ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ზეცამ ძველებურად იმგლისფერა
რიჟრაჟს ვეგებები თვირთვილიანს ისევ ვემზადები სანადიროდ ღმერთიმც დამაბრუნებს სახელიანს. ფრთხილად ვიპარები სოფლის ბოლოს ლანდი შეერია უკვე ტყიანს მთებში ღამით ჭინკა დააბოტებს დღისით ხარ- ირემის ყვირილია უკვე მერამდენედ მივაბიჯებ ბილიკს სიპებიც კი გაელია ხევში სადღაც ჭოტი ისე კივის მგონი ხვალ ცოცხალს ვერ მიპოვნიან აი ავახწიე ჭიუხებს და ცოტას მივეფიცხე პირით მზიანს აგერ ცის კიდეზე ჯიხვთა ხოროც მგელ-კაცს დავემსგავსე პირ-სისხლიანს ისევ ვინადირებ უხიფათოთ დედის ლოცვებმაც თუ მომაწია თავზე გადავევლე ზვავიანებს მერე დავუყევი ქარაფიანს ზედვე წავადექი მთის ნადირებს ჩემში ვაღვიძებდი სულ-ფეთიანს თოფმა იგრიალა კვლავ უღმერთოდ ნადირს უკან მივდევ ტყავ-სისხლიანს. აგერ სულთნ-მბრძოლსაც მივადექი სევდაც შემეპარა გულით-ქვიანს ვისთვის გმირობაა ჯიხვის მოკვლა ვისთვის ცოდვააა და სირცხვილია. გული გავიგრილე ნაკადულით მაგრამ სულს რას ვშველი ცოდვილიანს? დაბლა დავუყევი მოწყენილი ფიქრით მოვყვებოდი ბალახს ცვრიანს. გულში ცეცხლი მენთო სინანულის სხვები მილოცავდნენ სახელიანს. ეს ჩემი ნაჯღაბნი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
გაზაფხულის პირზე თოვა,
ზამთრის ბოლო ბრძოლად მოვა. ყინვის ბოლო გაბრძოლებას, მზის სხივები დაუტოლდა. დედამიწის გაყინულ გულს, ენძელები დაუგროვდა. გაზაფხულის თბილ მარწუხებს, ყინვა სადღაც გაურბოდა. სადღაც ნამქერს, მზის სხივები, ქარებს უცებ გაუქრობდა. სადღაც მთებში ხარ ირემი, მწვანე ბალახს , ფურს უყოფდა. ბოლო ფიფქებს ობლებივით, გულს არავინ გაუყოფდა. შემოპარულ მარტის თვეში, მხოლოდ მთებსღა გაუთოვდა. მოდიოდა გაზაფხული, ენძელების გულს ათბობდა. ########## მომბეზრდა ბრძოლა ნისლში გახვეულს, ირგვლივ ქაჯები რომ დამხვევიან. მოჩანდა სადღაც სინათლის სხივი, ჯანღი იმასაც გადაეხვია. ზოგჯერ ხელებზე მთას დავატევდი, ზოგჯერ მარცვალიც არ დამტევია. ზოგჯერ ოცნებას ცხადად ვაქცევდი, ზოგჯერ ოცნებაც არ მაბადია. სიზმრები ღმერთმა თქვენთვის ინება, მე აბა ძილი სად გამაჩნია. სიმდიდრე თქვენთვის, ბროლის კოშკია. მე კი ეს მთებიც სახლად მაჩნია. ვიბრძვი სადამდეც საწუთრო მაცლის, სანამ სამშობლოს ცულით მაჭრიან. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2025 - 01:57 |