ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ზეცამ ძველებურად იმგლისფერა
რიჟრაჟს ვეგებები თვირთვილიანს ისევ ვემზადები სანადიროდ ღმერთიმც დამაბრუნებს სახელიანს. ფრთხილად ვიპარები სოფლის ბოლოს ლანდი შეერია უკვე ტყიანს მთებში ღამით ჭინკა დააბოტებს დღისით ხარ- ირემის ყვირილია უკვე მერამდენედ მივაბიჯებ ბილიკს სიპებიც კი გაელია ხევში სადღაც ჭოტი ისე კივის მგონი ხვალ ცოცხალს ვერ მიპოვნიან აი ავახწიე ჭიუხებს და ცოტას მივეფიცხე პირით მზიანს აგერ ცის კიდეზე ჯიხვთა ხოროც მგელ-კაცს დავემსგავსე პირ-სისხლიანს ისევ ვინადირებ უხიფათოთ დედის ლოცვებმაც თუ მომაწია თავზე გადავევლე ზვავიანებს მერე დავუყევი ქარაფიანს ზედვე წავადექი მთის ნადირებს ჩემში ვაღვიძებდი სულ-ფეთიანს თოფმა იგრიალა კვლავ უღმერთოდ ნადირს უკან მივდევ ტყავ-სისხლიანს. აგერ სულთნ-მბრძოლსაც მივადექი სევდაც შემეპარა გულით-ქვიანს ვისთვის გმირობაა ჯიხვის მოკვლა ვისთვის ცოდვააა და სირცხვილია. გული გავიგრილე ნაკადულით მაგრამ სულს რას ვშველი ცოდვილიანს? დაბლა დავუყევი მოწყენილი ფიქრით მოვყვებოდი ბალახს ცვრიანს. გულში ცეცხლი მენთო სინანულის სხვები მილოცავდნენ სახელიანს. ეს ჩემი ნაჯღაბნი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ვეღარ მოვქაჩე, თავ -აწყვეტილ გრძნობებს სადავე,
მივყევი ზვირთებს მაგრამ თურმე , თურმე სადამდე. თურმე სუყველა რაღაც ზღვრამდე , უნდა გიყვარდეს და თუ დაკარგე გულს არც, ისე უნდა გიწვავდეს. მე უკუღმართმა დავივიწყე ყოველი ზღვარი და ჩემი გული ნაფეხურზე გელოლიავა. ამ სიყვარულმა გაგზარდა და ისე გატარა, რომ ცამდე ასულს, თვითონ ღმერთი გეპატარავა. ******************* აბა სიკვდილით ვინ შეგაშინებს, თუ კი საფლავად ზეცას გითხრიან. აბა სიცოცხლე რა სათქმელია, როცა პარაკლისს მკვდრები გიხდიან. სიკვდილი მხოლოთ მაშინ იღვიძებს, როცა მშობლისთვის გოდორს დაწნიან. როცა არ იცი სამშობლოს ფასი, და უფალს შენი ხელით დაჭრიან. სიკვდილი მხოლოდ მაშინ გამარცხებს როცა სიძულვილს თავზე გაცრიან. როცა არ იცი თეთრი და შავი და ჩოხის ნაცვლად, მტრობა გაცვია. როცა სიყვარულს ანდერძს აუგებ და კაცის მოკვლას აღარ გაცდიან. მაშინ სიკვდილით მართლა მოკვდები და შენს სახელსაც წლები წაშლიან. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2025 - 01:36 |