დრათჰაარი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
დრათჰაარი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
დრათჰაარი (Drahthaar) ანუ გერმანული უხეშბალნიანი მეძებარი, რომელსაც სხვადასხვა ქართულ და უცხოურ ლიტერატურაში უხეშბალნიან კონტინენტალურ ბეძებარსაც უწოდებენ (მაგ, "სანადირო ძაღლი" პ. ჟორდანია თბ. 1954 წ.), ერთ-ერთი გავრცელებული მეძებრის ჯიშია საქართველოში და საკმაო სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს ჩვენს მონადირეთა შორის.
მისი წარმოშობის ისტორია უკავშირდება კიდევ ორ გერმანულ მეძებარს: კურცჰაარსა და ლანგჰაარს. ამ სამ ჯიშს საერთო ფესვები აქვს და გერმანული ტომების ფეხ-დაფეხ შემოვლილი აქვთ პრაქტიკულად მთელი კონტინენტური ევროპა. ამიტომაც სამართლიანად ჰქვიათ კონტინენტური მეძებრები. დრატჰაარი გამოირჩევა დიდი ენერგიულობით, გამძლეობით, მუყაითობით. მას იყენებენ არა მარტო ფრინველზე, არამედ ნადირზე სანადიროდაც და ორივე სფეროში საკმაოდ დიდ წარმატებებს აღწევს. მისი დაგეშვა იწყება 7-8 თვის ასაკიდან. ეძებს ფრინველს ძირითადად ქვეყნოსვით, კვალზე დევნით. ძალიან გამოსადეგია ტყის ქათამზე და დაჭრილ წყალმცურავებზე სანადიროდ. როგორც წესი აპორტირებას აკეთებს სწავლების გარეშე. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 270 რეგისტრ.: 24-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
არსებობს უხეშბალნიანი მეძებრების, მრავალი სახეობა, რომელთაგან ძალიან ბევრი ჩამოგავს--"გერმანულ დრათჰაარს": "გრიფონ კარტალასი", 'იტალიური სპინონი", "პუდელპოინტერი", 'ჩეხური ფაუსეკი' და სხვა. ერთი შეხედვით ზოგიერთის გარჩევა, თითქმის შეუძლებელია. გერმანელები ამბობენ რომ ამერიკაში გავრცელებული--"გერმანული უხეშბალნიანი პოინტერი"(ვერ გაარჩევ რამე განსხვავებას) სულ სხვა ჯიშია და არ არის-"გერმანული დრათჰაარი". იმას არ ამტკიცებენ, რომ ეს უკანასკნელი უფრო მაგარი ჯიშია, უბრალოდ სხვაა და მორჩა. დიდი მნიშვნელობა აქვს სელექციას, გერმანელები ამას ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ჯიშის გაუმჯობესებაზე ყოველთვის ზრუნავენ, ამის მაგალითია ჯიშის კერძოდ--"გერმანული დრათჰაარის" დახვეწა, როგორც ექსტერიერის მხრივ, ასევე მუშაობის უნარით. ერთ მაგალითს მოვიყვან, წმინდა გერმანული დრათჰაარი( და არა მარტო ეს ჯიში) რომელიმე პრეშტიჟული კლუბიდან რომ შეიძინო, აუცილებლად უნდა ჩააბარო ნორმატივები, ძაღლს ფრინველზე ნადირობასთან ერთად აუცილებლად უნდა ასწავლო--სისხლიან კვალზე ძებნა. ეს აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლეკვს ჩამოგართმევენ და გადასცემენ სხვას.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd June 2025 - 16:35 |