ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ზეცამ ძველებურად იმგლისფერა
რიჟრაჟს ვეგებები თვირთვილიანს ისევ ვემზადები სანადიროდ ღმერთიმც დამაბრუნებს სახელიანს. ფრთხილად ვიპარები სოფლის ბოლოს ლანდი შეერია უკვე ტყიანს მთებში ღამით ჭინკა დააბოტებს დღისით ხარ- ირემის ყვირილია უკვე მერამდენედ მივაბიჯებ ბილიკს სიპებიც კი გაელია ხევში სადღაც ჭოტი ისე კივის მგონი ხვალ ცოცხალს ვერ მიპოვნიან აი ავახწიე ჭიუხებს და ცოტას მივეფიცხე პირით მზიანს აგერ ცის კიდეზე ჯიხვთა ხოროც მგელ-კაცს დავემსგავსე პირ-სისხლიანს ისევ ვინადირებ უხიფათოთ დედის ლოცვებმაც თუ მომაწია თავზე გადავევლე ზვავიანებს მერე დავუყევი ქარაფიანს ზედვე წავადექი მთის ნადირებს ჩემში ვაღვიძებდი სულ-ფეთიანს თოფმა იგრიალა კვლავ უღმერთოდ ნადირს უკან მივდევ ტყავ-სისხლიანს. აგერ სულთნ-მბრძოლსაც მივადექი სევდაც შემეპარა გულით-ქვიანს ვისთვის გმირობაა ჯიხვის მოკვლა ვისთვის ცოდვააა და სირცხვილია. გული გავიგრილე ნაკადულით მაგრამ სულს რას ვშველი ცოდვილიანს? დაბლა დავუყევი მოწყენილი ფიქრით მოვყვებოდი ბალახს ცვრიანს. გულში ცეცხლი მენთო სინანულის სხვები მილოცავდნენ სახელიანს. ეს ჩემი ნაჯღაბნი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
რატომ გავრბივარ ყოველთვის სადღაც !?
ან ამ მთებს რატომ ვეპოტინები!? რატომ მგონია რომ გასათბობად , ყველას დაღლილ სულს ვემყოფინები!? ჭაობში ვდგავარ მაგრამ ოცნებით, სულ სხვა სივრცეებს ვეფოფინები. ისიც საქმეა თუ სიყვარულში, ერთ თქვენგანს მაინც ვემჯობინები. თავად ვიხრჩობი, გადასარჩენად ათას თქვენთაგანს ვეჯაჯგურები. ჩამწყვდეული ვარ ბოთლში ჯინივით და კედლებს ისე ვეჯახუნები. მე უკვე ალბათ თავხედი მქვია, ალბათ სატანას ვეფოფინები, ადამიანად როცა დამბადეს, და სხვა სივრცეებს ვეპოტინები. ********************** მე მოვალ ძვირფასო შორეულ მთებიდან და ამ აღსარებას ბელტებად ამოვყრი. მე მოვალ ძვირფასო ზამთარ გამოვლილი, გაზაფხულს მაგ შენი სულიდან ამოვთხრი. მოვალ და უბრალოდ თვალებით მითხარი , სანამ მოვიდოდი, მანამ რომ მიწამე. მოვალ დაჭრილი და ჯავშან დალეწილი, ჭრილობებს თუ არა, სულს მაინც მიწამლე. მოვალ და არაფრად არ ჩავთვლი მას უკვე, რამდენიც ვევნე და რამდენიც ვიწვალე. მე მინდა უბრალოდ იმისი მჯეროდეს , სანამ მოვიდოდი, მანამ რომ მიწამე. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2025 - 02:07 |