იარაღის მოვლა(კონსერვაცია) სეზონის შემდეგ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
იარაღის მოვლა(კონსერვაცია) სეზონის შემდეგ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
სეზონის დახურვამდე 10 დღეღა რჩება, სეზონის ბოლოს ყველას იღბლიან ნადირობას გისურვებთ, მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ როგორ შევინახოთ იარაღი სეზონიდან სეზონამდე, მომავალ სეზონზე რომ ისეთივე წარმატებით გვემსახუროს როგორც წელს
აბა გავახუროთ თემა, ვისაც რა გამოცდილება გაქვთ აქ დაყარეთ |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
1. დაშლილ თოფს მოვაცილოთ 'რემენი' , ლულებში ერთი ორჯერ გავატაროთ მსუბუქად, მშრალი ნაჭერი. ავიღოთ ზუმბა და გაუკეთოთ სპირალი. დავდოთ ლულები თეთრ ფურცელზე და ენერგიულად ვხეხოთ ლულა, შანსი არაა ტყვიის ნაწილაკები არ დაიყაროს, თეთრ ქაღალდზე ამას კარგად შევამჩნევთ.
თუ მაინც შერჩა ლულას გაგლესილი ტყვია, ამ შემთხვევაში უკვე საჭიროა "ტუტე ზეთი" ან "ვდვ" , ამ ზეთში ლულები უნდა გაჩერდეს მინიმუმ 20 წუთი, ამ ხნის განმავლობაში დაიშლება ტყვია და მშრალი ნაჭრითაც ადვილად გააცილებთ. 2.დაშლილ თოფს მოვაცილოთ 'რემენი' , ავიღოთ ლულები და ჩავდოთ წინასწარ გამზადებულ აბაზანაში; მომინანქრებულ ჯამში ჩავასხათ ჭურჭლის სარეცხი საშუალება, ჟელე , მთავარია იყოს ცხიმის მოსაშორებელი(მე პირადად ფეირის ვხმარობ) ჯამში ჩავასხათ მდუღარე წყალი და მოურიოთ. ამ სითხეში ლულები ჩავდოთ სამიზნით ქვემოთ, ზუმბაზე დავახვიოთ სუფთან არასინთეტიური ნაჭერი ამით ენერგიულად ვწმინდოთ ლულები შიგნიდან, ყოველი ზუმბის ამოწევისას ამოიტუმბება წყალიც ეს ძალიან კარგია, გადავასხათ წყალი და ახალი ჩავასხათ ჯამში, ეს პროცედურა იქამდე გავიმეოროთ სანამ წყალი ფერის ჩეცვლას არ შეწყვეტს ე.ი. ლულები შიგნიდან ბოლომდეა გასუფთავებული. ამავე წყლით გარედანაც კარგად გავრეცხოთ. ეცადეთ რომ ეჟექტორების და ექსტრაქტორების სისტემაში წყალი არ მოხვდეს, ასევე ყურადღებაა საჭირო "გაზაატვოდებში" პრინციპში ორივე შემთხვევაში კარგად უნდა გამშრალდეს. ლულების ნაჭრით გამშრალების შემდეგ უნდა აბანაოთ"ნეიტრალურ" ზეთში შიგნიდანაც და გარედანაც, ასე გააჩერეთ რამდენიმე ხანი, და შიგნიდან კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გაამშრალეთ. ლულა და საერთოდ თოფი აწყობილ მდგომარეობაში არ უნდა იყოს ოთახში, ნებისმიერ ოთახშია ნესტი, ეს მეტალზე და ხეზე ერთნაირად ცუდად მოქმედებს. 3. კალაპოტს და სასხლ.დამცემი მექანიზმის კოლოფს, განსაკუთრებული ყურადღება არც ჭირდება, ორლულიანების შემთხვევაში ნეიტრალურ ზეთში დასველებული ტილოთი გაწმინდეთ ყვეეეელა რკინის დეტალი, სანემსეებთან "ტუტე"ზეთი დააწვეთეთ და გააჩერეთ 5-10 წუთი, ეს იმისთვისაა რომ ფისტონის ნამწვის მჟავე მოქმედება გაანეიტრალოს. ბოლოს აუცილებლად ნეიტრალური ზეთი უნდა წაესვას. 4."ავტომატების" მექანიზმი ძალიან კარგია თუ ზემოთ ხსენებულ სარეხცი ფხვნილიან წყალში გირეცხება, უფრო სწორად მდუღარე წყალში მოიხარშება რამდენიმე წამი (გადახურების ნუ შეგეშინდებათ) * მექანიზმის კოლოფი შიგნიდან უნდა გასუფთავდეს მტვრისგან, ეს ძალიან მარტივია. შემდეგ ჯოხზე დახვეული ნეიტრალური ზეთიანი ტილოთი უნდა გაიწმინოს კოლოფის შიდა ზედაპირი , ეს ყველაზე მარტივი დაცვაა ჟანგისგან... 5.კონდახი ბედნიერებაა თუ კარბონი და პლასტიკია მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სხავდასხვა მერქნის. ნაკაწრებს სახლის პირობებში ვერ ეშბველება, დაუშვებელია კონდახის და ცევიოს გაწმენდა ნეიტრალური ან რომელიმე თოფის ზეთით. ამისთვის კარგია ლეგენდარული ბალისტოლი, ან სელის ზეთის რამდენიმე წვეთი. *ყურადღებაა საჭირო, ზოგიერთი ძალიან იაფფასიანი ცეცხლსასროლი იარაღის მექანიზმში პლასტმასი კომპოზიტური მასალაა გამოყენებული, მათი გადახურება სავრაუდოდ არაა სასურველი. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 43 რეგისტრ.: 1-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
"ტუტე ზეთი" ან "ვდვ"
ვცადე რობლა და ვდ40 ამათგან არცერთი არ არის მაინცდამაინც ეფექტური ტყვიის ნაგლესის მოსაშორებლად და რომელ სითხეს ანიჭებთ უპირატესობას? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2025 - 14:16 |