სეზონის ერთობლივი დახურვა, მტაცებელზე ნადირობა - ჭიაურში, 16 . 02 . 2014 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სეზონის ერთობლივი დახურვა, მტაცებელზე ნადირობა - ჭიაურში, 16 . 02 . 2014 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დასასრულს მიუახლოვდა კიდევ ერთი სეზონი და კლუბი დიდი გულმოდგინებით ელოდა, შიძლება ითქვას, უკვე ტრადიციად ქცეულ საერთო შეკრებას და რიტუალად ქცეულ “საერთო დახურვას”.
ამჯერად უკვე მეორე წელია, ვიკრიბებით და ჭიაურის სამონადირეო მეურნეობას ვსტუმრობთ. მადლობა მეურნეობის მესვეურთ, ამ ურთიერთ სასარგებლო საქმისთვის. ნადირობა მტაცებელ ცხოველებზე (მგელი, ტურა, მელა, ენოტი), საკმაოდ აზარტული და შრომატევადია, თუმცა ეს უფრო მეტ სტიმულს აძლევს ყველა მონადირეს და შედეგიანი დასასრულის შემთხვევაში, უდიდეს სიამოვნებას პირდება. მაშ ასე: ![]() ![]() ![]() 32 ჟინით აღტკინებული და გადარეული მონადირე შეიკრიბა დილის 6 საათზე თბილისში. 32 რჩეული ვაჟკაცი იწევდა კახეთის მტაცებლების დასალაშქრად. 32 აიარაღ ასხმული და ეკიპირებული მეომარი არღვევდა დილის მყუდროებას სასტუმრო “რედისონი”-ს წინ. 32 მგზნებარე გული ბაგუნობდა მკერდში და ლამობდა გარეთ გამოვარდნას. 32 კაცს, გაკვირვებული შეჰყურებდა მიწისქვეშეთიდან ამოსული დილის პედერასტები და უშნო ბოზები. 32 მონადირე , როგორც იქნა მოთავსდა მანქანებში და გაუყვა კახეთის გზატკეცილს. ![]() თუმცა იყო გაუთვალისწინებელი მანქანის გაფუჭებაც, სევდა, ჩაძინებულ და ვერ წამოსული მეგობრების გამო და უკვე ადგილზე ჩასულთ, მდევარივით უკან გამოკიდებული მანქანებიც. კარგა გათენებული იყო, ადგილზე რომ ჩავედით. დილის წახემსების დრო არვის ქონდაო, წერს მატიანე. მცირე ინსტრუქტაჟი როგორც პრეზიდენტისგან , ასევე მეურნეობის ადგილობრივი წარმომადგენლისგან, აიარაღის აწყობა-ასხმა და ჯარი მზად იყო ტყის დასალაშქრად. ![]() ![]() ![]() ლამაზი სანახავი იყო, ერთ მწკრივში, ჩუმად ტყეში შემავალი მონადირეები. განაწილება ნომრებში და ნანატრი ხმა მარეკისა.. გავარდა შორი ახლოს ერთი, მეორე, მესამე…. . . დაიწკავწკავა პირველმა ნადირმა. . . . ე.ი. არის. . . . “ნეტავ ჩემკენ არაფერი გამოვა?”-დარწმუნებული ვარ ასე ფიქრობდა თითეული ჩვენგანი და სულგანაბული ელოდა იმ “არაფერს”. . . . გავარდა უკვა მეორე მხარეს, კიდევ , კიდევ მოისმა თოფის ხმა , გაფაციცებით აკვირდები ტყეს და აგერ ჩემს გვერდში დაუშვა ვიღაცამ კიდევ სასხლეტი, ერთი მეორე, მესამე. . . . გვერდზე მდგომი მამუკა ახდენს ამჯერად საკონტროლო გასროლას... კიდევ ცოტა ხანი და ჰოი, ჩემი ჯერიც მოვიდა, ერთი გასროლა, ჯერ მგელი მეგონა , მაგრამ მიწაზე გაგორებულს რომ დავაკვირდა, ტურიკო იყო, ისევ მამუკას საკონტროლო გასროლა და უკნასკნელად გაიქნია ფეხი ცხონებულმა. კიდევ ცოტა ხანი და კიდევ ერთი გამობრძანდა, მაგრამ შემამჩნია, მიტრიალდა და იქ უვე მოტრიალება აღარ აცალეს, ისე გაუყოლეს მოუსავალს. პირველი სარეკი დამთვრდა , შედეგი 12 ტურა და 1 მელა. აიყარა ნომრები, შევიკრიბეთ და მეორე სარეკისკენ გავემართეთ. აქ უკვე შედეგი 8 ტურა, მაგრამ ვერ ვითმენთ, მეტი გვინდა , გვინდა რაც მთავარია მგელი. . . თუმცა წელს "ნუკაბაძის" გარეშე მოგვიწია ნადირობის დასრულება. სარეკი მესამე თუმცა კი კანტიკუნტად, მაგრამ მაინც გაისმა რამოდენიმე გასროლა. საერთო შედეგი 22 ტურა და 1 მელა. უზომოდ კმაყოფილები ვართ ჩვენც და მასპინძლებიც. უკმაყოფილებას, მხოლოდ მწკრივში ჩაწიკჭიკებული ტურები გამოთქვამენ და ისიც მდუმარედ. დაიწყო ფოტო-სესია, ხან ერთობლივი და ხან ინდივიდუალური გადაღებები. ზოგი საიდან წამოვუწექით ტურიკოებს და ზოგი საიდან. მცირე დასვენება და სანაქებო ნადიმი, რომლის დასასრულიც მაინცდამაინც კარგად ვერ მახსოვს. მთვარია ყველაფერი მშვიდობიანად და შედეგიანად დასრულდა. მივიღეთ კლუბის წევრობის კანდიდატები, კლუბში რასაც გულით ვულოცავ ყველას. მადლობა ორგანიზატორებს, მადლობა მონაწილეებს, გადამღებ ჯგუფს და ჯრნალისტებს, მძღოლებს და თითოეულ მონაწილეს უნაკლოდ შესრულებუილი გასვლისთვის. პ.ს. ახლა რაც მაქვს იმ სურათებს დავდებ და დანარჩენი თქვენ მიამატეთ, ყმაწვილებო. სიუჟეტი მაესტროდან |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
ყოჩაღ მეამყებით
![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 16:31 |