ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ზეცამ ძველებურად იმგლისფერა
რიჟრაჟს ვეგებები თვირთვილიანს ისევ ვემზადები სანადიროდ ღმერთიმც დამაბრუნებს სახელიანს. ფრთხილად ვიპარები სოფლის ბოლოს ლანდი შეერია უკვე ტყიანს მთებში ღამით ჭინკა დააბოტებს დღისით ხარ- ირემის ყვირილია უკვე მერამდენედ მივაბიჯებ ბილიკს სიპებიც კი გაელია ხევში სადღაც ჭოტი ისე კივის მგონი ხვალ ცოცხალს ვერ მიპოვნიან აი ავახწიე ჭიუხებს და ცოტას მივეფიცხე პირით მზიანს აგერ ცის კიდეზე ჯიხვთა ხოროც მგელ-კაცს დავემსგავსე პირ-სისხლიანს ისევ ვინადირებ უხიფათოთ დედის ლოცვებმაც თუ მომაწია თავზე გადავევლე ზვავიანებს მერე დავუყევი ქარაფიანს ზედვე წავადექი მთის ნადირებს ჩემში ვაღვიძებდი სულ-ფეთიანს თოფმა იგრიალა კვლავ უღმერთოდ ნადირს უკან მივდევ ტყავ-სისხლიანს. აგერ სულთნ-მბრძოლსაც მივადექი სევდაც შემეპარა გულით-ქვიანს ვისთვის გმირობაა ჯიხვის მოკვლა ვისთვის ცოდვააა და სირცხვილია. გული გავიგრილე ნაკადულით მაგრამ სულს რას ვშველი ცოდვილიანს? დაბლა დავუყევი მოწყენილი ფიქრით მოვყვებოდი ბალახს ცვრიანს. გულში ცეცხლი მენთო სინანულის სხვები მილოცავდნენ სახელიანს. ეს ჩემი ნაჯღაბნი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
***********************
ქარი აღვიძებს სისხამზე ნისლებს, სერებს საკინძე გადაუშალა. გადაუშალა აბღავლდა ზეცა, დორბლები ღრუბლებს გადმოაყარა. და იყო ზეცა შეშლილი მამრი, მდედრის მწვერვალებს რომ ენაცვალა. დედამიწა კი გარყვნილი ქალი, დრომ ნაოჭიც რომ ვერ დააკარა. ჩამოიფარეს შავი ღრუბელი და ერთმანეთან შემოაღამდათ. შემოაღამდათ მათი ნაყოფი, მთებს გაზაფხულად გამოაყარა. ***************** მანძილი ასჯერ გავზომე, გაჭრამ კი დააგვიანა. ფიქრებმა როგორც ალამუტს, ასი წრე შემოგიარა. ვევნე, ვეწამე , მამტვრიეს შიგნიდან მღრნიდა იარა. ნისლსში ნაბანმა ვიარე, ნაკლული გაჩნდით მთლიანად. ჩემს ტკივილს როგორ იგრძნობდით, ქრისტე გაყიდეთ ჯვრიანად. თურმე ბევრ ფიქრსაც ნაკლი აქვს, ცხოვრებას გიქცევს მტვრიანად. ზოგჯერ არც უნდა გაზომო, უნდა გაჰკვეთო მთლიანად. ************************* არა არ ვდარდობ კიდევ მითხარით, კიდევ მეძახეთ თქვენ რომ არ გგავართ. კიდევ მითხარით რომ ვარ შეშლილი და ჩემს სიგიჟეს ვეღარ დავმალავ. რომ სხვანაირად ვხედავ სამყაროს, მზეს რომ მთის წვერზე მხოლოდ მე ვმარხავ. რომ ფერადია ჩემთვის ზამთარი და კლდის ქიმებზე ქარებს ზედ ვაბავ. მე ხომ ცხ**ის ტყავში ვერ გავეხვიე და ახლა მშიერ მგელივით ვჩანვარ. მოდი ჩამქოლეთ, თქვენგან გამრიყეთ რომ დავიჯერო, სწორ გზაზე ვდგავარ. ********************* ვის რით ვუშველო, რით ვემსახურო რით ვუფანტო ბებერ ირემს , მშიერი მგლები. ვერ გადაარჩენ რაც საწუთრომ უკვე გასწირა, რაც ბედისწერამ გადაჩეხა, წაართვა წლები. ვერ გადავარჩენ ამიტომაც ტკივილი მტანჯავს, ამიტომაც სინდისი მქეჯნის. მე ხომ ბუნებამ უჩაჩქანო თავი მარგუნა, მე ხომ განგებამ, ჯავშნად მხოლოდ მარგუნა მთები. რით შეგეშველოთ, რით შეგეწიოთ, როცა სიკვდილთან, მე თვითონაც, მოსათიბი ბალახი ვხდები. სასჯელად ალბათ მხოლოდ ის კმარა, როცა მშობლის წინ დამხობილი, უმწეოთ კვდები. რით განუგეშოთ, რით გაგამხნეოთ, როცა აღსასრულს მე თვითონაც შიშველი ვხვდები. ვერ გაგიფრთხილდით , ვერ გიპატრონეთ და ალბათ უკვე ამიტომაც, არ შემდგარი გმირივით ვკვდები. გაიხარე აჩი ერთი სიმღერა კიდევ ჩაიწერება ეხლა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2025 - 02:10 |