ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ზეცამ ძველებურად იმგლისფერა
რიჟრაჟს ვეგებები თვირთვილიანს ისევ ვემზადები სანადიროდ ღმერთიმც დამაბრუნებს სახელიანს. ფრთხილად ვიპარები სოფლის ბოლოს ლანდი შეერია უკვე ტყიანს მთებში ღამით ჭინკა დააბოტებს დღისით ხარ- ირემის ყვირილია უკვე მერამდენედ მივაბიჯებ ბილიკს სიპებიც კი გაელია ხევში სადღაც ჭოტი ისე კივის მგონი ხვალ ცოცხალს ვერ მიპოვნიან აი ავახწიე ჭიუხებს და ცოტას მივეფიცხე პირით მზიანს აგერ ცის კიდეზე ჯიხვთა ხოროც მგელ-კაცს დავემსგავსე პირ-სისხლიანს ისევ ვინადირებ უხიფათოთ დედის ლოცვებმაც თუ მომაწია თავზე გადავევლე ზვავიანებს მერე დავუყევი ქარაფიანს ზედვე წავადექი მთის ნადირებს ჩემში ვაღვიძებდი სულ-ფეთიანს თოფმა იგრიალა კვლავ უღმერთოდ ნადირს უკან მივდევ ტყავ-სისხლიანს. აგერ სულთნ-მბრძოლსაც მივადექი სევდაც შემეპარა გულით-ქვიანს ვისთვის გმირობაა ჯიხვის მოკვლა ვისთვის ცოდვააა და სირცხვილია. გული გავიგრილე ნაკადულით მაგრამ სულს რას ვშველი ცოდვილიანს? დაბლა დავუყევი მოწყენილი ფიქრით მოვყვებოდი ბალახს ცვრიანს. გულში ცეცხლი მენთო სინანულის სხვები მილოცავდნენ სახელიანს. ეს ჩემი ნაჯღაბნი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ვუყურებ წარსულში,
ჩემს აღთქმულ სამყაროს და უკვე დაღრუბლულ, დანისნულ ჩემს თვალებს, ნათელი ფერები მგელივით მოშივდა. დედის მოყოლილი გმირების ზღაპარი, როცა სასთუმალთან დილამდე რჩებოდა. როცა ცისარტყელა ღრუბლებში ნაბანი, ბოლო წვეთებისგან ზეცაზე შრებოდა. ცხრა თავა დევს ენთო სიკეთის ლამპარი და უსიყვარულოდ არავინ კვდებოდა. როცა უანგარო იმ პირველ სიყვარულს, თითქოს ღვთიშობელის თვალები შვენოდა. ახლა კი წლებისგან ჯურღმულში ჩავარდნილს, ის წლები მშიერი მგელივით მშიოდა. ფანჯრიდან მოჩანდა ხოჯა და შამანი, მოლა კი შორიდან სულში ჩამკიოდა. სატანა მოადგა ხმელეთზე ზღვის ნაპირს და ყველა წამსვლელი მის ნავში ჯდებოდა. ქვეყნად სიყვარულის უკვე უკვდავება, სამყაროს კი არა, მეც აღარ მჯეროდა. წლებმა შეგვიჭამა ნათელი ფერები, სულმა ბავშობიდან ზურგით რომ ეზიდა და უკვე ეშმაკის ნალოკი რწმენისგან, სული იმედებზე წრიაპით ეკიდა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2025 - 01:53 |