როგორ განვსაზღვროთ ოპტიკის ვარგისიანობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
როგორ განვსაზღვროთ ოპტიკის ვარგისიანობა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მეგობრებო. მინდა გაგიზიაროთ ჩემი პრაქტიკა თუ როგორ განვსაზღვროთ ხელმისაწვდომი მეთოდით, ოპტიკური სამიზნის ვარგისიანობა. როდესაც პნევმატიკით ვიყავი გატაცებული, და ვატარებდი მრავალნაირ ტესტებს - სიმძლავრე, სიზუსტე გამძლეობა და ა. შ. მივაქციე ყურადღება ერთ გარემოებას - როდესაც გავასწორებდი ოპტიკურ სამიზნეს (ძირითადად ვასწორებდი 25 მეტრზე ზდპ-ს), შემდეგ სხვა დისტანციაზე ხშირად მიზანს ვერ ვარტყავდი, მიუხედავად იმისა, რომ ვითვალისწინებდი ტყვიის ტრაექტორიის ნოლებსა და ეგრეთწოდებულ "პროვისანიეს". და მერე ჩავატარე ასეთი ექსპერიმენტი - ოპტიკური სამიზნე გავასწორე 25 მეტრზე დაწოლილ მდგომარეობაში საყრდენი ბალიშის გამოყენებით. ვისროდი "ჰატსან 105"-დან. ტყვიები "ბარაკუდა მატჩი", 10,5 გრ. 7 გასროლით ჯგუფი გაკეთდა ნორმალური, დაახლოებით 15 მილიმეტრიანი. ზუსტად არ გამიზომია, რადგან ეს არ იყო ჩემი მიზანი. შემდეგ გადავწიე სამიზნე 5 მეტრით. კიდევ 7 გასროლა. შემდეგ ისევ გადავწიე 5 მეტრზე. და ისევ 7 გასროლა. და ა. შ. 60 მეტრამდე. სროლა ხდებოდა ტყეში სრული შტილის დროს. შემდეგ დავიმეორე სროლები 25 მეტრზე უფრო ახლოს მოახლოებული (5 მეტრით) 10 მეტრამდე. და რა შევამჩნიე. ჯგუფები იყო გადაადგილებული არა მარტო ვერტიკალურად. რაც სრულიად მოსალოდნელია (მხედველობაში მაქვს ტყვიის "პროვისანიე") არამედ სრულიად მოუწესრიგებელი (სხვანაირად ვერ გადავთარგმნე "ნეზაკონომერნო") სხვა და სხვა მხარეს, მარჯვნივ, მარცხნივ, ცოტა ზემოთ, ცოტა ქვემოთ და ა. შ. შემდეგ ჩავატარე სროლები ოპტიკის გარეშე. სიზუსტემ მოიკლო, მაგრამ ჯგუფების მოუწესრიგებელი გადადგილება შეწყდა. შემდეგ იგივე ოპტიკით ჩავატარე სროლები "ედგან მატადორით" (კალ. 5,5). იქაც ჯგუფების გაბნევა მოგვცა. შემდეგ ედგანზე დავაყენე "მაკ სნაიპის" ოპტიკა. უკვე გაბნევას ადგილი აღარ ჰქონდა. ამის მერე ეს ექსპერიმენტი ჩავატარეთ სხვა და სხვა თოფზე, სხვა და სხვა ოპტიკით (ძირითადად იყო ჩინური ოპტიკები, რომელთა დასახელებებსაც ყველას ვერ გავიხსენებ. მახსოვს იყო "ტასკო", "გამო" ...).აქედან გამოვიტანე დასკვანა, რომ თუ ასეთ გარემოებას აქვს ადგილი, ეს არის ოპტიკის ბრალი , და ასეთი ოპტიკა არ გარემონტდება.
და კიდევ ერთ გარემოებას მივაქციე ყურადღება. ეს ეხება იმ ოპტიკებს, რომლებსაც არ აქვთ ფიქსირებული მოახლოება, ანუ ობიექტის გადიდება. იაფფასიან ჩინურ ოპტიკებზე ზუმერის ტრიალის დროს ხდება ჯგუფების მოუწესრიგებელი გადადგილება. ამის მიზეზია ოპტიკურ სამიზნეში არსებული მოძრავ მექანიზმებს შორის არსებული "ლუფტი". მართალია ეს სროლები ხდებოდა პნევმატური თოფებიდან, მაგრამ ვფიქრობ, რომ იგივე შეიძლება განმეორდეს ცეცხლსასროლიდან სროლის დროსაც. მართალია ამ შემთხვევაში სროლის დისტანცია უფრო მეტი იქნება, მაგრამ ეფექტი კი ანალოგიური. გარდა ამისა, დამწყებებს შემიძლია შევთავაზო "ბარაბნების" ტრიალის ჩემი მეთოდი, რომელიც მდგომარეობს შემდგომში - ავირჩიოთ "ბარაბნების" დამაფიქსირებელი ბრუნვის მიმართულება. მე არჩეული მაქვს საათის ისრის მიმართულება. მე მხედველობაში მაქვს სიტუაცია, როდესაც საჭიროა სროლის წერთილის გადაადგილება მაგ. ზემოდან ქვემოთ 3 "შელჩოლით", ვატრიალებ "ბარაბანს" საათის ისრის მიმართულებით 3 "შელჩოკით". ასევე , თუ საჭიროა სროლის წერთილის გადადგილება მარჯვნიდან მარცხნივ 4 "შელჩოკით", ვატრიალებ ჰორიზონტალური რეგულირების "ბარაბანს" 4 "შელჩოკით" საათის ისრის მიმართულებით. ახლა , იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა სროლის წერთილის გადაადგილება ქვემოდან ზემოთ 3 "შელჩოკით", ვატრიალებ ვერტიკალური რეგულირების "ბარაბანს" საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ 10 "შელჩოკით", და შემდეგ კი საათის ისრის მიმართულებით 7 "შელჩოკით". იგივეს ვაკეთებთ ჰორიზონტალურ სიბრტყეში რეგულირების დროს. თუ საჭიროა 4 "შელჩოკით" სროლის წერტილის გადაადგილება მარცხნიდან მარჯვნივ - 11 "შელჩოკი" საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ, და შემდეგ 7 შელჩოკი საათის ისრის მიმართულებით. ეს საჭიროა იმისათვის რათა სარეგულირებელ მექანიზმებში არსებულიმა "ლუფტებმა" ხელი არ შეგვიშალოს. რა თქმა უნდა ასეტი ოპერაცია არაა აუცილებელი "სვაროსკისა" და "ცეისის" ძვირფასი ოპტიკების გამოყენების შემთხვევაში. ვიმედოვნებ, რომ ზემოთ ხსენებული ინფო რაიმე სარგებლობას მოუტანს მკითხველს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ძამა, megreli.
სამწუხაროდ ვიდეოსთვის ტექნიკური საშუალებები არ გამაჩნია. რაც შეეხება "შელჩოკებთან" (ქართილად ალბათ დაწკაპუნება იქნება და მეც ასე გამოვიყენებ მომავალში) დაკავშირებულ ქმედებებს. მე მხედველობაში მაქვს შემდეგი - მაგალითად. გვინდა სამი დაწკაპუნება საათის ისრის მიმართულებით. ეგრეც გავაკეთეთ. და აღმოჩნდა რომ ბევრია, და გადავწყვიტეთ უკან დავაბრუნოთ ერთი დაწკაპუნება. შეიძლება მოხდეს ისე რომ არაფერი არ მოხდეს. ანუ სროლის წერტილი არ გადაადგილდეს. ჩვენ კიდევ ერთ დაწკაპუნებას ვაკეთებთ უკან (საათის ისრის საწინაარმდეგოდ). და ისევ არაფერი. კიდევ ვაკეთებთ ერთ დაწკაპუნებას უკან (ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გადმოვწიოთ სროლის წერტილი უკან), და...უკვე ძალიან ბევრად გადმოიწია უკან. ეს ხდება როცა ოპტიკის სარეგულირო მექანიზმში ზედმეტზე მეტი ლუფტია. რა თქმა უნდა ამ მექანიზმში არის ზამბარა, მაგრამ ზოგჯერ მისი ძალა საკმარისი არ არის. ასეთი გარემოების თავიდან ასაცილებლად მე "ბარაბნის" ბოლო დამაფიქსირებელ ბრუნს, ხაზს ვუსვამ, ბოლო დამაფიქსირებელ ბრუნს ვაკეთებ საათის ისრის მიმართულებით. სხვამ ეს მიმართულება შეიძლება აირჩიოს პირიქით, ანუ საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ. მაგრამ საჭიროა, რომ ეს წესი არასდროს არ შეცვალოს. კიდევ გავიმეორებ მაგალითს. საჭიროა სამი დაწკაპუნება მარცხნიდან მარჯვნივ. მე ვაკეთებ 10 დაწკაპუნებას უკან, ანუ საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ, და შემდეგ კი 7 დაწკაპუნებას საწინააღმდეგო მხარეს. გამოვიდა 10-7=3 დაწკაპუნებას საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ. მე მგონი გასაგებად დავწერე. თუ მინდა სამი დაწკაპუნება მარჯვნიდან მარცხნივ, მაშინ ვაკეთებ მხოლოდ სამ დაწკაპუნებას საათის ისრის მიმართულებით. კიდევ ერთი რასაც ვხმარობდი ოპტიკის გამოყენების დროს, რათა ყურად მეღო ტყვიის "პროვისანიე". ამისათვის თოფის კონდახზე დაკრული მქონდა "შპარგალკა" დიაგრამა. სადაც ნაჩვენები იყო თუ რამდენი მილდოტით რა მანძილზე უნდა დამემიზნებია მიზნის ზემოთ ან ქვემოთ. თუ ოპტიკა იყო მილდოტის გარეშე, მაშინ ვწერდი სანტიმეტრებს. ნადირობის დროს თვალით (სამწუხაროდ მანძილმზომი არ მქონდა) ვზომავდი მანძილს მიზნამდე, მერე დავხედავდი "შპარგალკას" და... ხშირად ობიექტი ჩემი იყო ხოლმე. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 08:39 |