ივრის ჭალები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ივრის ჭალები |
Dec 23 2009, 14:15
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 918 რეგისტრ.: 11-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
|
|
|
Jan 15 2014, 22:36
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
გოგიტა
ეს არის რაც მე ვნახე. თუ უკეთესი ისტორიები გაქვთ, თქვენ დაწერეთ. მე მაქ "უკეთესი" უარესი ისტორია ; თავს ვიკავებდი, მგრამ ჯობია მეც ვთქვა ; დეკემბრის შუა რიცხვებში მეგობრები ვესტუმრეთ კაკაბზე სანადიროდ. ვიყავით 4 , ფასი 150 ლარი თითოზე, ლიმიტი ერთ მონადირეზე 6-7 ფრინველი; 4*150 =600 ლარი ცოტა არ იყოს იკბინებოდა, მაგრამ საახალწლოდ მივეცით თავს უფლება. დავუკავშირდით საგარეჯოს ეგერს, გადაგვამისამართა სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებ (სახელი აღარ მახსოვს) „ეგერთან“ . უთენია მივადექით სოფელს, ჩავისვით „ეგერი“ და გავუდექით მეურნეობისკენ მიმავალ გზას. დაახლოებით შუა გზაში (მშვენივრად ვიცნო მაგ ადგილებს, ულიანოვკიდან ტარიბანამდე ) „მასპინზელმა“ შეგვაჩერა და 1 საათი უშედეგოდ ვიარეთ და ვჩხრიკეთ ცხვარმოდებული ხევ-ხუვები. ბოლოს ჩემ გურულ მეგობარს მოთმინების ფიალა გაუპიპინდა და არც ისე მორიდებით მოთხოვა „ეგერს“ „შიგ“ მეურნეობაში შევეყვანეთ. ... გადავიარეთ მდ. იორი და მივადექით საკაკბე ფერდობებს. ბევრი რო არ გავაგრძელო კიდე 3 საათი უშედეგოდ ვიბოდიალეთ , ერთი კაკაბიც არ გვინახავს. რა სანადირო მეურნეობა ?! ცხვარ - ძროხას მიქონდა იქაურობა. ბოლოს მივაცილეთ პატივცემული სახლამდე , უხმოდ დავშორდით (ბოდიში კი მოიხადა). უკვე საღმო იყო და დავგაზეთ სახლისკენ, ძალიან დაღლილები და გაწბილებულები . |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2024 - 10:29 |