ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ზეცამ ძველებურად იმგლისფერა
რიჟრაჟს ვეგებები თვირთვილიანს ისევ ვემზადები სანადიროდ ღმერთიმც დამაბრუნებს სახელიანს. ფრთხილად ვიპარები სოფლის ბოლოს ლანდი შეერია უკვე ტყიანს მთებში ღამით ჭინკა დააბოტებს დღისით ხარ- ირემის ყვირილია უკვე მერამდენედ მივაბიჯებ ბილიკს სიპებიც კი გაელია ხევში სადღაც ჭოტი ისე კივის მგონი ხვალ ცოცხალს ვერ მიპოვნიან აი ავახწიე ჭიუხებს და ცოტას მივეფიცხე პირით მზიანს აგერ ცის კიდეზე ჯიხვთა ხოროც მგელ-კაცს დავემსგავსე პირ-სისხლიანს ისევ ვინადირებ უხიფათოთ დედის ლოცვებმაც თუ მომაწია თავზე გადავევლე ზვავიანებს მერე დავუყევი ქარაფიანს ზედვე წავადექი მთის ნადირებს ჩემში ვაღვიძებდი სულ-ფეთიანს თოფმა იგრიალა კვლავ უღმერთოდ ნადირს უკან მივდევ ტყავ-სისხლიანს. აგერ სულთნ-მბრძოლსაც მივადექი სევდაც შემეპარა გულით-ქვიანს ვისთვის გმირობაა ჯიხვის მოკვლა ვისთვის ცოდვააა და სირცხვილია. გული გავიგრილე ნაკადულით მაგრამ სულს რას ვშველი ცოდვილიანს? დაბლა დავუყევი მოწყენილი ფიქრით მოვყვებოდი ბალახს ცვრიანს. გულში ცეცხლი მენთო სინანულის სხვები მილოცავდნენ სახელიანს. ეს ჩემი ნაჯღაბნი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ჩემს ტკივილს, უცხოს არასდროს ვანდობ
მავანნი მყისვე გიჟათ ჩამთვლიან. მე სხვანაირი ტკივილით მტკივა, ჩემი დარდები სხვა გზით დადიან. მე დაჩეხილი მუხები მტკივა, პეპლის სიმცირე, გულში გამჩრია. მტკივა ზამთარში დამზრალი მიწა, ნისლი საკუთარ სუნთქვად მაჩნია. მე ამ გაყინულ ენძელებს ვჩივი, ყინვამ დაღები რომ დაამჩნია. მთაში ჩამოშლილ ზვავებზე ვდარდობ, სიბრალული რომ არ გააჩნიათ. ზღვის თავზე დაღლილ ფრინველზე ვგლოვობ, თბილი ქვეყანა რომ აირჩია. მე დაკოდილი ირემი მტკივა სისხლი ფოთლებს რომ უკვე არია. ხმელი ფოთლების სიკვდილი მტკივა, ხეებს სამოსი რომ არ აცვიათ. მე გაჩეხილი ვაზები მტკივა, მე ეს ბუნება დარდად მაჩნია. თქვენ მხოლოთ თქვენი ტკივილი გტკივათ, ყვავილზე დარდი მე გამაჩნია. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2025 - 02:05 |