ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ზეცამ ძველებურად იმგლისფერა
რიჟრაჟს ვეგებები თვირთვილიანს ისევ ვემზადები სანადიროდ ღმერთიმც დამაბრუნებს სახელიანს. ფრთხილად ვიპარები სოფლის ბოლოს ლანდი შეერია უკვე ტყიანს მთებში ღამით ჭინკა დააბოტებს დღისით ხარ- ირემის ყვირილია უკვე მერამდენედ მივაბიჯებ ბილიკს სიპებიც კი გაელია ხევში სადღაც ჭოტი ისე კივის მგონი ხვალ ცოცხალს ვერ მიპოვნიან აი ავახწიე ჭიუხებს და ცოტას მივეფიცხე პირით მზიანს აგერ ცის კიდეზე ჯიხვთა ხოროც მგელ-კაცს დავემსგავსე პირ-სისხლიანს ისევ ვინადირებ უხიფათოთ დედის ლოცვებმაც თუ მომაწია თავზე გადავევლე ზვავიანებს მერე დავუყევი ქარაფიანს ზედვე წავადექი მთის ნადირებს ჩემში ვაღვიძებდი სულ-ფეთიანს თოფმა იგრიალა კვლავ უღმერთოდ ნადირს უკან მივდევ ტყავ-სისხლიანს. აგერ სულთნ-მბრძოლსაც მივადექი სევდაც შემეპარა გულით-ქვიანს ვისთვის გმირობაა ჯიხვის მოკვლა ვისთვის ცოდვააა და სირცხვილია. გული გავიგრილე ნაკადულით მაგრამ სულს რას ვშველი ცოდვილიანს? დაბლა დავუყევი მოწყენილი ფიქრით მოვყვებოდი ბალახს ცვრიანს. გულში ცეცხლი მენთო სინანულის სხვები მილოცავდნენ სახელიანს. ეს ჩემი ნაჯღაბნი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
შენ სასთუმალთან, აპრილი გიწევს,
მაისის სიომ გადაგიარა. გადაგიარა შენ არ გაჰყევი, და დარდით მთებში იბორიალა. შენ სასთუმალთან იები ყვავის და დეკემბერი გაჩნდა იარად, ვერ შეითვისე იანვრის სუსხი, ყვავილები რომ გაგიტიალა. შენი თვალებით დათვრა ივნისი და ივლისამდე მთვრალმა იარა. შენ გვირილებში მაშინ გიპოვეს, გაზაფხულმა რომ იმშობიარა. ********************** მთები ხომ ჩვენი , თითქოს არცაა, მხოლოდ ზე-კაცთა გამხდარა ტახტი. დევები ბარში გადმოხვეწილან, ზურგზე ემჩნევათ კოპალას ლახტი. მთები ხომ უფლის ტახტრევანია კლდის ეხებშია ზე-კაცთა სახლი. მთები ღირსეულ კაცთა ხვედრია, ჩვენ ვინ გვარგუნა ,მირონის საცხი. და ამიტომაც არ გაგიკვირდეს გულში დარჩები ყველას არაკად, მწვერვალზე ასულს, ცა თუ მოგერგო, დედამიწა კი გეპატარავა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2025 - 19:38 |