია. არც მე არ ვყოფილვარ ანგელოზი ბევრი ვიმრუშე და მიპარია მერე ავედევნე ტატოს "მერანს" მერე უფლის გზებით მიარია. ნელა გამოვძვერი ჭაობიდან ახლა მთებში ვარ და მიხარია. ესეც იყოს თუ მოგეწონებათ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2025 - 02:03 |