ტყის ქათამი (ვალდშნეპი), ვალდშნეპის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტყის ქათამი (ვალდშნეპი), ვალდშნეპის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,041 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ...internatebi ![]() |
![]() ტყის ქათამი ტყის ქათამი მოზდილი ზომის ფრინველია,წონით 270_340 გრამი. მამალი დედალზე დიდა. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმია არაა გამოხატული, იგი ინდივიდულაურად ცვალებადობს. სხეულის ზემო მხარე უპირატესად ჭრელია, მოშავო_მურა, მოჟანგისფერო_ქარცი და ღია რუხი ფერებით. შუბლი ღია ჩალისფერია;კეფაზე ფართო ჟანგისფერი და მურა შავი განივი ზოლებია. სხეულის ქვემო მხარეზე მოქარცისფერო-რუხი და მურა მურა ფერის განივი ზოლებია. ნიკაპი და ყელი თეთრია. გრძელი და ბოლოში ხორკლიანია, წვივი გალოსთანშესახსრებამდე შემოსილია. სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ტყის ზონას, დასავლეთ ბრიტანეთის, აზორისა და კანარის კუნძულებიდან (მაგრამ არ ბუდობს პირენიეს ნახევარკუნძულზე), აღმოსავლეთითიაპონიის ჩათვლით. ჩრდილოეთი საზღვარი სკანდინავიაში აღწევს 70_ე, ფინეთში 66_ე პარალელამდე; შემდეგ გაივლის კარელიაზე, შუა ტუნგუსკის შესართავთან და მიდის ოხოტის ზღვამდე. სამხრეთით ბუდობს ალპებში, ბულგარეთში, კარპატებში, ხარკოვისა და ვორონეჟის ოლქებში, ურალის სამხრეთ ნაწილში, ტომსკამდე, ბარნაულამდე, ალთაიზე, ჩრდილოეთმორგონელსა და ზღვისპირეთში. საქარტველოსი პაქტობრვივი მასალით ბუდობა დაფიქსირებული არაა.ზამთრობს ბრიტანეთში, პირენიის ნახევარკუნძულზე, საქარტველოში ბლომად მოიპივება მიმოფრენის დროს.ერტეულები გვხვდება ზამთარშიც. ბინადრობს ხშირი უღრანი ტყის მასივებში, სადაც განვითარებული ქვეტყე და ტენიანი ნიადაგებია. მიმოფრენის დროს და ზამთარში ეტანება ტყის დაცჰაობებულ ნაკვეთებს მეტწილად დაბლობებში და ბუჩქნარებს. პოლიგამური ფრინველია, ბუდეს დედალი აწყობს, მამლის მონაწილეობის გარეშე. ბუდე, როგორც წესი, მოთავსებული ხშირი ტბის მიყრუებულ უბნებში და ამოფენილია ხმელი ბარალით. 4 კვერცხს დებს აპრილის პირველ ნახევარში, კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 24 დღემდე გრძელდება. ტყის ქათმის მთავარი საკვებია ჭიაყელა. ჭAმს ნაირგვარ მწერთა მტაცებლებსაც, აგრეთვე ზრდასრულ მწერებსაც, პატარა პეპლებს, ხოჭოებს და სხვა............. იკვებება მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებით და კენტრით. ყოველ მხრივ სასარგებლო ფრივნელია, მაგრამ, განსაკუთრებული ღირებულება აქვს როგორც სპორტულინადირობის ობიექტს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Don. vano
განა ერთ ნადირობაზე რამდენ ქათამს ხოცავთ 3 რომ გეცოტავებათ? ![]() ![]() ამ საწყალ ვალდშნეპს ისიც ეყოფა ფარ-პროჯექტორებით რო აჩანაგებენ. 10 დღის წინ დაუჭერიათ გურიაში 183 ცალი ყავდათ მოკლული სამწუხარო ფაქტია,მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა რომ გარემოს დაცვის ბრალიცაა ნაწილობრივ ასეთი ფქტები... თუ დამიჯერებთ,ბევრმა მართლა არ იცის რომ ფარით ნადიობა აკრძალულია და ლიმიტებზე საუბარი საერთოდ ზედმეტია... ისიც მესმის რომ 183 ერთ ნადირობაზე ყველას და ყველაფერს ცდება... მე იმის თქმა მინდა რომ ხალხი არაა ინფორმირებული ჯერაც,კი ვინც ამ ფორუმზე შემოდის და კითხულობს გაიტანს აქედან ამ ინფორმაციას,მაგრამ იმათმა საიდან გაიგონ ვინც აქ არ შემოდის?ვინც ჟურნალს ვერ (არ) ყიდულობს სეზონის გახსნის წინ?რომელშიც უკვე რამდენიმე წელია ზედიზედ წერენ ლიმიტებზე,ვადებზე და ლიცენზიაზე... გარემოს დაცვა იქნება ეს თუ სხვა ორგანო მეტი ინფრომაცია უნდა გასცენ...დღესაც ბევრგან გონიათ რომ ერთგვარი ტრადიციაა ქათამზე ფარით ნადირობა და აზრზე არ არიან,კანონების და ლიმიტების... სადაც თოფებს აფორმებენ და ტარების ნებართვას აძლევენ,რა მოხდება რომ იქვე(შენობაში) გააკრან პატარა ბანერი?რომელზეც ეწერება,უპირველესი წესები რაც უნდა დაიცვას მონადირემ...არ ვამბობ რომ კანონები და მუხლები ჩამოწერონ... როცა საბუთს აძლევენ,რა მოხდება ერთ თაბახის ფურცელზე დაწერილი მთავარი პრინციპებიც გააყოლონ ხელს ? რომელზეც ეწერება,ლიმიტი და წესები ნადირობის(ელექტრო მანოკებზე და ფარებზე...სხვა აკრძალევბზე და ჯარიმებზე) ნერვები მეშლება რომ არ ხდება ინფორმაციის გაცემა,დავიჯერო რომ გარემოს დაცვვის ინსპექციას არ შეუძლია რომელიმე ტელევიზიაში 5-10 წუთიანი რეპორტაჟი გააკეთოს ამ საკითხზე ? მოკლედ რა... ჩვენი ფორუმელს გაგრინსკის კიდევ ერთხელ მადლობა,რომ ერთხელ პირდაპირ ეთერში გამოიტანა ელ.მანოკი და ილაპარაკა მის თვისებებზე..აი მას მერეც ბევრმა გაიგო რომ არ შეიძლებოდა მაგით ნადირობა...მიატოვეს თუ არა ეგ არ ვიცი,მაგრამ ინფორმაცია ხომ მიიღეს ? ბევრმა ვიცი რომ მიატოვა,მას მერე რაც გაიგო თუ რამხელაა ჯარიმა და ა.შ... ნუ მოკლედ რომ ვთქვა მეტი აქტიურობააა საჭირო ინფორმაციის მიწოდებისათვის და ნელნელა ყველაფერს ეშველება ! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th May 2025 - 05:25 |