ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ზეცამ ძველებურად იმგლისფერა
რიჟრაჟს ვეგებები თვირთვილიანს ისევ ვემზადები სანადიროდ ღმერთიმც დამაბრუნებს სახელიანს. ფრთხილად ვიპარები სოფლის ბოლოს ლანდი შეერია უკვე ტყიანს მთებში ღამით ჭინკა დააბოტებს დღისით ხარ- ირემის ყვირილია უკვე მერამდენედ მივაბიჯებ ბილიკს სიპებიც კი გაელია ხევში სადღაც ჭოტი ისე კივის მგონი ხვალ ცოცხალს ვერ მიპოვნიან აი ავახწიე ჭიუხებს და ცოტას მივეფიცხე პირით მზიანს აგერ ცის კიდეზე ჯიხვთა ხოროც მგელ-კაცს დავემსგავსე პირ-სისხლიანს ისევ ვინადირებ უხიფათოთ დედის ლოცვებმაც თუ მომაწია თავზე გადავევლე ზვავიანებს მერე დავუყევი ქარაფიანს ზედვე წავადექი მთის ნადირებს ჩემში ვაღვიძებდი სულ-ფეთიანს თოფმა იგრიალა კვლავ უღმერთოდ ნადირს უკან მივდევ ტყავ-სისხლიანს. აგერ სულთნ-მბრძოლსაც მივადექი სევდაც შემეპარა გულით-ქვიანს ვისთვის გმირობაა ჯიხვის მოკვლა ვისთვის ცოდვააა და სირცხვილია. გული გავიგრილე ნაკადულით მაგრამ სულს რას ვშველი ცოდვილიანს? დაბლა დავუყევი მოწყენილი ფიქრით მოვყვებოდი ბალახს ცვრიანს. გულში ცეცხლი მენთო სინანულის სხვები მილოცავდნენ სახელიანს. ეს ჩემი ნაჯღაბნი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
მე სხვანაირი სამყარო მსურდა,
ჩემთან ზღაპრების ცეცხლი ელავდა. ჩემს ბედთან ძაღლი რას გახდებოდა, ძაღლის მაგივრად მგლები ყეფავდა. თვალწინ დამიკლეს წლებმა წიქარა, და ასფურცელა სადღაც ფეთქავდა. თავი მომიჭრეს ნაცარქექიას, დევი მის თავზე ხანჯლებს ფერავდა. დამინაკუწეს წლებმა სამეფო, წლები სულისთვის ჩარჩოს ჰკერავდა. გამინაპირეს რეალობაში და ბედი ჩემთვის ხანჯალს ლესავდა. ************************** შემოდგომაა ტატნობზე ნისლის ფთილები ყრიაო. ბევრი ვიარე მგელივით, გადავიარე ფრიალო. გადავიტყავე მუხლები, ხევებში ზვავი ყრიაო. სული შემბერე ნიავო სანამ შარს გადამყრიანო. მთიდან რომ სივრცეს გავცქერი, მეფენიც თავს მიხრიანო. მკლავზე რომ ღრუბლებს დაიწვენ, ბატონი ვინ მიგდიაო. თავისუფლების აკვანი სწორეთ მთამ დაარწიაო. მე აქ სიკვდილსაც ყაბულს ვარ, თუ წერამ მომიწიაო. წამოუბერეს ქარებმა, ნისლი მთას გადადიანო. ღამეს ეხებში ვათენებ, სიპები ძილში მცდიანო. დღისით ასას წყალს მივტოპავ, მხრით ზეცა მიკავიაო. ჯიხვები უნდა მოვხელო, ცოდვები გავიმთლიანო. თუ ერთხელ ჯიხვი დათოფე, მოწამლული ხარ ტიალო. მერე თუნდ ცოლი გაგექცეს, მაინც ვერ დაგიშლიანო. თუკი შუნ -ჯიხვი დავთოფო, ნუ გამითენებ მზიანსო. ცის ნამი ქუჩის ღერებზე ცრემლებად ჩამოდიანო. გული ხარ- ჯიხვზეც შემტკივა, ისიც ხომ ვაჟკაციაო. როგორც ალუდას, მუცალი ხან ისე სულში მჭრიანო. რა ვქნა უფალო შემინდე, გული არ დამიზიანო. ჩემი ბრალი ხომ ის არის, მონადირე რომ მქვიანო. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2025 - 21:41 |