ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ზეცამ ძველებურად იმგლისფერა
რიჟრაჟს ვეგებები თვირთვილიანს ისევ ვემზადები სანადიროდ ღმერთიმც დამაბრუნებს სახელიანს. ფრთხილად ვიპარები სოფლის ბოლოს ლანდი შეერია უკვე ტყიანს მთებში ღამით ჭინკა დააბოტებს დღისით ხარ- ირემის ყვირილია უკვე მერამდენედ მივაბიჯებ ბილიკს სიპებიც კი გაელია ხევში სადღაც ჭოტი ისე კივის მგონი ხვალ ცოცხალს ვერ მიპოვნიან აი ავახწიე ჭიუხებს და ცოტას მივეფიცხე პირით მზიანს აგერ ცის კიდეზე ჯიხვთა ხოროც მგელ-კაცს დავემსგავსე პირ-სისხლიანს ისევ ვინადირებ უხიფათოთ დედის ლოცვებმაც თუ მომაწია თავზე გადავევლე ზვავიანებს მერე დავუყევი ქარაფიანს ზედვე წავადექი მთის ნადირებს ჩემში ვაღვიძებდი სულ-ფეთიანს თოფმა იგრიალა კვლავ უღმერთოდ ნადირს უკან მივდევ ტყავ-სისხლიანს. აგერ სულთნ-მბრძოლსაც მივადექი სევდაც შემეპარა გულით-ქვიანს ვისთვის გმირობაა ჯიხვის მოკვლა ვისთვის ცოდვააა და სირცხვილია. გული გავიგრილე ნაკადულით მაგრამ სულს რას ვშველი ცოდვილიანს? დაბლა დავუყევი მოწყენილი ფიქრით მოვყვებოდი ბალახს ცვრიანს. გულში ცეცხლი მენთო სინანულის სხვები მილოცავდნენ სახელიანს. ეს ჩემი ნაჯღაბნი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
მადლობა ყველას შემოგევლეთ. ბევრია და ნელ-ნელა დავამატებ.
![]() *********************** მოდი მიწამლე ნაკლული ფრთები, რომ მხოლოდ შენთვის ავაფრიალო. მოდი შეხსენი სულს საკეტური, რომ ერთხელ მაინც ავაბრიალო. მოდი ჩამხსენი გულიდან მწუხრი, რომ გაზაფხული გაგიმთლიანო. მოდი მოჰყევი ყვავილების მტვერს, მთებში წავიდეთ სახეტიალოდ. გამოგვეტიროს მარტის ნიავი, და შენს კალთებზე ილოლიავოს. მე ამას უკვე სიზმრებში ვხედავ, და გაღვიძება მიჭირს ტიალო. ************************** სანამ ბოლომდე ჩაინაცრები და გულს დაგიხრავს წყეული მახრა, მანამდე უნდა იყვირო ძმაო, მანამდე უნდა გაუსწრო სავალს. ოქროთი სავსე სკივრი რათ გინდა, თუ კი არ ახდი არასდროს, არსად. ჩაინაცრები და უკან მოგდევს, ამოუთქმელი სიმდიდრის დასტა. უნდა იყვირო უნდა , იტირო უფრო მსუბუქად რომ შეძლო წასვლა. ქვიშაზე ისე უნდა დაწერო, ცხრა ოკიანემ ვერ შეძლოს წაშლა. ისე ძლიერად უნდა იყვირო, შეაზანზარო ეშმაკის შარა. დღეს უკვე ისიც უნდა იყვირო, რაც მხოლოდ ღმერთმა იცოდა შარშან. უნდა იყვირო, უნდა იტირო, ყველა წყაროზე მოასწრო ჩავლა. შენ ყველას კოკა უნდა აავსო, უფრო მსუბუქად რომ შეძლო წასვლა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2025 - 02:07 |