ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
Jan 8 2014, 09:26
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
ზეცამ ძველებურად იმგლისფერა
რიჟრაჟს ვეგებები თვირთვილიანს ისევ ვემზადები სანადიროდ ღმერთიმც დამაბრუნებს სახელიანს. ფრთხილად ვიპარები სოფლის ბოლოს ლანდი შეერია უკვე ტყიანს მთებში ღამით ჭინკა დააბოტებს დღისით ხარ- ირემის ყვირილია უკვე მერამდენედ მივაბიჯებ ბილიკს სიპებიც კი გაელია ხევში სადღაც ჭოტი ისე კივის მგონი ხვალ ცოცხალს ვერ მიპოვნიან აი ავახწიე ჭიუხებს და ცოტას მივეფიცხე პირით მზიანს აგერ ცის კიდეზე ჯიხვთა ხოროც მგელ-კაცს დავემსგავსე პირ-სისხლიანს ისევ ვინადირებ უხიფათოთ დედის ლოცვებმაც თუ მომაწია თავზე გადავევლე ზვავიანებს მერე დავუყევი ქარაფიანს ზედვე წავადექი მთის ნადირებს ჩემში ვაღვიძებდი სულ-ფეთიანს თოფმა იგრიალა კვლავ უღმერთოდ ნადირს უკან მივდევ ტყავ-სისხლიანს. აგერ სულთნ-მბრძოლსაც მივადექი სევდაც შემეპარა გულით-ქვიანს ვისთვის გმირობაა ჯიხვის მოკვლა ვისთვის ცოდვააა და სირცხვილია. გული გავიგრილე ნაკადულით მაგრამ სულს რას ვშველი ცოდვილიანს? დაბლა დავუყევი მოწყენილი ფიქრით მოვყვებოდი ბალახს ცვრიანს. გულში ცეცხლი მენთო სინანულის სხვები მილოცავდნენ სახელიანს. ეს ჩემი ნაჯღაბნი |
|
|
|
![]() |
Feb 26 2014, 18:05
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
მონადირის ჩანახატი
არ ვიცი ამას ტკბილ მოგონებას რამდენად დაარქმევთ, მე უბრალოდ მომინდა მეწერა, მარამ ერთიცაა ყველაზე მეტი ტკბილად მოსაგონარი ამ ქვეყნად ალბათ სწორეთ, მონადირეებს გვაქვს, ჩვენ ხომ თვითვეული ლამაზი მომენტი, ძაღლის ლამაზი ნაბული, მისი ლამაზი მუშაობა, ლამაზი ნასროლი და დაცდენაც კი ცხოვრების ბოლომდის გვამახსოვრდება. სულ რომ ყველაფერი წაგვიშალონ და მეხსიერების დაკარგვა დაგვემართოს, ყველაზე უწინ სწორეთ ეს კადრები ამოგვიტივტივდება ალბათ თავში. ჩვენთვის თვითვეული ტყეში გასვლა, იმის იმედით იწყება რომ ეს დღეც აუცილებლად მიემატება ,წარსულის სხვა ლამაზ დღეებს. სწორეთ ეს იმედი მიგვარბენინებს ტყე-ღრეში სახეტიალოდ , იმედი იმისა რომ წუთის სოფელს ,ლამაზ წამებს გამოვტყუებთ. საშინლად არ მიყვარს ზაფხული, არც ზამთარი, შემოქმედს რომ ჩემთვის ეკითხა, მხოლოთ გაზაფხულს და შემოდგომას დავტოვებდი, ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ სიცოცხლის დაბადებას(გაზაფხულს) ,ზედვე გარდაცვალებას რატომ მოაყოლებო(შემოდგომას) . მართალიც იქნებით, მაგრამ რა ვუყო ეს ორი პერიოდია ზუსტად, როცა ჩემი სხეული და სული ბუნებას ბოლომდის განიცდის, ზაფხულის სიცხეც და ზამთრის სითეთრე და ყივვა ბუნებას ერთფეროვანს ჰქმნის, იქ ახალს ვერაფერს აღმოაჩენ, აი სულ სხვაა გაზაფხული , სისხლი გიდუღს, გული ბუნებისკენ თავისით იწევს, ბუნების ჰანგები და ჩიტების გალობა თავისკენ გიზიდავს, პირველი კომპოზიტორი და მუსიკის შექმნის იდეაც უთუოდ ბუნებაში დაებადა, ჩიტების საამურ გალობას რომ უსმენდა, ადამიანს. თანაც უთუოდ გაზაფხულზე და უთუოდ მონადირე იყო. დგები დილით ჩიტებს ჯერ არ გაუღვიძიათ, მაგრამ მამალმა იყივლა უკვე, ფეხაკრეფით მოძრაობ რომ ოჯახის სხვა წევრებს ძილი არ დაუფრთხო, მაგრამ დედას ღვიძავს, არაფერს ამბობს , საყვედურს მის თვალებში ვკითხულობ. საყვედური კი ისაა რომ უნდა მოვიშალო ეს ჩემი ახირება და დრო ასე უქმად არ უნდა დავკარგო. სახლიდან გასვლის წინ მაინც მივდივარ და თმებზე ვკოცნი, ამით თითქოს ჩემს დანაშაულს ვისყიდი. ჩემს განზრახვას პირველი ძაღლი ხვდება და დილით სინათლე თუ ანთო ჩემს ოთახში ,მერე მას ვერაფერი გააჩერებს, ყეფს და წკმუტუნებს, ჩემზე მეტად მას ეჩქარება, რადგან ჩემგან განსხვავებით ის უსაქმური არ არის. სოფელს ჩუმად სწრაფი ნაბიჯით ვცდები, ძაღლსაც კი ვერ ვამჩნევ თითქოს, ისე ვარ ფიქრებში გართული და მხოლოთ მაშინ ვფხიზლდები როცა გაზაფხულის ხასხასა ბალახზე დაძინებული ნამი, ფეხსაცმელში ატანს. ვიღაცისთვის ეს ალბათ დიდ დისკომფორტს წარმოადგენს, ჩემში კი პირიქით კმაყოფილებას იწვევს, ცვარი კარგად აქვს, მაშასადამე მდევრის უკეთესი კონცერტი მელის. ფეხის დასველებას კი რა უშავს, ამოიწვერება მზე და გამაშრობს, ცვარსაც ააციმციმებს, აუჟუჟუნებს თვალებს და თავისთან წაიყვანს. საეჭვო ადგილას ძაღლს საყელოს ვხსნი და გარემოს მყუდროებას ჩემი გამამხნევებელი შეძახილი არღვევს, აბა ნახე "გოგო" . ეს სიტყვები ძაღლზე ჯადოსასნურად მოქმედებს, მაშინვე ენერგიული კუდის ქიცინით, მსუბუქი ნავარდით ტყეს შეერევა. შენ კი ისევ ფიქრებთან რჩები, მაგრამ ამ დროს მხოლოდ იმაზე ფიქრობ, ტყეს როდის შეაზანზარებს ხმები, რომელიც ვიღაცისთვის უბრალო ძაღლის ყეფაა და ვიღაცისთვის მუსიკის უმაღლესი მწვერვალი. ჩამოჯდები და აკვირდები ახლად გაფურჩქნილ ყვავილებს, ამდროს ნატრობ ხატვის ნიჭიც მოეცა უფალს რომ, ეს ყოველივე უკვდავებად გექცია და ტილოზე გადაგეტანა. ყეფა იგვიანებს და შენც ნერვიულობ, ვაი თუ მუსიკოსმა , ბარაბანი ვერ აღმოაჩინა რომელზეც უნდა დაუკრას. ადგილს ინაცვლებ და აი უცებ, ნანატრი ბგერები, ჩერდები აღარ ინძრევი, ცდილობ არცერთი ბგერა არ გამოგრჩეს. ვცდილობ ისეთი ადგილი აღმოვაჩინო, საიდანაც მთელ დევნას ხელის გულივით დავინახავ და არაფერი გამომრჩება. აღმოსავლეთი წითლდება, გავარვარებული ბურთი ნელ-ნელა მოცურავს უკიდეგანო სივრცეში და აცხუნებს. დევნაც წყდება, დროა სახლში წამოსვლის, საყვირს იმარჯვებ და მდევარს უხმობ. მდევარი კი უხალისოთ მოდის და მის თვალებში საყვედურს კითხულობ რომ, თვითონ გაისარჯა, შენ კი არ მოინადირე. ამ დროს მინდა მას ჩემი ესმოდეს და ვუთხრა : დღეს გაზაფხულია , ახლა სიცოცხლეს მხოლოთ თუ აჩუქებ ვინმეს, თორემ წართმევა ,ჯოჯოხეტისკენ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია. სახლში ბრუნდები, სულიერად დამშვიდებული და ამაღლებული, რადგან გაზაფხული განიცადე. შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითაო. ვაჟას უთქვამს და ძნელია გენიოსს არ დაეთანხმო. სიკვდილიც შეიზლება ალბათ ლამაზად, იმდენად ლამაზად რომ აღაზას, ზვიადაური შეაყვაროს. დგახარ შემოდგომის, 100 წლოვან მუხნარში ან და თუნდაც ალპურში მთის წვერზე და საკუთარი თვალით ხდები მოწმე, ბუნების მიძინების. მიძინების რომელიც ისევ სიცოცხლედ იფეთქებს გაზაფხულზე. გიყვარს ეს მიძინება, იმიტომ რომ ლამაზად ხდება, აქ ზედმეტ სიცოცხლეს და უკვდავებას არავინ ითხოვს, მხოლოთ ნაძვი და ფიჭვი დგას მარადმწვანეთ. ყველაფერი შეგუებულია თავის ბედს და შენ მათ თანაუგძნობ, ალბათ ამიტომაც შეიმოსება ხოლმე ნისლის სუდარით მთები შემოდგომით. ვხვდები რომ ჩემი ბედნიერება, რომელსაც ყველა მთელი ცხოვრება ვეძებთ, ამის გარეშე სრულყოფილი არასოდეს იქნება. ტკბილი მოსაგონებელი ზოგისთვის ალბათ ის დღეა როდესაც ბევრი ფული იშოვა, ახალი ავტომობილი შეიძინა, ჩემთვის კი ბუნებაში გატარებული ლამაზი წუთები, წუთები რომელმაც სიცოცხლე შემაყვარა. |
|
|
|
aragveli ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება . Jan 8 2014, 09:26
სვანი არაგველი საღოლ ძმა... Jan 8 2014, 17:28
aragveli ციტატა(სვანი @ Jan 8 20... Jan 8 2014, 17:44
ლეკი ციტატა(aragveli @ Jan 8 2014, 10... Jan 8 2014, 20:03
aragveli დილით ფანჯრებია და... Jan 9 2014, 09:13
kajuberi aragveli
შენ აღარ ხუმრო... Jan 9 2014, 09:18
Hubert aragveli საღოლ ძმაო!... Jan 9 2014, 09:23
aragveli მადლობა გაიხარეთ. Jan 9 2014, 09:27
hunter88 aragveli
საღოლ მაგრებ... Jan 9 2014, 15:46
aragveli მინდა გავეხიზნო უგ... Jan 10 2014, 10:33
kajuberi aragveli
საღოლ მაგარ... Jan 10 2014, 10:38
Hubert aragveli Jan 10 2014, 10:42
aragveli მხოლოდ რწმენა და მ... Jan 10 2014, 11:07
megreli aragveli
სხვების სიტყვ... Jan 11 2014, 13:04
aragveli არ არის საჭირო იყო... Jan 11 2014, 13:58
aragveli მთვარეს შესცივნია ... Jan 13 2014, 10:23
kajuberi aragveli
წიგნის გამოცე... Jan 13 2014, 10:28
aragveli არა მგონია ღირდეს. ... Jan 13 2014, 10:34
aragveli მე რომ მეგონა უშენ... Jan 15 2014, 16:29
aragveli ღამით სიზმარი მეწვ... Jan 16 2014, 10:53
kajuberi aragveli Jan 16 2014, 11:48
Hubert aragveli არა ძმაო უეჭვ... Jan 16 2014, 12:05
aragveli ვნახოთ ვნახოთ თუ ე... Jan 16 2014, 13:53
aragveli მზე იძინებდა კავკა... Jan 16 2014, 15:52
aragveli უნდა ვცოვრობდეთ, ს... Jan 19 2014, 10:06
aragveli ნისლები, სავალ ბილ... Jan 20 2014, 11:23
aragveli ჩემს ტკივილს, უცხო... Jan 21 2014, 10:23
kajuberi aragveli
საღოლ .შენზე კრ... Jan 21 2014, 10:37
Hubert ციტატა(kajuberi @ Jan 21 2014, 11... Jan 21 2014, 10:40
aragveli მადლობა ბიჭებო გაი... Jan 21 2014, 10:53
aragveli ბარო რათა ხარ ჩუმა... Jan 25 2014, 13:02
aragveli ესეც აქ იყოს
... Jan 27 2014, 15:35
kajuberi aragveli Jan 27 2014, 16:17
aragveli ღმერთო გაიმეტე ოცნ... Jan 27 2014, 16:40
marco-polo aragveli Jan 27 2014, 18:07
aragveli ყელში ამოვიდა გაჩუ... Jan 28 2014, 14:52
ზახარა aragveli Jan 28 2014, 14:54
aragveli თოვლმა მრავალი გზე... Jan 30 2014, 15:07
kajuberi aragveli
შენი შემოქმედე... Jan 30 2014, 15:22
aragveli კი ჩემებია. Jan 30 2014, 15:59
kajuberi იფიქრე რაც გითხარ... Jan 30 2014, 16:00
aragveli გაზაფხულის პირზე თ... Jan 30 2014, 16:21
Hubert RE: ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება . Jan 30 2014, 19:55
gonchatniki aragveli, ალიკ რატომ ფიქ... Jan 30 2014, 20:30
aragveli გაიხარეთ მადლობა ყ... Jan 30 2014, 20:55
aragveli თოვდა ისეთი სინაზი... Jan 31 2014, 14:59
aragveli მე სხვანაირი სამყა... Feb 1 2014, 11:13
Hubert ყოჩაღ არაგველო !... Feb 1 2014, 11:35
aragveli სადაც ნისლები ფეხქ... Feb 6 2014, 09:50
aragveli ჩემი დეიდაშვილია , ... Feb 7 2014, 16:03
giuli ალიკ დათოს ველაპარ... Feb 7 2014, 20:18
შადი შამოდი სიმღერა ძალიან კარ... Feb 7 2014, 21:06
assassin29 aragveli
შემატოკა რასა... Feb 7 2014, 21:27
ჰერცოგი aragveli
კარგია ქართველ... Feb 7 2014, 21:52
aragveli დიდი მადლობა ყველა... Feb 8 2014, 06:53
aragveli შენ სასთუმალთან, ა... Feb 20 2014, 12:01
kajuberi aragveli
საღოლ Feb 20 2014, 12:02
aragveli ხომ შეიძლება გეცხო... Feb 20 2014, 12:06
kajuberi RE: ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება . Feb 20 2014, 12:06
ზახარა RE: ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება . Feb 25 2014, 00:37
ამური არაგველო Feb 25 2014, 01:10
ჭალიმგელა aragveli
დალევა და ქეიფ... Feb 25 2014, 08:03
aragveli გაიხარეთ მადლობა. ... Feb 25 2014, 09:05
achiko-l მალადეც ალიკ,ლექსე... Feb 25 2014, 09:06
aragveli ***********************
ქარი აღვი... Feb 25 2014, 09:12
ნუკრიMax რაც კარგია, მაინც კ... Feb 25 2014, 09:14
გოგიტა ეს თემა პირველად ვ... Feb 25 2014, 10:55
kajuberi aragveli
საღოლ მაგარ... Feb 25 2014, 11:09
dato6 aragveli რაც კარგია-კარ... Feb 25 2014, 11:42
aragveli მადლობა ყველას შემ... Feb 25 2014, 11:52
Hubert არა ძმაო მართლა მა... Feb 25 2014, 13:17
longi aragveli
მალდეც ძმაო ყო... Feb 25 2014, 15:29
marco-polo aragveli გაიხარე ძმაო,კა... Feb 25 2014, 16:06
ilara გადასარევია წერე ძ... Feb 25 2014, 18:58
jaba_gugesha RE: ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება . Feb 25 2014, 19:04
aragveli ვეღარ მოვქაჩე, თავ -... Feb 26 2014, 16:20
zurakaxeloo' ეხლა ვნახე ეს თემა.... Feb 26 2014, 18:14
aragveli ისევ წვიმები, ეს ბო... Feb 27 2014, 09:44
aragveli ვუყურებ წარსულში,
... Feb 28 2014, 16:28
ნუკრიMax ალექს, გამომცემლობ... Feb 28 2014, 18:22
aragveli არა ნუკრი არსად, პო... Feb 28 2014, 18:52
ზახარა ციტატა(aleksandre @ 28th February... Feb 28 2014, 20:28
aragveli დედამიწა სამყაროს ... Mar 2 2014, 10:37
kajuberi RE: ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება . Mar 3 2014, 08:53
aragveli გაზაფხულს ქალაქში ... Mar 3 2014, 10:03
aragveli ************************
ზეცა დაბზ... Mar 4 2014, 08:46
masterjoni RE: ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება . Mar 5 2014, 06:48
kajuberi ციტატა(aleksandre @ 28th February... Mar 5 2014, 08:49
achiko-l ციტატა(kajuberi @ Mar 5 2014, 09... Mar 5 2014, 14:27
aragveli რატომ გავრბივარ ყო... Mar 5 2014, 12:47
nikoloz dvali ჯიგარი ხარ ... მაგრა... Mar 5 2014, 14:07
aragveli გაიხარეთ მადლობა. ... Mar 5 2014, 15:03
achiko-l ციტატა(aragveli @ Mar 5 2014, 16... Mar 6 2014, 10:15
nikoloz dvali ცუდია მეც მაინტერე... Mar 5 2014, 15:25
aragveli როცა მზის სხივებს ... Mar 6 2014, 09:35
aragveli არა აჩი იქ არ გამოვ... Mar 6 2014, 12:56
aragveli სადაურობას როდესა... Mar 7 2014, 13:17
kajuberi aragveli
ესეთი ლექსი ჯე... Mar 7 2014, 13:39
ilariona ციტატა(kajuberi @ 7th March 2014 ... Mar 7 2014, 13:41![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th October 2025 - 00:36 |