ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ზეცამ ძველებურად იმგლისფერა
რიჟრაჟს ვეგებები თვირთვილიანს ისევ ვემზადები სანადიროდ ღმერთიმც დამაბრუნებს სახელიანს. ფრთხილად ვიპარები სოფლის ბოლოს ლანდი შეერია უკვე ტყიანს მთებში ღამით ჭინკა დააბოტებს დღისით ხარ- ირემის ყვირილია უკვე მერამდენედ მივაბიჯებ ბილიკს სიპებიც კი გაელია ხევში სადღაც ჭოტი ისე კივის მგონი ხვალ ცოცხალს ვერ მიპოვნიან აი ავახწიე ჭიუხებს და ცოტას მივეფიცხე პირით მზიანს აგერ ცის კიდეზე ჯიხვთა ხოროც მგელ-კაცს დავემსგავსე პირ-სისხლიანს ისევ ვინადირებ უხიფათოთ დედის ლოცვებმაც თუ მომაწია თავზე გადავევლე ზვავიანებს მერე დავუყევი ქარაფიანს ზედვე წავადექი მთის ნადირებს ჩემში ვაღვიძებდი სულ-ფეთიანს თოფმა იგრიალა კვლავ უღმერთოდ ნადირს უკან მივდევ ტყავ-სისხლიანს. აგერ სულთნ-მბრძოლსაც მივადექი სევდაც შემეპარა გულით-ქვიანს ვისთვის გმირობაა ჯიხვის მოკვლა ვისთვის ცოდვააა და სირცხვილია. გული გავიგრილე ნაკადულით მაგრამ სულს რას ვშველი ცოდვილიანს? დაბლა დავუყევი მოწყენილი ფიქრით მოვყვებოდი ბალახს ცვრიანს. გულში ცეცხლი მენთო სინანულის სხვები მილოცავდნენ სახელიანს. ეს ჩემი ნაჯღაბნი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ღამით სიზმარი მეწვია
ამიტაცა და ამრია სადღაც საფლავებს მიმაგდო სადღაც სულეთში გამრია. აქეთ უმკლაო მუცალი იქით ჯოყოლაც სტანია. სისხლი გმართებსო შენ ჩვენი ცოდვებით დანაღვარია. კაცმა კაცურად უნდა ზღო რაც დატოვილი ვალია. თვალი ვარიდე გავწიტლდი ავტირდი როგორც ქალია. თვალი მარიდა ორივემ შეცბა და ზიზღიც გარია. წახდენილანო ბეჩავნი ზვიადაურის გვარია. ასეთ ცოცხალსა რით ვერ სჯობს, ის ჩვენი ხანჯლით მკვდარია ??? გული ცოცხლობსო იმისი, ღირსებაც ისევ საღია. ეს ცოცხალ ლეშად ქცეულა, ფეხს გვილოკს როგორც ძაღლია. ამას ჩვენს გვერდით რა უნდა გულჩვილი ჩვენ რას გვარგია, სად იყო, იქვე მიაგდეთ, იქ უღირსების ტახტია. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2025 - 01:45 |