რომელ მეძებარ ძაღლს ანიჭებთ უპირატესობას? და რატო |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რომელ მეძებარ ძაღლს ანიჭებთ უპირატესობას? და რატო |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 41 რეგისტრ.: 17-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ოპა აქ ამბავი ატყდება
![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
მეძებრებს რაც შეეხება.
ფრინველზე ნაბულით მომუშავე ძაღლები, საქართველოში შემოიყვანეს 19-ე საუკუნის მეორე ნახევარში, უფრო ბოლო მეოთხედში, რუსეთიდან რასაკვირველია. ბუნებრივია, მათი აღმნიშვნელი კონკრეტული ტერმინი ქართულში არ არსებობდა. ინგლისურად - pointing dog (ნაბულის მქონე, ნაბულით მომუშავე ფრინველის ძაღლი). რუსულად - ЛЕГАВАЯ (მწოლიარე, წოლელა - ნაბულის სტილიდან გამომდინარე). ინგლისურიდან თარგმანი ზუსტია, მაგრამ არაპრაქტიკული და მოუხერხებელი, რადგან რამდენიმე სიტყვისგან შედგება. რუსულიდან თარგმნა არ ღირს, რადგან მათი ტერმინი არაზუსტია და აზრობრივად მხოლოდ სეტერებს გულისხმობს. ეტყობა რუსები თავდაპირველად, წოლელა ნაბულის მქონე სეტერებს გაეცნენ და ეს ტერმინიც გაჩნდა, რაც შემდეგ ყველა ჯიშის მეძებრის გამაერთიანებელ სახელად იქცა. ეს ტერმინი 19-ე საუკუნიდან მოდის, ტრადიციულია და არავინ აპირებს მის შეცვლას, მიუხედავად მისი უზუსტობისა. სიტყვა "მეძებარი" ისტორიულად უფრო ფართო გაგებით გამოიყენებოდა და ყნოსვის მეშვეობით მომუშავე ნებისმიერი სანადირო ძაღლის აღმნიშვნელი იქნებოდა. იგი იგულისხმებდა ნადირზე და ფრინველზე მონადირე ნებისმიერ ჯიშს, მწევრების გარდა. თანამედროვე ქართულში, ყნოსვით მომუშავე სანადირო ძაღლები ტერმინოლოგიურად დიფერენცირებულია ძირითადი ჯგუფების მიხედვით: მეძებრები,მდევრები, მყეფრები. თითქმის საუკუნეა, რაც ნაბულის მქონე ფრინველის ძაღლებს ტერმინ მეძებრით მოიხსენიებენ, ესეც ტრადიციაა, თანაც ეტყობა, ენის რესურსმა უფრო ზუსტი განმსაზღვრელი ვერ შექმნა. ბლადჰაუნდები და ბიგლები მდევრებია. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th August 2025 - 19:16 |