სეზონის ერთობლივი დახურვა, მტაცებელზე ნადირობა - ჭიაურში, 16 . 02 . 2014 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სეზონის ერთობლივი დახურვა, მტაცებელზე ნადირობა - ჭიაურში, 16 . 02 . 2014 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დასასრულს მიუახლოვდა კიდევ ერთი სეზონი და კლუბი დიდი გულმოდგინებით ელოდა, შიძლება ითქვას, უკვე ტრადიციად ქცეულ საერთო შეკრებას და რიტუალად ქცეულ “საერთო დახურვას”.
ამჯერად უკვე მეორე წელია, ვიკრიბებით და ჭიაურის სამონადირეო მეურნეობას ვსტუმრობთ. მადლობა მეურნეობის მესვეურთ, ამ ურთიერთ სასარგებლო საქმისთვის. ნადირობა მტაცებელ ცხოველებზე (მგელი, ტურა, მელა, ენოტი), საკმაოდ აზარტული და შრომატევადია, თუმცა ეს უფრო მეტ სტიმულს აძლევს ყველა მონადირეს და შედეგიანი დასასრულის შემთხვევაში, უდიდეს სიამოვნებას პირდება. მაშ ასე: ![]() ![]() ![]() 32 ჟინით აღტკინებული და გადარეული მონადირე შეიკრიბა დილის 6 საათზე თბილისში. 32 რჩეული ვაჟკაცი იწევდა კახეთის მტაცებლების დასალაშქრად. 32 აიარაღ ასხმული და ეკიპირებული მეომარი არღვევდა დილის მყუდროებას სასტუმრო “რედისონი”-ს წინ. 32 მგზნებარე გული ბაგუნობდა მკერდში და ლამობდა გარეთ გამოვარდნას. 32 კაცს, გაკვირვებული შეჰყურებდა მიწისქვეშეთიდან ამოსული დილის პედერასტები და უშნო ბოზები. 32 მონადირე , როგორც იქნა მოთავსდა მანქანებში და გაუყვა კახეთის გზატკეცილს. ![]() თუმცა იყო გაუთვალისწინებელი მანქანის გაფუჭებაც, სევდა, ჩაძინებულ და ვერ წამოსული მეგობრების გამო და უკვე ადგილზე ჩასულთ, მდევარივით უკან გამოკიდებული მანქანებიც. კარგა გათენებული იყო, ადგილზე რომ ჩავედით. დილის წახემსების დრო არვის ქონდაო, წერს მატიანე. მცირე ინსტრუქტაჟი როგორც პრეზიდენტისგან , ასევე მეურნეობის ადგილობრივი წარმომადგენლისგან, აიარაღის აწყობა-ასხმა და ჯარი მზად იყო ტყის დასალაშქრად. ![]() ![]() ![]() ლამაზი სანახავი იყო, ერთ მწკრივში, ჩუმად ტყეში შემავალი მონადირეები. განაწილება ნომრებში და ნანატრი ხმა მარეკისა.. გავარდა შორი ახლოს ერთი, მეორე, მესამე…. . . დაიწკავწკავა პირველმა ნადირმა. . . . ე.ი. არის. . . . “ნეტავ ჩემკენ არაფერი გამოვა?”-დარწმუნებული ვარ ასე ფიქრობდა თითეული ჩვენგანი და სულგანაბული ელოდა იმ “არაფერს”. . . . გავარდა უკვა მეორე მხარეს, კიდევ , კიდევ მოისმა თოფის ხმა , გაფაციცებით აკვირდები ტყეს და აგერ ჩემს გვერდში დაუშვა ვიღაცამ კიდევ სასხლეტი, ერთი მეორე, მესამე. . . . გვერდზე მდგომი მამუკა ახდენს ამჯერად საკონტროლო გასროლას... კიდევ ცოტა ხანი და ჰოი, ჩემი ჯერიც მოვიდა, ერთი გასროლა, ჯერ მგელი მეგონა , მაგრამ მიწაზე გაგორებულს რომ დავაკვირდა, ტურიკო იყო, ისევ მამუკას საკონტროლო გასროლა და უკნასკნელად გაიქნია ფეხი ცხონებულმა. კიდევ ცოტა ხანი და კიდევ ერთი გამობრძანდა, მაგრამ შემამჩნია, მიტრიალდა და იქ უვე მოტრიალება აღარ აცალეს, ისე გაუყოლეს მოუსავალს. პირველი სარეკი დამთვრდა , შედეგი 12 ტურა და 1 მელა. აიყარა ნომრები, შევიკრიბეთ და მეორე სარეკისკენ გავემართეთ. აქ უკვე შედეგი 8 ტურა, მაგრამ ვერ ვითმენთ, მეტი გვინდა , გვინდა რაც მთავარია მგელი. . . თუმცა წელს "ნუკაბაძის" გარეშე მოგვიწია ნადირობის დასრულება. სარეკი მესამე თუმცა კი კანტიკუნტად, მაგრამ მაინც გაისმა რამოდენიმე გასროლა. საერთო შედეგი 22 ტურა და 1 მელა. უზომოდ კმაყოფილები ვართ ჩვენც და მასპინძლებიც. უკმაყოფილებას, მხოლოდ მწკრივში ჩაწიკჭიკებული ტურები გამოთქვამენ და ისიც მდუმარედ. დაიწყო ფოტო-სესია, ხან ერთობლივი და ხან ინდივიდუალური გადაღებები. ზოგი საიდან წამოვუწექით ტურიკოებს და ზოგი საიდან. მცირე დასვენება და სანაქებო ნადიმი, რომლის დასასრულიც მაინცდამაინც კარგად ვერ მახსოვს. მთვარია ყველაფერი მშვიდობიანად და შედეგიანად დასრულდა. მივიღეთ კლუბის წევრობის კანდიდატები, კლუბში რასაც გულით ვულოცავ ყველას. მადლობა ორგანიზატორებს, მადლობა მონაწილეებს, გადამღებ ჯგუფს და ჯრნალისტებს, მძღოლებს და თითოეულ მონაწილეს უნაკლოდ შესრულებუილი გასვლისთვის. პ.ს. ახლა რაც მაქვს იმ სურათებს დავდებ და დანარჩენი თქვენ მიამატეთ, ყმაწვილებო. სიუჟეტი მაესტროდან |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,812 რეგისტრ.: 13-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი ![]() |
რადგან ბატონი ჩელიოსი არ იშლის მეც დავსწერამ ერთი-ორ სიტყვას
![]() პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა კლუბ ოჩოპინტრეს მადლობა მოვუხადო იმისათვის რომ დამპატიჟა გასვლაზე და + კლუბში მიმიღო ოფიციალურად. მადლობა ბიჭებო! ![]() გასვლამდე 2 კვირით ადრე ვიცოდი უკვე გასვლის ამბავი, წინასწარ შევემზადე ფსიქოლოგიურად, შემდეგ გადავხედე მუშაობის გრაფიკს და დავინახე რომ მეცალა მაგ დღეს, უფრო დიდი შემართებით განვაგრძე ამ დღისათვის მომზადება, მაგრამ ბოლო დღეს წავაწყდი უდიდეს პრობლემას, თბილისამდე ჩამოსვლის საშუალება არ მქონდა, საკუთარი მანქანა არ მყავს, ტრანსპორტი კი ასე ადრე თბილიში არ მოდიოდა, ბევრი ვიარე თუ ცოტა მივაგენი 1 მანქანას რომელიც დათქმულ დროზე 15-20 წუთით მაგვიანებდა, ამ დროს გამოჩნდა ჩემი მხსნელი მეგობარი და მათხოვა თავისი მაშინა, ეს პრობლემაც მოგვარდა, მთელი ღამე ვბორგავდი, ბოლოს ვეღარ მოვითმინე და დავადექი თბილისის გზას, ისე მოხდა რომ თბილისელებზე ადრე გორიდან ჩამოვედი დათქმულ ადგილას ![]() ნელნელა შევიკრიბეთ მთელი შემადგენლობა, ზოგმა გამვლელმა ავღანობა დაგვწამა, ზოგმა ერაყელობა, ზოგმა ტერორისტობა, მოკლედ გასვლამდე კარგად ვიხალისეთ ![]() როგორც იქნა დავადექით ჩემთვის ნანატრ გზას, გულის ფანცქალით ვითვლიდი კილომეტრებს, 1 სული მქონდა ადგილამდე მალე მივსულიყავით, უნდა აღვნიშნო, რომ ნადირზე სანადიროდ მანამდე არ ვიყავი ნამყოფი, ასე რომ მეტად გამოუცდელი ვიყავი ამ საქმეში და მხოლოდ თეორიულად ვიცოდი რა და როგორ უნდა მომხდარიყო, ისიც გზაში ამიხსნეს დავითუსმა და ბონემ, ადგილზე მისვლისას მოკლე ინსტრუკტაჟის შემდეგ, ეგერმა დაგვანაწილა ნომრებში და დაიწყო მოლოდინი, დაიწყო მარეკის სროლის ხმა, ყიჟინა და შეძახილები, უცებ გაისმა შორიდან სროლის ხმა, კუნძზე ვიყავი ჩამომჯდარი როდესაც ჩემს გვერდით ფიშმენამ 1 გასროლით ძირს დასცა ვერაგი ტურა, წამოვხტი, დავაჭყიტე თვალები, ვიყურე აქეთ-იქით, მაგრამ ამაოდ, არ ჩამდა ჩემს მხარეს არაფერი, სროლის ხმა კი უფრო და უფრო ხშირდებოდა, დრო და დრო მიახლოვდებოდა მარეკი, ბოლოს 1 მოძრავი ობიექტი შევნიშნე, მოვიმარჯვე თოფი, დავაკვირდი კარგად და დიდ სირცხვილს გადავრჩი, მარეკის გონჩი მორბოდა ჩემსკენ ![]() დასრულდა პირველი სარეკი, გზად მეორე სარეკისაკენ უცებ შემოგვიერთდა უცნობ ადამიანთა ჯგუფი, ეგრევე ეტყობოდნენ რომ ნამდვილი ცივსისხლიანი მკვლელები იყვნენ, მოკლე, ტაქტიკური დანიშნულების პომპიანი ვინჩესტერებით, სამუხლეებით, ბენდენებით და ასე შემდეგ ![]() ![]() ხო მართლა, მანამდე ჟურნალისტები მოვიდნენ და მთხოვეს 2 სიტყვით გვითხარი რა ხდება და როგორო, ვთხოვე წასულიყვნენ და გამოცდილი კაცისაგან აეღოთ ინტერვიუ, მაგრამ არ მომეშვნენ და მეც ვუთხარი 2 სიტყვა ![]() სამწუხაროდ მეორე სარეკიც ჩემთვის უშედეგოდ დასრულდა, თუმცა კარგად კი ვიხალისე ჩემს გვერდით ჩასაფრებულ "მკვლელზე" ![]() მესამე სარეკში საკმაოდ კარგი ნომერი მერგო წილად, მაგრამ მარეკები აშკარად დაღლილები იყვნენ და მესამე სარეკი არამარტო ჩემთვის, არამედ უმეტესობისათვის უშედეგო იყო ბოლოს გაიმართა უკვე ნანატრი პურის ჭამა, კარგად ვიხალისეთ, კარგად ვიცინეთ, მოხდა იუბილარის და კლუბის ახალწვეულების დასაჩუქრება და ასე შემდეგ ![]() მოგეხსენებათ მე გორში ვიყავი წამოსასვლელი და ამიტომ მე, დავითუსი და ბონე ადრე წამოვედით, მაგრამ თბილისში მგონი ბოლოები ჩამოვედით ![]() ![]() ![]() ![]() უფ, რამდენი ვწერე, აღარც ვიცი რა დავწერო, მოკლედ ჩემთვის დაუვიწყარი დღე იყო, მიუხედავად იმისა, რომ არც კი მამისვრია თოფი ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 05:24 |