ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ზეცამ ძველებურად იმგლისფერა
რიჟრაჟს ვეგებები თვირთვილიანს ისევ ვემზადები სანადიროდ ღმერთიმც დამაბრუნებს სახელიანს. ფრთხილად ვიპარები სოფლის ბოლოს ლანდი შეერია უკვე ტყიანს მთებში ღამით ჭინკა დააბოტებს დღისით ხარ- ირემის ყვირილია უკვე მერამდენედ მივაბიჯებ ბილიკს სიპებიც კი გაელია ხევში სადღაც ჭოტი ისე კივის მგონი ხვალ ცოცხალს ვერ მიპოვნიან აი ავახწიე ჭიუხებს და ცოტას მივეფიცხე პირით მზიანს აგერ ცის კიდეზე ჯიხვთა ხოროც მგელ-კაცს დავემსგავსე პირ-სისხლიანს ისევ ვინადირებ უხიფათოთ დედის ლოცვებმაც თუ მომაწია თავზე გადავევლე ზვავიანებს მერე დავუყევი ქარაფიანს ზედვე წავადექი მთის ნადირებს ჩემში ვაღვიძებდი სულ-ფეთიანს თოფმა იგრიალა კვლავ უღმერთოდ ნადირს უკან მივდევ ტყავ-სისხლიანს. აგერ სულთნ-მბრძოლსაც მივადექი სევდაც შემეპარა გულით-ქვიანს ვისთვის გმირობაა ჯიხვის მოკვლა ვისთვის ცოდვააა და სირცხვილია. გული გავიგრილე ნაკადულით მაგრამ სულს რას ვშველი ცოდვილიანს? დაბლა დავუყევი მოწყენილი ფიქრით მოვყვებოდი ბალახს ცვრიანს. გულში ცეცხლი მენთო სინანულის სხვები მილოცავდნენ სახელიანს. ეს ჩემი ნაჯღაბნი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
დედამიწა სამყაროს ვინა სთქვა რომ გულია?
სოდომს, გომორს დავარქმევ, შემედავო რთულია. ცაშიც ასე ფიქრობენ, რომ ეშმაკი გვწყურია. თურმე ადამიანი, დედამიწის წყლულია. აპოკალიფს ჩვენ თვითონ, მოვისწრაფებთ სრულიად, სიბნელეში ნათელი, ჩვენთვის მხოლოდ ფულია. აზრს ვერ შემაცვლევინებს, რომ მედავოს დუნია. თხაზე უწინ გავყიდეთ, საკუთარი რჯულია. ჯოჯოხეთი გაშინებთ? ჯოჯოხეთი რთულია? რა გაშინებთ ეს მიწა ჯოჯოხეთის გულია. ვინც სამოთხეს დატოვებს, თურმე აქა ხვდებიან. სამოთხიდან პირდაპირ, ჩვენს ხომალდში ჯდებიან. ჩვენს საშველად ვინ მოვა, საზღვრად კუპრის ზღვებია. რაც ჩვენ უფალს დავმართეთ, დაივიწყეს გგონია? კიდობანი ააგოს ნოე ვნახოთ სჯობია, ნოეს ნაცვლად დღეს უფრო დემონები გვყოლია. ნათელ ფერებს დაეძებ და იპოვი გგონია>? აღმოაჩენ რომ მხოლოდ, ბავშვის ნახატს ჰქონია. სიყვარული გვიშველის ეგ ხომ ძველი ჭორია, როცა უფლის გულამდე ისევ შორზე, შორია. ჩვენი სულიც დღეს უკვე, სხეულივით მძორია. ზოგს სამყარო არ ჰყოფნის, მგლების წინამძღოლია. ავიწყდება ბეჩავს რომ დრომ გაფატრა ტოტია. სამოთხეს ელოდებით? სადმე წახვალთ გგონიათ? ჩვენი სულის ადგილი, ჯურღმულებში მგონია. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2025 - 01:28 |