ცვლილებები გარემოს დაცვის სამინისტროში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ცვლილებები გარემოს დაცვის სამინისტროში |
![]()
პოსტი
#1
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
დღეს ხელი მოეწერა ტყის ქათამზე ნადირობის ვადის გაგრძელებაზე 1 მარტამდე !!
კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე სამინისტოს მიერ !! შევიდა კორექტირებები პოლიციელების ან საჯარო მოხელეების მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში , ჯარიმის სრულად დაკისრების და მკაცრი გაფრთხილების ან სამსახურის დატოვების შესახებ (გაჩნია კანონდარღვევას) !! ხვალე დილით 9 საათიდან რადიო პალიტრაში გამოვლენ გიორგი მეტრეველი(ჭალიმგელა) , კახა ჩავლეიშვილი(ჩავლე) და დაწვრილებით ისაუბრებენ ცვლილებებზეც !! ჭალიმგელას ინტერნეტი არ აქვს და ამ დღეებში დადებს ზუსტ დებულებას ცვლილებების შესახებ !! |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ექპსერტებსა და მეცნიერთა რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მიიღო გადაწყვეტილება გადამფრენ ფრინველზე - ტყის ქათამზე ნადირობის ვადის 1 მარტამდე გაგრძელების თაობაზე. აღნიშნული სახეობის ფრინველზე ნადირობა დაშვებული იყო ყოველი წლის 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე და ითვალისწინებდა მათ მოპოვებას გადაფრენის დროს (დღეში 7 ფრინველის ოდენობით) და არ ითვალისწინებდა ამ სახეობის მოზამთრე ფრინველზე ნადირობას. ამასთან, ამ სახეობის მოზამთრე ფრინველთა რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე მიგრანტისა. შესაბამისად, ტყის ქათამზე ნადირობის ვადა გაგრძელდა პირველ მარტამდე, ხოლო მისი მოპოვების დღიური ოდენობა განისაზღვრა 3 ერთეული ფრინველით. ტყის ქათამზე ნადირობის ვადის 1 მარტამდე გაგრძელების და მისი დღიურად მოსაპოვებელი ოდენობის 3 ერთეული ფრინველით განსაზღვრის თაობაზე, შესაბამისი ცვლილება იქნა შეტანილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის №95 ბრზანებით დამტკიცებულ ”ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ” დებულებაში. აღნიშნული ცვლილება ძალაშია 2014 წლის 16 იანვრიდან. წყარო https://www.facebook.com/MOEgeorgia |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 06:42 |