უნდა იყოს თუ არა მელასა და ტურაზე ნადირობა ნებადართული |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
უნდა იყოს თუ არა მელასა და ტურაზე ნადირობა ნებადართული |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
აბა ვინ რა აზრის ვართ?
ჩემი აზრით დღევანდელი მათი რაოდენობა საშუალებას უნდა აძლევდეს მონადირეს ინადიროს. თორემ ძაან დაგვჩაგრეს გონჩატნიკები. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ სანადირო საქმე სახელმწიფო სტრუქტურების დონეზე მიგდებულია.
გარემოს დაცვაში ნუთუ არ უნდა იყოს დეპარტამენტი ნადირობის შესახებ? ეს იმ ქვეყანაში, სადაც მონადირეების პროცენტი საკმაოდ მაღალია. უბრალოდ ფეხებზე კიდიათ, არ აინტერესებთ. ან გდი-ის მუშაობა მოგწონთ? ღამით, პროჟექტორებით, მწყერს რომ აგროვებენ, დენით რომ თევზაობენ მასიურად, მაგათ სდიონ. მაისში, თბილისის გარშემო (მაგ.ზღვაზე), დღისით-მზისით მწყერზე ნადირობენ. მაგათ დაჭერას რა უნდა... ტურასა და მელას რაც შეეხება, ეგეც მწვანე აზროვნების, დილეტანტიზმისა და ფეხებზემკიდიობის შედეგია. ტურაც და მელაც მრავლადაა (განსაკუთრებით პირველი) და მათ პოპულაციის შემცირების არანაირი ტენდენცია შეინიშნება. პირიქით, ტურა ისე გამრავლდა ბოლო თხუთმეტი წელია, რომ ისეთ ადგილებში გამოჩნდა, სადაც არ ხვდებოდათ. თანაც გარეული ფრიმველისთვის მიყენებული ზარალი გავითვალისწინოთ. კომუნისტების დროს ტურა-მელაზე ნადირობა შეუზღუდავი იყო სეზონის განმავლობაში. რა გაწყვიტეს? ასე ადვილი ა მისი მოპოვება? ასე დილეტანტებს ჰგონიათ. რეგულირება მაგათაც ხომ სჭირდებათ. მდევრებით მონადირეები საერთოდ ბრაკონიერების რანგში გადაიყვანეს. წესით უნდა ითვლიდნენ რაოდენობას, მერე უნდა შეაფასონ პოპულაციის მდგომარეობა და გაარკვიონ, ნადირობა საფრთხისმომტანი იქნება მისთვის თუ არა. მაგრამ, ვინაა დამთვლელი? ყავთ კი კადრები? მონადირეებს არ ეკითხებიან, არ ენდობიან, ეტყობა სისხლისმსმელი მკვლელები ჰგონიათ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th May 2025 - 20:49 |