ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ზეცამ ძველებურად იმგლისფერა
რიჟრაჟს ვეგებები თვირთვილიანს ისევ ვემზადები სანადიროდ ღმერთიმც დამაბრუნებს სახელიანს. ფრთხილად ვიპარები სოფლის ბოლოს ლანდი შეერია უკვე ტყიანს მთებში ღამით ჭინკა დააბოტებს დღისით ხარ- ირემის ყვირილია უკვე მერამდენედ მივაბიჯებ ბილიკს სიპებიც კი გაელია ხევში სადღაც ჭოტი ისე კივის მგონი ხვალ ცოცხალს ვერ მიპოვნიან აი ავახწიე ჭიუხებს და ცოტას მივეფიცხე პირით მზიანს აგერ ცის კიდეზე ჯიხვთა ხოროც მგელ-კაცს დავემსგავსე პირ-სისხლიანს ისევ ვინადირებ უხიფათოთ დედის ლოცვებმაც თუ მომაწია თავზე გადავევლე ზვავიანებს მერე დავუყევი ქარაფიანს ზედვე წავადექი მთის ნადირებს ჩემში ვაღვიძებდი სულ-ფეთიანს თოფმა იგრიალა კვლავ უღმერთოდ ნადირს უკან მივდევ ტყავ-სისხლიანს. აგერ სულთნ-მბრძოლსაც მივადექი სევდაც შემეპარა გულით-ქვიანს ვისთვის გმირობაა ჯიხვის მოკვლა ვისთვის ცოდვააა და სირცხვილია. გული გავიგრილე ნაკადულით მაგრამ სულს რას ვშველი ცოდვილიანს? დაბლა დავუყევი მოწყენილი ფიქრით მოვყვებოდი ბალახს ცვრიანს. გულში ცეცხლი მენთო სინანულის სხვები მილოცავდნენ სახელიანს. ეს ჩემი ნაჯღაბნი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
სადაურობას როდესაც მკითხავთ,
მე წამით პასუხს დაგიგვიანებთ, და იმ ერთ წამში ჩემში რა ხდება, იმას მაინც ვერ გაგიზიარებთ. მერე წმსკდება ამაყი მზერა და არწივივით თვალს ვაბრიალებ. ჩემს წარსულს, მერე ისე გიყვებით, თითქოს დაჭრილი დევი ვღრიალებ. მე იმ ბერმუხის ერთი ტოტი ვარ, სამასი ფესვი კრწანისს რომ ჩარგო და იმ ფესვების ოფლმა და სისხლმა მთელ საქართველოს მალამოდ არგო. მე იმ მთებიდან ერთი კენჭი ვარ, წანარებმა რომ არაბებს ავნო. არაგვზე მდგარი ნისლის ნაგლეჯი და მამულს უნდა წულულები ვბანო. ვაჟას ლექსიდან ერთი ნაწყვეტი და გუდამაყარს გოდერძის წყარო. კრწანისამდე რომ ვეღარ ჩავედი, ცრემლები უნდა მცხეთაში ვღვარო. მე ის ჯარჯი ვარ ჯიხვებს რომ სდევდა და დამიფარე გუდანის ჯვარო. ზვავმა უფსკრულში ვერ გადამჩეხა, შენ როგორ დამღრღნი სევდავ და ჯავრო. არაგველი ვარ ბოლოს კი გეტყვით, საფლავიც უნდა ამ მთებში ვთხარო. მაგრამ სამშობლოს თუკი დასჭირდა ეს სისხლი უნდა კრწანიშიც ვღვარო. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2025 - 01:44 |