ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
Jan 8 2014, 09:26
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
ზეცამ ძველებურად იმგლისფერა
რიჟრაჟს ვეგებები თვირთვილიანს ისევ ვემზადები სანადიროდ ღმერთიმც დამაბრუნებს სახელიანს. ფრთხილად ვიპარები სოფლის ბოლოს ლანდი შეერია უკვე ტყიანს მთებში ღამით ჭინკა დააბოტებს დღისით ხარ- ირემის ყვირილია უკვე მერამდენედ მივაბიჯებ ბილიკს სიპებიც კი გაელია ხევში სადღაც ჭოტი ისე კივის მგონი ხვალ ცოცხალს ვერ მიპოვნიან აი ავახწიე ჭიუხებს და ცოტას მივეფიცხე პირით მზიანს აგერ ცის კიდეზე ჯიხვთა ხოროც მგელ-კაცს დავემსგავსე პირ-სისხლიანს ისევ ვინადირებ უხიფათოთ დედის ლოცვებმაც თუ მომაწია თავზე გადავევლე ზვავიანებს მერე დავუყევი ქარაფიანს ზედვე წავადექი მთის ნადირებს ჩემში ვაღვიძებდი სულ-ფეთიანს თოფმა იგრიალა კვლავ უღმერთოდ ნადირს უკან მივდევ ტყავ-სისხლიანს. აგერ სულთნ-მბრძოლსაც მივადექი სევდაც შემეპარა გულით-ქვიანს ვისთვის გმირობაა ჯიხვის მოკვლა ვისთვის ცოდვააა და სირცხვილია. გული გავიგრილე ნაკადულით მაგრამ სულს რას ვშველი ცოდვილიანს? დაბლა დავუყევი მოწყენილი ფიქრით მოვყვებოდი ბალახს ცვრიანს. გულში ცეცხლი მენთო სინანულის სხვები მილოცავდნენ სახელიანს. ეს ჩემი ნაჯღაბნი |
|
|
|
![]() |
Jan 27 2014, 15:35
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
ესეც აქ იყოს
გარიყული მზე ჩაიწვერა კავკასიონზე, სხივებს ჯერ კიდევ გამოჰყოლიათ, ზაფხულისგან შერჩენილი სითბო, არა და ზაფხული უკვე, უფსკრულის პირას იდგა და საცაა უკანასკნელად კრავდა ხელს, ოქოსფერი შემოდგომა ბოლომდე გადასაჩეხათ. ირგვლივ უკვე ყველაფერი შეეწუხებინა და ყველაფრისთვის დაემჩნია თავისი კვალი, აბეზარ ბუღსა და სიცხეს. ყველაფერს ოქროსფერი დაჰკრავდა და ხმობა ეტყობოდა. ეს ყველაფერი შორიდან რაღაც ზღაპრულ ფერთა პალიტრას ქმნიდა. სულ უბრალო ბალახებიც კი , გმირულად ხვდებოდნენ სიცოცხლის ციკლის დამთავრებას და ნიავზე ნარ-ნარად ირწეოდნენ, შემოდგომის გრილ ნიავს გულ-მკერდს ისე უშვერდნენ , როგორც უკანასკნელ ამოსუნთქვას. სულ უბრალო ჭიანჭველაც კი გრძნობდა, ზამთრის მოახლოებას და ისინიც შემოდგომის ფუსფუსში ჩამბულიყვნენ. შემოდგომის მთვარიანი ღამე ფეხაკრეფით შემოიპარა, მთის პატარა სოფელში. მთელი დღის ფუსფუსში დაღლილ სოფელს , უკვე ღრმა ძილით ჩასძინებოდა. მხოლოთ სოფლის ძაღლები თუ შეუყეფავდნენ , ღამეულ ლანდებს შიგა და შიგ. ერთი განაპირა ქოხიდან მკრთალად მოჩანდა სინათლე. ქოხი თქო ვახსენე და ან სად ეცალა მის პატრონს, ნორმალური სახლის ასაშენებლად. მთელი თავისი სიცოცხლე , ტყე -ღრეში ხეტიალსა და ნადირობაში დაეღამებინა. თვითონ კიდევაც განიცდიდა თავის მდგომარეობას, მითუმეტეს რომ უკვე ხანში შესულ ბერ-ბიჭად ქცეულიყო და უშვილძიროდ დარჩენილიყო. ერთხელ ყვარებოდა კიდეც , მაგრამ თქმა ვერ გაებედა, ქალი სხვას შეუღლებოდა, მას კი დღემდე ისევ უანგაროდ , იმდენად წრფელი სიყვარულით უყვარდა, რომ სხვა ქალისკენ არც კი გაუხედავს. თავის გულის ნადებსა და საიდუმლოს მხოლოთ მთებს, ყვავილებს, ხეებს და ჩანჩქერებს უმხელდა. ბევრჯერ სცადა მოეშალა ეს თავისი ახირება და ტყე-ღრეში წანწალი, მასაც სხვებივით ეცხოვრა, მარა არაფერი გამოუვიდა, ეს მისი ავადმყოფობა იყო, უკურნებელი სენი. ამისთვის იყო დაბადებული და ასე უნდა ეცხოვრა, ბუნება მისი სულის ნაწილი გამხდარიყო და ადამიანებისგან დაკლებულ სითბოს ის უვსებდა. აი ახლაც სანადიროთ ემზადებოდა, თვალები უელავდა, რაღაც სხვანაირი სხივი უკრთოდა, სხივი ხვალინდელი დღის ნეტარებისა. გაამზადა ყველაფერი, იქვე ბუხრის გვერდით, თავისივე გაკეთებულ ტახტზე მიწვა, მარა მთელი ღამე არ დაუძინია. თავში ათასი ფიქრი და დარდი უტრიალებდა. მისი ფიქრი და დარდიც კი ყველასგან განსხვავებული იყო. გადახედავდა ბუხართან დაგროვილ ხმელ კუნძებს და ნაღვლიანი ხმით ჩაილაპარაკებდა, გუშინ შუა გორზე ნედლი მუხები დაუჭრიათ და ამ სიტყვებს მთელ ნაღველს თან ამოაყოლებდა. თავად ნედლ ხეს არასდროს მოსჭრიდა, დადიოდა და ეძებდა ხმელ , გადაქცეულ ხეებს და მათაც რუდუნებით , ბოდიშის მოხდით მოათრევდა სახლში. მთელი ღამე სტკიოდა მოჭრილი მუხები. გამთენიისას წამოდგა , აუშვა ჯიშიანი მეძებარი, თავისებურად მოეფერა , წინ აიდევნა და დაადგა ვიწრო ბილიკს მთებისკენ. მიდიოდა და თვითვეულ ხესთან, თვითვეულ ბალახთან ჩერდებოდა და როგორც საკუთარ შვილს ისე ათვალიერებდა, თბილად ესაუბრებოდა. იქ ხეს ჩამოხრილ ტოტს გაუსწორებდა, გახმობის პირას მისულ ყვავილებს, წყალს აპკურებდა. ვისაც შემოდგომა მთებში არ უნახავს, მისთვის ვერანაირი ლამაზი სიტყვებით ვერ აღვწერ ამ ზღაპრულ სილამაზეს, ეს უბრალოდ საკუთარი თვალით უნდა ნახო და შეიგრძნო. უყურებდა ფშაური ფარდაგივით აჭრელებულ ტყეს გიგია და გულში სითბო ეღვრებოდა. ნადირობა ვახსენე და სანადიროთაც , მხოლოთ და მხოლოთ ლამაზი განცდებისთვის დადიოდა. რამდენჯერ გასცინებია ირონიული ღიმილით, როდესაც რომელიმე ვაი მონადირე, მთავარ აქცენტს ნანადირევის რაოდენობაზე აკეთებდა და ამით თითქოს ყველას უმტკიცებდა, თავის უპირატესობას ამ სათუთ და ფაქიზ საქმეში. გიგია თითქოს ადამიანი არც იყო, შემთხვევით იყო ამ დედამიწაზე მოვლენილი, ან იქნებ ზუსტად ის იყო ადამიანი და სხვები იყვნენ, მუტაცია გამოვლილი მაქციები. მთელი დღე იხეტიალა გიგიამ, ტკბებოდა ბუნებით და მეძებრის ლამაზი მუშაობით. ყოველი ამოფრენილი ტყის ქათმის თუ როჭოს შემდეგ , პატარა ბავშვივით აღფრთოვანებას ვერ მალავდა. რამ დაგაფრთხო შე ქათამო შენა, არაფერს გერჩი, იფრინე თავისუფლად, გაალამაზე ბუნება, მიაძახებდა უკან და თვალს ჰორიზონტამდე გააყოლებდა. საღამოს დაღლილ დაქანცული, სოფლის ორღობეს რომ მოატანდა, გამოლაგდებოდნენ გულ-ქვა მეზობლები და გიგიას ირონიული ტონით კითხავდნენ, კიდევ ცარელა დაბრუნდი გიგია? ოო როგორ ეჯავრებოდა ეს კითხვა გიგიას. არავის ესმოდა რომ ყველაზე სავსე სწორეთ მაშინ ბრუნდებოდაა. მიდიოდა გიგია და თან მიჰყვებოდა ბანებზე გადმომდგარი მეზობლების, ქირქილი და ხორხოცი. ამ დროს ყველაზე მეტად წყევლიდა გიგია თავისი გაჩენის დღეს და უფალსაც ყველაზე მეტად საყვედურობდა, სადმე უღრან ტყეში მუხის ხედ რომ არ დაბადა და მისთვის გაუცხოვებულ, მოაზროვნე ნაძირალებში გააჩინა. |
|
|
|
aragveli ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება . Jan 8 2014, 09:26
სვანი არაგველი საღოლ ძმა... Jan 8 2014, 17:28
aragveli ციტატა(სვანი @ Jan 8 20... Jan 8 2014, 17:44
ლეკი ციტატა(aragveli @ Jan 8 2014, 10... Jan 8 2014, 20:03
aragveli დილით ფანჯრებია და... Jan 9 2014, 09:13
kajuberi aragveli
შენ აღარ ხუმრო... Jan 9 2014, 09:18
Hubert aragveli საღოლ ძმაო!... Jan 9 2014, 09:23
aragveli მადლობა გაიხარეთ. Jan 9 2014, 09:27
hunter88 aragveli
საღოლ მაგრებ... Jan 9 2014, 15:46
aragveli მინდა გავეხიზნო უგ... Jan 10 2014, 10:33
kajuberi aragveli
საღოლ მაგარ... Jan 10 2014, 10:38
Hubert aragveli Jan 10 2014, 10:42
aragveli მხოლოდ რწმენა და მ... Jan 10 2014, 11:07
megreli aragveli
სხვების სიტყვ... Jan 11 2014, 13:04
aragveli არ არის საჭირო იყო... Jan 11 2014, 13:58
aragveli მთვარეს შესცივნია ... Jan 13 2014, 10:23
kajuberi aragveli
წიგნის გამოცე... Jan 13 2014, 10:28
aragveli არა მგონია ღირდეს. ... Jan 13 2014, 10:34
aragveli მე რომ მეგონა უშენ... Jan 15 2014, 16:29
aragveli ღამით სიზმარი მეწვ... Jan 16 2014, 10:53
kajuberi aragveli Jan 16 2014, 11:48
Hubert aragveli არა ძმაო უეჭვ... Jan 16 2014, 12:05
aragveli ვნახოთ ვნახოთ თუ ე... Jan 16 2014, 13:53
aragveli მზე იძინებდა კავკა... Jan 16 2014, 15:52
aragveli უნდა ვცოვრობდეთ, ს... Jan 19 2014, 10:06
aragveli ნისლები, სავალ ბილ... Jan 20 2014, 11:23
aragveli ჩემს ტკივილს, უცხო... Jan 21 2014, 10:23
kajuberi aragveli
საღოლ .შენზე კრ... Jan 21 2014, 10:37
Hubert ციტატა(kajuberi @ Jan 21 2014, 11... Jan 21 2014, 10:40
aragveli მადლობა ბიჭებო გაი... Jan 21 2014, 10:53
aragveli ბარო რათა ხარ ჩუმა... Jan 25 2014, 13:02
kajuberi aragveli Jan 27 2014, 16:17
aragveli ღმერთო გაიმეტე ოცნ... Jan 27 2014, 16:40
marco-polo aragveli Jan 27 2014, 18:07
aragveli ყელში ამოვიდა გაჩუ... Jan 28 2014, 14:52
ზახარა aragveli Jan 28 2014, 14:54
aragveli თოვლმა მრავალი გზე... Jan 30 2014, 15:07
kajuberi aragveli
შენი შემოქმედე... Jan 30 2014, 15:22
aragveli კი ჩემებია. Jan 30 2014, 15:59
kajuberi იფიქრე რაც გითხარ... Jan 30 2014, 16:00
aragveli გაზაფხულის პირზე თ... Jan 30 2014, 16:21
Hubert RE: ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება . Jan 30 2014, 19:55
gonchatniki aragveli, ალიკ რატომ ფიქ... Jan 30 2014, 20:30
aragveli გაიხარეთ მადლობა ყ... Jan 30 2014, 20:55
aragveli თოვდა ისეთი სინაზი... Jan 31 2014, 14:59
aragveli მე სხვანაირი სამყა... Feb 1 2014, 11:13
Hubert ყოჩაღ არაგველო !... Feb 1 2014, 11:35
aragveli სადაც ნისლები ფეხქ... Feb 6 2014, 09:50
aragveli ჩემი დეიდაშვილია , ... Feb 7 2014, 16:03
giuli ალიკ დათოს ველაპარ... Feb 7 2014, 20:18
შადი შამოდი სიმღერა ძალიან კარ... Feb 7 2014, 21:06
assassin29 aragveli
შემატოკა რასა... Feb 7 2014, 21:27
ჰერცოგი aragveli
კარგია ქართველ... Feb 7 2014, 21:52
aragveli დიდი მადლობა ყველა... Feb 8 2014, 06:53
aragveli შენ სასთუმალთან, ა... Feb 20 2014, 12:01
kajuberi aragveli
საღოლ Feb 20 2014, 12:02
aragveli ხომ შეიძლება გეცხო... Feb 20 2014, 12:06
kajuberi RE: ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება . Feb 20 2014, 12:06
ზახარა RE: ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება . Feb 25 2014, 00:37
ამური არაგველო Feb 25 2014, 01:10
ჭალიმგელა aragveli
დალევა და ქეიფ... Feb 25 2014, 08:03
aragveli გაიხარეთ მადლობა. ... Feb 25 2014, 09:05
achiko-l მალადეც ალიკ,ლექსე... Feb 25 2014, 09:06
aragveli ***********************
ქარი აღვი... Feb 25 2014, 09:12
ნუკრიMax რაც კარგია, მაინც კ... Feb 25 2014, 09:14
გოგიტა ეს თემა პირველად ვ... Feb 25 2014, 10:55
kajuberi aragveli
საღოლ მაგარ... Feb 25 2014, 11:09
dato6 aragveli რაც კარგია-კარ... Feb 25 2014, 11:42
aragveli მადლობა ყველას შემ... Feb 25 2014, 11:52
Hubert არა ძმაო მართლა მა... Feb 25 2014, 13:17
longi aragveli
მალდეც ძმაო ყო... Feb 25 2014, 15:29
marco-polo aragveli გაიხარე ძმაო,კა... Feb 25 2014, 16:06
ilara გადასარევია წერე ძ... Feb 25 2014, 18:58
jaba_gugesha RE: ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება . Feb 25 2014, 19:04
aragveli ვეღარ მოვქაჩე, თავ -... Feb 26 2014, 16:20
aragveli მონადირის ჩანახატ... Feb 26 2014, 18:05
zurakaxeloo' ეხლა ვნახე ეს თემა.... Feb 26 2014, 18:14
aragveli ისევ წვიმები, ეს ბო... Feb 27 2014, 09:44
aragveli ვუყურებ წარსულში,
... Feb 28 2014, 16:28
ნუკრიMax ალექს, გამომცემლობ... Feb 28 2014, 18:22
aragveli არა ნუკრი არსად, პო... Feb 28 2014, 18:52
ზახარა ციტატა(aleksandre @ 28th February... Feb 28 2014, 20:28
aragveli დედამიწა სამყაროს ... Mar 2 2014, 10:37
kajuberi RE: ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება . Mar 3 2014, 08:53
aragveli გაზაფხულს ქალაქში ... Mar 3 2014, 10:03
aragveli ************************
ზეცა დაბზ... Mar 4 2014, 08:46
masterjoni RE: ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება . Mar 5 2014, 06:48
kajuberi ციტატა(aleksandre @ 28th February... Mar 5 2014, 08:49
achiko-l ციტატა(kajuberi @ Mar 5 2014, 09... Mar 5 2014, 14:27
aragveli რატომ გავრბივარ ყო... Mar 5 2014, 12:47
nikoloz dvali ჯიგარი ხარ ... მაგრა... Mar 5 2014, 14:07
aragveli გაიხარეთ მადლობა. ... Mar 5 2014, 15:03
achiko-l ციტატა(aragveli @ Mar 5 2014, 16... Mar 6 2014, 10:15
nikoloz dvali ცუდია მეც მაინტერე... Mar 5 2014, 15:25
aragveli როცა მზის სხივებს ... Mar 6 2014, 09:35
aragveli არა აჩი იქ არ გამოვ... Mar 6 2014, 12:56
aragveli სადაურობას როდესა... Mar 7 2014, 13:17
kajuberi aragveli
ესეთი ლექსი ჯე... Mar 7 2014, 13:39
ilariona ციტატა(kajuberi @ 7th March 2014 ... Mar 7 2014, 13:41![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th October 2025 - 00:35 |