ხოხობი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ხოხობი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ეს თემა ვერ ვნახე და რატომ არ გვაქვს??
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ესეიგი მეგობრებო რჩევა მჭირდება.
საქმე იმაშია, რომ რამდენიმე წელია დასავლეთში ისევ გამოჩნდა ეს დალოცვილი "კოლხელი" , სიმართლე გითხრათ ბევრს შეხვდა ჩვენ სოფელში (მეც). მაგრამ განუკითხავად ჟლეტენ დედა ბუდიანად, სიმინდის ყანებში საკვებად გამოსულებს . აი როცა შემოდგომა მიილევა და სიმინდის ჩალა-ჩაფარა მოიჭრება დასამალი აღარაა ნაყანებში, შედის ისევ გაუვალ, ეკალ-ბარდიან ადგილებში , სადაც ვერც კაცი და ვერც ტურა ვერ აწუხებს. ეს ერთადერთი ბუნებრივი დამცავი , გადამრჩენელი და შემომნახველია ამ ულამაზესი და უკეთილშობილესი ფრინველისა საქართველოში. ...მაგრამ დილაობით მაინც გამოდის განაპირა ნაყანებში და ეძებს დარჩენილ სიმინდს და ჩემდა გასაკვირად ლობიოსაც. ... აი აქ კი პოულობს მეძებარიც და საფანტიც ((( ჩემი მიზანია ფრინველს შეუქმნა ისეთი პირობები , რომ: 1. საკვებად "გარეთ" არ გამოვიდეს და 2 გამოიკვებოს ზამთარში. (ფაქტიურად ურთიერთშემცველია) რა გსმენიათ ხოხბის რაციონის შესახებ ? რაც ყველამ ვიცით ( კულტურული მარცვლეული, მაყვალი, სურო და კურკანტელა) მაგას არ ვგულისხმობ. რამე ისეთი რაც შეიძლება ბუნებაში დაირგოს, სასურველია მრავალწლოვანი, და მისმა ნაყოფმა მკაცრი ზამთარი გადაატანინონ ფრინველს. მე აი ამ მცენარეს ვფიქრობ კოწახურის ხე ![]() შინაური ფრინველი, შაშვი , ჩხართვი და სკვინჩა მშვენივრად მიირტმევს. აბა თქვენ რას მირჩევთ ? ძალიან გთხოვთ თემატურად პოსტეთ !!! ისედაც გაბახებულია ეს თემა პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია LeoTaso: Feb 14 2014, 20:08 |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 22:00 |